მშობლების ქცევები, რომლებსაც ჭკვიანი პედიატრები კრძალავენ

0
63

მშობლების შვილებზე ზრუნვა ყველაზე ხშირად ემყარება მეზობლების ან ბებიების რჩევებს, რომლებიც ხშირად ნამდვილ სისულელეს ურჩევენ. სად მივიღოთ ინფორმაცია? სკოლასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამას არ ასწავლიან, სამაგიეროდ თავს უამრავი თეორიული ცოდნით გვიჭედავენ, რომელიც შეიძლება არასდროს გამოგვადგეს.

ჩვენ გვიწევს იმის მოსმენა, ვინც „იცის, როგორ გააკეთოს ყველაფერი სწორად“. ამავე დროს თავის დროზე ეს მრჩევლები სველი სალფეთქის და ერთჯერადი საფენების, ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი მანქანების გარეშე ცხოვრობდნენ. ამ და სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია ისინი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდნენ.

არაგონივრული რჩევების, ზოგჯერ უცოდინრობის გამო ახალგაზრდები ხშირად შეცდომებს უშვებენ. შედეგად კი ბავშვი ზიანდება. ამასთან მშობლის შეცდომის შედეგი შეიძლება წლების შემდეგ გამოვლინდეს.

მშობლების ზრუნვა შვილებზე

რა თქმა უნდა, ყველა მშობელი თავის მოვალეობას განსხვავებულად ასრულებს. ზოგი ბავშვს თავზე დაკანკალებს, მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს და უმნიშვნელო საფრთხისგან იცავს. სხვები თავის საქმეს აკეთებს და შვილებს მაქსიმალურ თავისუფლებას ანიჭებენ. ზოგი კი ოქროს შუალედის პოვნას ცდილობს. თუმცა პოპულარულმა მცდარმა მოსაზრებამ შეიძლება ნებისმიერი მიდგომის დროს ზიანი მოგაყენოთ. შეცდომების თავიდან ასარიდებლად მათ შესახებ უნდა იცოდეთ.

1. ბავშვი და სურდო

სავსებით ნორმალურია, თუ ბავშვს რეგულარულად მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აწუხებს. წელიწადში 3-4 ასეთი შემთხვევა ნორმალურად ითვლება. ამერიკელი ექიმები ირწმუნებიან, რომ ბავშვისთვის, რომელიც სკოლაში ან საბავშვო ბაღში რეგულარულად დადის, წელიწადში 12-ჯერ ვირუსული ინფექციით დაავადება ნორმალურია!

თავისი არსით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ერთგვარი ვარჯიშია, რომელიც ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს. მთავარია, დაავადებას გართულებები არ ახლდეს და ბავშვი უკვე 1 კვირაში გამოჯანმრთელდეს. სწორედ ამიტომ, მთელი ძალებით ბავშვის სურდოსგან დაცვა არ ღირს.

2. ბევრი, ბევრი საჭმელი

„ჭამე, თორემ არ გაიზრდები“ ან „სანამ ბოლომდე არ შეჭამ, ვერსად წახვალ“ – რამდენი ზრუნვაა ამ სიტყვებში! მაგრამ კვების მიმართ ასეთი მიდგომა არ გამოგადგებათ. ასეთი ქცევით ბავშვში საჭმელი ასოცირდება შიშთან, სისუსტესთან და მშობლის აკრძალვასთან. ამან შეიძლება კვების დარღვევა გამოიწვიოს.

ამასთან, შიმშილის გრძნობაზე კონტროლი იკარგება. ბავშვი ჭამს არა იმიტომ, რომ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მშობლებმა უბრძანეს. შედეგად გასუქების რისკი იზრდება. გარდა ამისა, გარკვეული პროდუქტების მიმართ სიძულვილი ყალიბდება. უამრავი პრობლემაა. პედიატრი ევგენი კომაროვსკი ირწმუნება, რომ ჯანმრთელი ბავშვი მშობლებთან თავად უნდა გარბოდეს და ჭამას ითხოვდეს.

3. ყველგან სტერილურობა

კომაროვსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ბავშვს ჭუჭყთან კონტაქტი რეგულარულად უნდა ჰქონდეს. ექიმი მშობლებს ძაღლის ყოლას ურჩევს, რომელიც სახლში ჭუჭყს რეგულარულად „მოიტანს“. ეს ბაქტერიები ბავშვის იმუნიტეტისთვის ერთგვარი ვარჯიში იქნება. ამასთან, ძაღლი მთელი ოჯახისთვის კარგი მეგობარია.

4. ფრჩხილების უყურადღებოდ მოჭრა

ჩვილის ფრჩხილები პატარა ჩანს, მაგრამ მისი გაზრდის სიჩქარე შთამბეჭდავია. სწორედ ამიტომ, კვირაში 1-2-ჯერ მოჭრა მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამყაროს შეცნობის პროცესში შეიძლება საკუთარი (და არა მხოლოდ) სახე დაიკაწროს.

ფრჩხილი კუთხეებში ძალიან ოდნავ უნდა მოამრგვალოთ. საქმე იმაშია, რომ ფრჩხილებს თუ ნახევარწრედ მოამრგვალებთ, დროთა განმავლობაში შეიძლება ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემა შეექმნას. ამაში კი სასიამოვნო არაფერია. ფრჩხილის ძირამდე გადაჭრა არ ღირს. ფეხის ფრჩხილები სჯობს სწორად გადაჭრათ. რბილი სახეხი გამოიყენეთ, რომ უსწორმასწორობა გაასწოროთ.

5. ბავშვი და ავტოსაქანელა სავარძელი

პედიატრები გირჩევენ, რომ ავტოსაქანელა სავარძელი იშვიათად გამოიყენოთ. პატარა ბავშვს ძლიერი კისრის კუნთები არ აქვს, მისი სასუნთქი გზები კი საკმაოდ რბილია. სწორედ ამიტომ, ავტოსაქანელაში დიდხანს ყოფნა კისერს მძიმედ აწვება და სუნთქვას ართულებს. სწორედ ამიტომ, მოგზაურობის შემდეგ ბავშვი სჯობს საწოლში გადაიყვანოთ.

6. საწოვარას აკრძალვა

საწოვარაზე საშინელ ისტორიებს სჯობს არ მოუსმინოთ. ეს ნივთი ბავშვს ართობს და ამშვიდებს, მგრძნობელობას ამცირებს, წოვის რეფლექსს აკმაყოფილებს. რაც შეეხება სპეციალურ ორთოდონტულ საწოვარას, ის სწორი გემოს ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. აქ, მშობლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ასაკში გადააჩვიონ ბავშვი საწოვარას.

7. ბავშვი და კბილის ძაფი

შეცდომით თვლიან, რომ კბილის ძაფი მხოლოდ უფროსებს სჭირდებათ. ზოგჯერ საჭმლის პატარა ნაწილების მოშორება მხოლოდ კბილის ძაფით შეიძლება. რაც უფრო დაიწყებს ბავშვი ამ ჰიგიენური საშუალების გამოყენებას, მისი კბილები მით უფრო ჯანმრთელი იქნება.

8. ძლიერი მამა

საჭირო არაა ხელის სიძლიერე ბავშვის ზემოთ აქნევით აჩვენოთ. გვერდიდან ეს საყვარლად გამოიყურება და თავად ბავშვიც მხიარულობს, მაგრამ ასეთი თამაში ბავშვის ჯერ კიდევ სუსტ დამაკავშირებელ აპარატზე დიდ დატვირთვას ახდენს.

ყველაზე ხშირად, სხივის ძვლების თავების მდგომარეობა ირღვევა – უკან ერთმანეთში იხლართება. ზოგჯერ ეს მაშინაც ხდება, როცა მშობელი პრეტენზიული შვილის მორჯულებას ხელის ძლიერი ჟღრევით ცდილობს. ასე გაკეთება არ ღირს!

„მშობლების ამოცანაა არა მხოლოდ ბავშვის გაჩენა და გაზრდა, არამედ მისი გაბედნიერება. ამასთან თავად უკეთესი და უფრო ბედნიერი უნდა გახდეთ. თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და მისაბაძი უნდა გახდეს“.

„თქვენ იწმენდთ კბილებს და ის იწმენდს. თქვენ ჩხუბობთ და ისიც ცუდ სიტყვებს ამბობს. მამა ტელევიზორის წინ ლუდს სვამს და ბავშვიც ასე იქცევა. სწორედ ამიტომ, შვილისთვის ღირსეული მაგალითი იყავით და არ შეგეშინდეთ. მოსიყვარულე მშობელი ყველაფერს გაუმკლავდება“ – ასე ამბობს ექიმი კომაროვსკი და რთულია არ დავეთანხმოთ.