რატომ მოდის ფული და კარგი ხალხი სახლში, სადაც სასიამოვნო სურნელი ტრიალებს

4621

როცა ცალკე საცხოვრებლად გადავედი, ძალიან მინდოდა ჩემი ახალი სახლი მყუდრო ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, აუცილებელი საყიდლების სიაში არომადიფუზორი ჩხირებით შევიყვანე. დამეთანხმებით, რომ სახლში თბილი ატმოსფეროს შექმნა დიდწილად სუნებზეა დამოკიდებული.

არომატული საშუალებების ასორტიმენტების გასაცნობად სუპერმარკეტში წავედი, სადაც მათმა მაღალმა ფასმა გამაოცა. მაშინვე ვიფიქრე, რომ ჰაერის გამაჯანსაღებელის გაკეთება სახლში შეიძლება. როგორც აღმოჩნდა, ამისთვის მინიმუმი კომპონენტებია საჭირო!

არომადიფუზორი ჩხირებით

სანამ ჰაერის გამაჯანსაღებელი საშუალების მომზადებას დაიწყებთ, ცოტა სასარგებლო ინფორმაციას გაეცანით. მაგალითად, იცოდით, რომ არომადიფუზორის უამრავი ვარიანტი არსებობს? პირველ რიგში, ყველაზე მეტად პოპულარულია სპეციალური არომანათურები. არომანათურა ძალიან მარტივად მუშაობს: მზა ნაწილში გარკვეული რაოდენობის ეთერზეთი უნდა ჩაასხათ და შემდეგ მოწყობილობა ჩართოთ.

მეორეც, შეგიძლიათ მარტივი არომატული ლარნაკი თავად გააკეთოთ. უბრალოდ მასში ხმელი ვარდის ყვავილები მოათავსეთ და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ. ასეთი არომატიზატორი სააბაზანო ოთახისთვის გამოგადგებათ.

ეთერზეთები

არომადიფუზორის მომზადებამდე ყურადღება ეთერზეთებს მიაქციეთ. საქმე იმაშია, რომ ეთერზეთი 2 სახის არსებობს: ნატურალური და სინთეტიკური. თუ პირველ ზეთს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, მეორე კონცენტრირებული მომაბეზრებელი სუნის გარდა არაფერს იძლევა.

ნატურალური ეთერზეთი ადაპტაციას განიცდის, ანუ სწორად შერჩეულ არომატს მუდმივად არ იგრძნობთ. სურნელს ოთახში შესვლისას იგრძნობთ და მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდება. შემდეგ უბრალოდ მიეჩვევით და მას ვეღარ იგრძნობთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზეთი თავის ფუნქციებს აღარ ასრულებს.

ეთერზეთს შეიძლება ჰქონდეს დამამშვიდებელი ეფექტი და თქვენი განწყობა შეცვალოს. მსგავსი პროდუქტი ტვინის მუშაობას სტიმულირებს, რაც სამუშაო დღეებში დაგეხმარებათ. სახლში მუშაობისას ყოველთვის ვიყენებ არომადიფუზორს კედრის ან სანდლის ხის ზეთით.

როგორ გავაკეთოთ არომადიფუზორი ჩხირებით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მინის კონტეინერი
  • 85 მლ ზეითუნის ზეთი
  • 15 მლ სპირტი
  • 20-25 წვეთი ეთერზეთი
  • ბამბუკის ჩხირები

მომზადება:

1. წინასწარ მომზადებულ მინის ქილაში ზეითუნის ზეთი ჩაასხით. შეგიძლიათ სხვა ზეთი გამოიყენოთ, მაგალითად, ქოქოსის ზეთი. შემდეგ სპირტი და ეთერზეთი დაუმატეთ.

2. შემდეგ ქილას თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ. 24 საათით დააყენეთ.

3. ამის შემდეგ ქილა გახსენით და ბამბუკის ჩხირები ჩადეთ. ჩვეულებრივი გრძელი კანაპეს ჩხირებიც გამოგადგებათ. ჩხირები საჭიროა, რომ სურნელი ოთახში გავრცელდეს. სპირტი კი ნივთიერების აორთქლებას ზრდის.

4. მზა არომადიფუზორი ჩხირებით ოთახში მოათავსეთ და ისიამოვნეთ!

ეთერზეთების წარმატებული კომბინაცია

ცივ სეზონზე ორგანიზმს სითბო და მზის სინათლე აკლია. სწორედ ამიტომ, ოთახში რაიმე ჯანსაღი არომატის დამატება გვსურს. ამ მიზნით გამოგადგებათ ლიმონის (20 წვეთი), ლავანდას (15 წვეთი) და პიტნის (15 წვეთი) ეთერზეთები. შედეგად, ნაზ კარამელის სუნს მიიღებთ.

გოგონას ნათელი და მყუდრო ოთახისთვის ან გარდერობისთვის გამოგადგებათ ასეთი კომბინაცია: ჟასმინის (10 წვეთი), ციტრონელას (20 წვეთი) და პიტნის (10 წვეთი) ზეთები. სააბაზანო ოთახისთვის შემდეგი კომბინაცია გამოიყენეთ: 20 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი, 20 წვეთი ლიმონის ზეთი და 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი.

როგორც ხედავთ, არომადიფუზორის სახლის პირობებში გაკეთება ძალიან მარტივია. რაც მთავარია, უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე მზა საშუალების შეძენა. უფრო მეტიც, ასე შემადგენლობაში დარწმუნებული იქნებით.

თქვენ როგორ იქმნით სიმყუდროვეს საყვარელ ბინაში? შესაძლოა, ჰაერის არომატიზატორის გარდა სხვა ხრიკებს იყენებთ. მოხარული ვიქნებით, თუ თქვენს გამოცდილებას კომენტარებში გაგვიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს