ტანსაცმელი, რომლებიც მიმზიდველ ქალბატონს გარეგნულად აბერებს

4397

დღეს ჩვენს მკითხველებს გავაცნობთ ნივთებს, რომლებიც არამხოლოდ სრულად უსვამს ხაზს სტილის თქვენეულ შეგრძნებას, არამედ 5-10 წლით გაბერებთ კიდევაც. ამიტომ, სწრაფად შეუდექით სტატიის კითხვას და იჩქარეთ გარდერობის გადახედვა.

ანტიტრენდები

1. ტოპები და მოკლე მაისურები

მოკლე ტოპები სტილისტებისთვის ნამდვილი კოშმარია. ერთი შეხედვით, 2020 წელს გოგონებს ასეთი სიტყვები არც კი უნდა ახსოვდეთ, თუმცა, მოდის ზოგიერთი მიმდევარი დღემდე ატარებს მათ. ერთი საქმეა, როცა დარბაზში ვარჯიშის დროს იცვამთ ტოპს, და სულ სხვა საქმეა, როცა მას რესტორანში ან სადმე შეუფერებელ ადგილას იცვამთ. გთხოვთ, მოიშორეთ ეს მოკლე მაისურები და გამოეთხოვეთ ტოპებს.

2. ელასტიკური შარვლები

იგივე ეხება ლასინებსაც. გარდერობის ეს ელემენტი მხოლოდ ფიზიკური სავარჯიშოებისთვის გამოდგენა. რატომ აცვიათ ქალებს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში – დღემდე ამოუცნობია სტილისტებისთვის.

3. მოკლე შარვალი კაპრი

მოდის ავტორიტეტებს არ ესმით, თუ რატომ ხედავენ დღემდე გოგონებზე მოკლე, მომდგარ შარვლებს. გირჩევთ, ისინი მოდური კულოტებით ჩაანაცვლოთ. ასეთი შარვლები ნამდვილად არ შეგარცხვენთ და მოდური იქნება კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში.

4. ჯინსის დაბალწელიანი შორტები

თუ დაბალწელიანი შარვლები გიყვართ, გირჩევთ, უბრალოდ მოისინჯოთ მაღალწელიანი ტანსაცმლი, განსხვავება რომ იგრძნოთ. ასეთი მოდელები არამხოლოდ უფრო მოდური, არამედ გაცილებით კომფორტულიცაა.

5. ქუსლიანი ჩექმები

გოგონებო, გთხოვთ, შეწყვიტეთ თბილი ფეხსაცმლის წვრილ ქუსლებზე შეძენა! ეს უძველესი ანტიტრენდია, რომელსაც თანამედროვე ქალის გარდერობში არაფერი ესაქმება.

დიდი იმედი მაქვს, ეს სტატია დაგეხმარებათ გარდერობის გადარჩევასა და ანტიტრენდებთან გამომშვიდობებაში. ყველას მაგარ ტანსაცმელსა და კარგ განწყობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს