სულ ცოტა ხნის წინ, ქუჩაში ჩემს ნაცნობს შევხვდი უნივერსიტეტიდან და თვალებს არ დავუჯერე. სტუდენტობის წლებში, მას კანთან და თმებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ჩვენ მართლა ვწუხდით, თუმცა, რჩევებით ჩარევა უტაქტობა იქნებოდა. ახლა კი ჰოლივუდის ვარსკვლავივით გამოიყურება. ძლივს გავბედე მეკითხა, თუ რას იყენებდა კანის ასეთი მდგომარეობის მისაღებად. პასუხმა მართლა ძალიან გამაკვირვა.
ფინჯან ყავაზე დავპატიჟე და მომიყვა, რომ ყველაფერი გამოსცადა: პროფესიონალური კოსმეტოლოგებიდან დაწყებული, ძვირადღირებული კოსმეტიკით დასრულებული. საბოლოო ჯამში, როცა უკვე იმედი გაუცრუვდა, გადაწყვიტა, მეზობლის რჩევა გაეთვალისწინებინა. მან უთხრა, რომ სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატი საუკეთესოდ დაეხმარებოდა. ახლა, როცა შედეგი ჩემს ძველ ნაცნობზე ვიხილე, მისი მართლაც მჯერა.
რეტინოლის მალამო
ამ საშუალების შემადგენლობაში კანისთვის ძალიან სასარგებლო A ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა შედის. იგი ეფექტურად ებრძვის მუწუკებსა და აკნე, არეგულირებს კანის ქონის გამოყოფას და ააქტიურებს კანის რეგენერაციის პროცესს. ამბობენ, რომ მალამო სტრიებსაც აუფერულებს. არ გამოიყენოთ იგი დღისით, რამდენადაც მზის სხივები, მალამოწასმულ კანზე მოხვედრის შემდეგ, პიგმენტურ ლაქებს ქმნის. პირველ რიგში, გამოსცადეთ კანის ალერგიულობა მაჯაზე.
რევანდის ზეთი
აი, რევანდის ზეთი კი იდეალურია თმის მოვლისთვის. გაათბეთ ზეთი და გადაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. შეიხვიეთ შხაპის ქუდით და გაიჩერეთ რამდენიმე საათით ან თუნდაც მთელი ღამით. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით რამდენჯერმე, ცხიმი რომ ჩამოირეცხოს. თმა ჯანსაღ და მოვლილ იერს შიძენს, ზრდასაც მაშინვე ააჩქარებს. სხვათა შორის, ეს საშუალება აჩქარებს წარბებისა და წამწამების ზრდასაც. უბრალოდ წაისვით ზეთი სპეციალური ჯაგრისებით და ჩამოიბანეთ რამდენიმე საათში.
ღრუბელა (ბადიაგა)
ეს საშუალება არამხოლოდ თქვენს პირველადი დახმარების ყუთში, არამედ კოსმეტიკის ჩანთაშიც უნდა გედოთ მუდმივად. იგი წმენდს ფორებს, აღიავებს კანს და ამცირებს ნაწიბურებს. ვისაც შეშუპება აწუხებს, ღრუბელა აუცილებლად დაეხმარება. ეს საშუალება გამოდის ფხვნილის, გელის ან მალამოს სახით – ნებისმიერ შემთხვევაში, შესანიშნავი კომპონენტია სახლის ნიღბებისთვის.
თუთიის მალამო
კიდევ ერთი საშუალება სახლის კოსმეტოლოგიისთვის. გვეხმარება მუწუკებთან ბრძოლაში. წაისვით მალამო წერტილებად, პრობლემურ ზონებზე, აცადეთ გაშრობა. ნუ წაისვამთ მთელ სახეზე, რამდენადაც ეს საშუალება აშრობს კანს. გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაიტენიანეთ კანი მკვებავი კრემით.
E ვიტამინი
შეუცვლელი საშუალებაა სახლის კოსმეტიკის ჩანთაში. ეს ვიტამინი შესანიშნავად ატენიანებს კანს და ანელებს მის დაბერებას. მუდმივი გამოყენების შემთხვევაში კი გამაახალგაზრდავებელ ეფექტს იხილავთ: შემცირდება წვრილი მიმიკური ნაოჭები.
სალიცილის მჟავა
ალბათ, ბევრი უკვე კარგად იცნობს ამ დამხმარეს. სალიცილის მჟავა შესანიშნავად უმკლავდება მუწუკებს, წერტილოვანი მოწვის გზით. ამასთან, ამ საშუალებით შეიძლება კანის დამუშავება ეპილაციის შემდეგ, რაც ჩაზრდილი თმის პრობლემას გადაჭრის.
კოსმეტიკურ საშუალებებზე (რომელთა შემადგენლობაშიც ეჭვი გეპარებათ) დახარჯვის ნაცვლად, სცადეთ იაფფასიანი საშუალებები აფთიაქიდან. რატომ უნდა ხარჯოთ მეტი, თუ მოდური პრეპარატები იმავე კომპონენტებს შეიცავს, რომლებსაც აფთიაქის ანალოგები?