კულინარიული რეცეპტების არსენალში განსაკუთრებული დესერტი მაქვს! ლავაშის რულეტი ხაჭოს ყველით ან ხაჭოთი და ყაყაჩოთი იდეალურია იმით, რომ ნაკლებ კალორიულია. ეს ძალიან გემრიელი და არომატულია, ამასთან მისი დახმარებით ჩემმა ჭირვეულმა შვილმა ხაჭოს ჭამა დაიწყო.
სხვათა შორის, სწორედ ამ რულეტს ხშირად ვჭამდი, როცა ორსულად ვიყავი. უშაქრო შიგთავსი ნამდვილი აღმოჩენაა. ორსულობის დროს ხომ ბევრი რამ აკრძალულია!
ლავაშის რულეტი ხაჭოს ყველით
დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ მარტივი და სწრაფი საუზმე ან წასახემსებელი ლავაშით, ხაჭოთი და ყაყაჩოთი. ეს სასუსნავი ისევე სწრაფად იჭმება, როგორც კეთდება!
ინგრედიენტები:
- 1 თხელი ლავაში
- 200 გრ უცხიმო ხაჭო
- 1 ს/კ თაფლი
- 70 გრ ყაყაჩო
- 1 კვერცხი
- 1 პაკეტი ვანილი
- კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
- ნიგოზი მოსაყრელად
მომზადება:
1. შიგთავსის მოსამზადებლად ხაჭო, კვერცხი, ვანილი, ყაყაჩო და თაფლი აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მისაღებად მიქსერით ათქვიფეთ.
2. ლავაში მაგიდაზე გაშალეთ, ზემოდან შიგთავსი მოათავსეთ. შიგთავსი ლავაშის მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ. ლავაში, როგორც რულეტი დაახვიეთ. ზედმეტი კუთხეები მოაჭერით.
3. რულეტი პერგამენტ ან სილიკონის ხალიჩა დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. რულეტს ზემოდან კვერცხის გული წაუსვით და ნიგოზი მოაყარეთ.
4. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
5. ესეც ასე, სწრაფი და გემრიელი ხაჭოს რულეტი ყაყაჩოთი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
თხელი ლავაშის და ნაზი ხაჭო–ყაყაჩოს შიგთავსის დახმარებით დესერტი მსუბუქი და ძალიან გემრიელი გამოდის. აუცილებლად მოამზადეთ ლავაშის რულეტი ხაჭოს ყველით ან ხაჭოთი და ოჯახის წევრები მადლობას გეტყვიან.