ტოპ 10 პროდუქტი ძლიერი და მბზინვარე თმისთვის

0
90

უბრალოდ ეს პროდუქტები რეგულარულად შეჭამეთ და ლამაზი თმით ისიამოვნეთ.

თევზი

ცისფერი და თეთრი თევზი, განსაკუთრებით ორაგული, სარდინი და ჰეკი, მდიდარია ცილებით, B12 ვიტამინით და მაგნიუმით, რომლებიც თმის ზრდას ხელს უწყობენ. ასევე შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც თმას ატენიანებს და აძლიერებს.

კვერცხი

კვერცხი მაღალი ცილების შემცველ პროტეინს, ბიოტინს, B12 ვიტამინს, რკინას, თუთიას და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავას შეიცავს. ამ მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი თმის ხარისხის გაუარესებას და ცვენისკენ მიდრეკილებას იწვევს.

ქათამი და ინდაური

ისინი ცილების იდეალურ წყაროს წარმოადგენენ, რომელიც თმას აძლიერებს და მის ხარისხს აუმჯობესებს.

ახალი და სეზონური ხილი, ბოსტნეული და მწვანილი

ისპანახი შეიცავს რკინას და B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ ფოლიუმის მჟავას და ბეტა-კაროტინს, რომლებიც ცხიმოვანი ჯირკვლის წარმოებას და თავის კანის კვებას არეგულირებენ.

გოგრა, სტაფილო და წიწაკა შეიცავს A ვიტამინს, რომელიც თმას ჯანმრთელობის, მოცულობის, მბზინვარების შენარჩუნებაში ეხმარება.

ჩარდი და ჯვაროსანნი შეიცავენ რკინას და მიკროელემენტებს, როგორიცაა A, C, B და K ვიტამინი, კალიუმი და კალციუმი.

ასევე პომიდორში, კივსა და ციტრუსებში შემავალი C  ვიტამინი კოლაგენის სინთეზს უზრუნველყოფს.

ხბოს ხორცი

კვირაში ორჯერ ხორცის მიღება თმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ის არა მხოლოდ ცილებს, არამედ B ჯგუფის ვიტამინს, რკინას და თუთიას შეიცავს, რომლებიც თმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტებია.

კაკალი

კაკალი ნახევრად უჯერ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც თმის ბოჭკოს, ელასტინის ზრდას სტიმულირებს. ომეგა 3-ის დეფიციტი თმას მტვრევად და ცვენისკენ მიდრეკილს ხდის. კაკალი შეიცავს თუთიას, სელენიუმს და B ჯგუფის ვიტამინს.

ნუში შეიცავს მაგნიუმს, რომელიც თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე მოქმედ ბევრ ფერმენტულ რეაქციას ააქტიურებს.

პარკოსანი

პარკოსანი პროდუქტები მცენარეული წარმოშობის ცილებს, რკინას, თუთიას, ასევე თმისთვის ღირებულ ბიოტინს შეიცავს.

მთელი მარცვლეული

მას თმის ცვენის შეჩერება შეუძლია, რადგან ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარია. განსაკუთრებით თუთიით, რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით.

წყალმცენარეები და მოლუსკები

ორგანიზმს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით და მინერალებით უზრუნველყოფს. განსაკუთრებით სპილენძით, სელენიუმით და თუთიით, რომლებიც თმის მელანინის სინთეზისა და ცვენის შესაჩერებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

მთელი რძის პროდუქტები

ნაჩვენები იქნა, რომ მთელი რძის პროდუქტების მოხმარება გასუქების რისკს არ ზრდის. B5 და D ვიტამინების შემცველობის წყალობით ისინი თმის ბოლქვების ჯანმრთელობას უზრუნველყოფენ და თავის კანს აძლიერებენ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი