დასვენების დღეებში მსურს ახლობლები სახლში გამომცხვარი კერძებით გავახარო. შეაფასეთ პარასკევი საღამოს რეცეპტი, რომელიც დიდ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ ყველაზე პრეტენზიულ გურმანზეც შთაბეჭდილებას მოახდენს. უსაფუარო ღვეზელი ბოსტნეულის შიგთავსით სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.
შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ახალი კომბოსტო, ასევე მწნილი. ცომის რეცეპტი როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი შიგთავსისთვის გამოგადგებათ. ღვეზელი ძალიან ნაზი გამოვა, ხოლო ცომის გარსს ენაზე ძლივს იგრძნობთ.
უსაფუარო ღვეზელი
ცომის ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ფქვილი
- 0,5 ჭიქა (125 მლ) რძის შრატი (ან წყალი)
- 1 კვერცხის გული
- 0,5 ჭიქა (125 მლ) მცენარეული ზეთი
- 2 მწიკვი მარილი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 650 გრ კომბოსტო
- 1 ხახვი
- 1 სტაფილო
- 1 კონა მწვანე ხახვი (სურვილის მიხედვით)
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
1. შრატში მარილი გახსენით. სხვათა შორის, შრატი ძალიან დაუფასებელი პროდუქტია. ხაჭოს მომზადების დროს კალციუმის დიდი ნაწილი სწორედ მასში რჩება. ასევე მჟავე რძის შრატში ცილების 20% და B ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი რჩება.
2. ფქვილში ჩაღრმავება გააკეთეთ და შრატი და მცენარეული ზეთი ჩაასხით. ჩანგლით აურიეთ.
3. ნარევი მაგიდაზე გადმოიტანეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ფქვილის დამატება საჭირო არაა, რადგან ცომში საკმარისი რაოდენობის ზეთია და ხელზე არ მიგეკვრებათ.
4. ცომი საკვებ პარკში გაახვიეთ და შიგთავსის მომზადებამდე გააჩერეთ.
5. ხახვი წვრილად დაჭერით. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
6. კომბოსტო დაჭერით. თუ კომბოსტოს მწნილს იყენებთ და ის მსხვილად დაჭრილია, ასევე დააქუცმაცეთ.
7. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და დაჭრილი ხახვი 1–2 წუთით შეწვით.
8. სტაფილო დაუმატეთ და კიდევ 2-3 წუთით შეწვით.
9. აქვე კომბოსტო დაუმატეთ. ოდნავ შეწვით, შემდეგ გაზს დაუწიეთ და მომზადებამდე თუშეთ, ხშირად აურიეთ. ბოლოს მარილი, წიწაკა და მწვანე ხახვი დაუმატეთ.
10. ცომი 15-16 ტოლ ნაწილად გაყავით.
11. თითოეული ცომის ნაწილიდან თხელი ოვალი გააკეთეთ.
12. 1 კოვზი შიგთავსი ცომის ცენტრში მოათავსეთ, ზემოდან ცომი დააფარეთ და როგორც კონვერტი დაკეცეთ. ეს პროცედურა ცომის თითოეულ ნაჭერზე გაიმეორეთ.
13. მიღებული კონვერტები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ.
14. ღვეზელებს კვერცხის გული წაუსვით. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 20 წუთით აცხვეთ.
15. ესეც ასე, რბილი და გემრიელი უსაფუარო ღვეზელი მზადაა.
16. გემრიელად მიირთვით!
ასეთი ღვეზელი სუფრიდან წამებში ქრება. კომბოსტოს, ბრინჯის, კვერცხის და ხახვის შიგთავსებით გავაკეთე. ასევე ვაშლით ვცადე. ყველა ძალიან გემრიელი გამოვიდა!