თუ ოქტომბერში ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტეთ, მთვარის კალენდარს გადახედეთ და საუკეთესო დღე შეარჩიეთ. ასე ძალას, იღბალს და პოზიტიურ ენერგიას შეინარჩუნებთ და ნეგატივის მოშორებას შეძლებთ. რაც უნდა თქვათ, ვარცხნილობა ადამიანს ჰარმონიის მოპოვებაში ეხმარება.
„პაპარაცმა“ 2020 წლის ოქტომბერში თმის შესაჭრელად ხელსაყრელი და წარუმატებელი დღეების ჩამონათვალი მოგიმზადათ. ასევე გთავაზობთ ხელსაყრელ დღეებს მანიკიურის გასაკეთებლად და თმის შესაღებად.
როდის სჯობს თმის შეჭრა
ხელსაყრელი დღეები ვარცხნილობის გასაკეთებლად
კარგი დღეების ჩამოთვლით დავიწყოთ. ამ დღეებში ისეთ ვარცხნილობას მიიღებთ, როგორიც გსურთ. თმა დამჯერი იქნება. სწორ დღეს შეჭრილი თმა წარმატების მოზიდვაში, ოპტიმიზმის შენარჩუნებაში და ფულის ნაკადის შეცვლაში დაგეხმარებათ. ნახეთ, როდის სჯობს თმის შეჭრა.
2 ოქტომბერი (მთვარის მე–16 დღე)
თმა შეგიძლიათ თვის დასაწყისში შეიჭრათ. ამ დღეს შეჭრილი თმა დიდი ხნით ოპტიმიზმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. იმიჯის შეცვლა აუცილებლად სიხარულს მოგანიჭებთ.
5 ოქტომბერი (მთვარის მე-19 დღე)
ამ დღეს ნებისმიერი ვარცხნილობა კარგი იქნება. სტილის შეცვლის არ შეგეშინდეთ. თუ ცვლილებებისთვის მზად არ ხართ, თმის ბოლოები მაინც შეისწორეთ.
10 ოქტომბერი (მთვარის 24-ე დღე)
კარგი დღეა, რომ მამაკაცმა თმა შეიჭრას. სილამაზის სალონში ყოველგვარი ეჭვების გარეშე მიდით. გახსოვდეთ, რომ ასეთი ვარცხნილობის შემდეგ თმა სწრაფად იზრდება.
11 ოქტომბერი (მთვარის 25-ე დღე)
თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან დაწინაურება გსურთ, თმა სწორედ ამ დღეს შეიჭერით.
18 ოქტომბერი (მთვარის მე-3 დღე)
იმიჯის ტოტალურად შეცვლის დროა. ამ დღეა კარგია თმის შეჭრა და შეღებვა. დიდი ხანია ცვლილებები გსურდათ? დროა სილამაზის სალონში ჩაეწეროთ.
19 ოქტომბერი (მთვარის მე-4 დღე)
კარგი დღეა თმის შესაღებად. თუ თმის ბოლოებს შეისწორებთ, თმა უფრო ძლიერი და სქელი გაიზრდება.
20 ოქტომბერი (მთვარის მე-5 დღე)
ამ თვეში თმის შესაჭრელად ყველაზე კარგი დღეა, სრულად გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ თმის შეღებვა სჯობს მეორე დღისთვის გადადოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თმა კარგად შეიღებოთ.
22 ოქტომბერი (მთავარის მე-7 დღე)
თმის მოსავლელად კარგი დღეა. თმის ლამინირებას ან ტონირებას შეუდექით. თმაზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვარცხნილობა.
23 ოქტომბერი (მთავარის მე-8 დღე)
თუ მოკლე ვარცხნილობა მოგწონთ, დროა პარიკმახერს მიმართოთ. თუ თმას ამ დღეს შეიჭრით, ის ნელა გაიზრდება. ამასთან დავარცხნას ადვილად შეძლებთ.
25 ოქტომბერი (მთვარის მე-10 დღე)
დიდი რისკი არსებობს, რომ ვარცხნილობაზე დაგეგმილზე მეტი დახარჯოთ. ფულის დახარჯვის არ შეგეშინდეთ. ამ დღეს თმის შეჭრით ცხოვრებას კეთილდღეობას მოიზიდავთ.
28 ოქტომბერი (მთვარის მე-13 დღე)
თმა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვარცხნილობა გამოგივათ. ღია ფერში თმის შეღებვა კარგი იქნება.
31 ოქტომბერი (მთვარის მე-16 დღე)
კარგი დღეა თმის შესაჭრელად და შესაღებად. საყვარელ ოსტატთან ადგილი დაჯავშნეთ.
წარუმატებელი დღეები თმის შესაღებად
ოქტომბერში სხვა დანარჩენ დღეებში თმის შეჭრისგან სჯობს თავი შეიკავოთ. თუმცა არსებობს დღეები, როცა თმის შეჭრა კატეგორიულად არ შეიძლება. არახელსაყრელი დღეები ოქტომბერში: 1, 3, 16, 26, 27, 29. ამ დღეებში თმის შეჭრა სარგებელს არ მოგიტანთ. თმა ურჩი გახდება, ხოლო ბოლოები სწრაფად გაიყოფა.
წარმატებული დღეები თმის შესაღებად
2020 წლის ოქტომბერში ყველაზე ხელსაყრელი დღეები თმის შესაჭრელად და შესაღებად: 14, 21 და 22 ოქტომბერი. ამ დღეებში წარმატებულ ვარცხნილობას მიიღებთ და ფერიც შესანიშნავად დაჯდება. რთული შეღებვა სჯობს ამ დღეებისთვის გადადოთ.
14 ოქტომბერს თმის შეღებვა თავდაჯერებულობას შეგმატებთ, ასევე ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
21 ოქტომბერი – საუკეთესო დღე სილამაზის სალონში წასასვლელად. ამ დღეს სჯობს ჭაღარა შეიღებოთ ან თმის ფერი რადიკალურად შეცვალოთ. თუ დაწინაურება გსურთ, თმა ღია ფერებში შეიღებეთ.
22 ოქტომბერი – კიდევ ერთი კარგი დღე, რომ თმა შეიჭრათ და შეიღებოთ. ასე ნეგატივს მოიშორებთ და ცხოვრებაში ყველაფერ კარგს მოიზიდავთ.
ხელსაყრელი დღეები მანიკიურის გასაკეთებლად
მანიკიური და პედიკური მთვარის კალენდარზე იმდენად არაა დამოკიდებული, რამდენადაც ვარცხნილობაზე. თუმცა ეს ფრჩხილების საერთო მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. ხელსაყრელი დღეები მანიკიურის გასაკეთებლად: 1, 2, 3, 5, 6, 8, 9, 13, 14, 19, 21, 24-28, 30 ოქტომბერი.
პრინციპში, ამ თვის გეგმა შედგენილია. შეგიძლიათ საყვარელ პარიკმახერს დაურეკოთ, ხელსაყრელი დრო შეარჩიოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. წარმატებული ვარცხნილობის შერჩევა და შემდეგ შემოდგომის გარდერობის განახლება არ დაგავიწყდეთ. სასიამოვნო ცვლილებებს გისურვებთ!