სალბის ჩაის რეცეპტი მუცლის შებერილობის, ანთების, ჭარბი ოფლდენის და ქალური პრობლემების საწინააღმდეგოდ

1975

სალბის ჩაი მენსტრუაციული ციკლის დასარეგულირებლად, მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ, ასევე მუცლის გარეგნული მხარის გასაუმჯობესებლად ძალიან ეფექტური საშუალებაა.

მცენარე ანთების დამარცხებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ასევე მუცლის შებერილობას შეამცირებს, რაც ჩვენს სხეულს მსხვილს აჩენს.

სალბი – ძლიერი საშუალება ქალებისთვის

ჩვეულებრივი სალბის ან ესპანური სალბის ერთჯერადი მიღება მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას და განწყობას აუმჯობესებს.

ასევე ჰერპესის სამკურნალო ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. სალბის და რევანდის შემცველი კრემის გამოყენება ჭრილობის და წყლულის შეხორცებას აჩქარებს. ამ შემთხვევაში სალბი და რევანდი უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე მხოლოდ სალბი.

ჩვეულებრივი სალბის ჩაის დღეში 3-ჯერ, 2 თვის მანძილზე მიღება ცუდი ქოლესტერინის და ცხიმების (ტრიგლიცერიდები) დონეს ამცირებს, ხოლო კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის.

კვლევამ აღმოაჩინა, რომ ასეთი ჩაის 8 კვირის განმავლობაში მიღება მენოპაუზის სიმპტომებს აუმჯობესებს. 3 თვის განმავლობაში სალბის ჩაის მიღება ღამით ოფლიანობას ამცირებს.

სალბი მუცლის შებერილობის და ნაწლავების მოცულობის შემცირებას იწვევს. სალბი ადგილობრივ ცხიმს შლის, რაც ორმაგად ეფექტურია ბრტყელი მუცლის მისაღებად.

სალბის ჩაი ბრტყელი მუცლის მისაღებად

მთავარ ინგრედიენტებს სალბი და ლიმონი წარმოადგენს.

1 ს/კ სალბის ფოთლებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. თავზე დაახურეთ და 15 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ, გემოს მისანიჭებლად და სამკურნალო მოქმედების გასაძლიერებლად თაფლი დაუმატეთ. აურიეთ და ლიმონის ნაჭერი თქვენი გემოვნებით დაუმატეთ.

ასეთი სალბის ჩაი დღეში 3-ჯერ, მაქსიმუმ 5 დღით დალიეთ.

რეკომენდებულია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც საჭმლის მონელებას ხელს შეუწყობენ. მაგალითად, ახალი სალათი. თავი აარიდეთ პროდუქტებს, რომლებიც ცხიმების დაგროვებას იწვევენ, განსაკუთრებით ძეხვს, ლუდს, რაფინირებულ შაქარს, თეთრ ფქვილსა და საცხობ მარილს.

სასურველია, სალბის ჩაი ყოველდღე მოამზადოთ. მისი თვისება მომზადებისთანავე უფრო კონცენტრირებულია.

სალბის ჩაი შეგიძლიათ უზმოზე, დღის პირველი სასმელის სახით დალიოთ. შემდეგ კი მსუბუქი საუზმე მიირთვათ. ნაშუადღევს კვლავ დალიეთ. შემდეგ ისადილეთ და საღამოს ვახშმის წინ დალიეთ.

შედეგად თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო ეფექტურად იმუშავებს და განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ასეთი კურსი თვეში 1-2-ჯერ გაიმეორეთ, თქვენ მუცლის შებერილობას შეაფერხებთ, ასევე უფრო მოხდენილ ფორმებს მიიღებთ.

სალბის ჩაი შეგიძლიათ სახის ტონიკად გამოიყენოთ. სახის კანი უფრო თანაბარი იქნება და აკნე აღარ შეგაწუხებთ. შეგიძლაით ჭარბი ოფლიანობის საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ. უბრალოდ აბაზანა სალბის ნაყენის დამატებით 7-10 დღეში ერთხელ მიიღეთ. შედეგი აუცილებლად გაგახარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს