წნევა კონტროლის ქვეშ: 5 პროდუქტი ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ

186

თუ თქვენი წნევის მაჩვენებელი სასურველზე მაღალია (120/80-ზე მეტ წნევის მაჩვენებელს ყურადღება უნდა მიაქციოთ), ან უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, რაციონში ამ ხუთი მარტივი და სასარგებლო პროდუქტიდან ერთ-ერთი მაინც ჩართეთ.

სასარგებლო პროდუქტები ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ

კარტოფილი

მოხარშული კარტოფილი არც თუ ისე დიდებული კერძია, მაგრამ ის კალიუმით და მაგნიუმით მდიდარია, რომლებიც წნევის დარეგულირებას ხელს უწყობენ. გარდა ამისა, საშუალო ზომის კარტოფილი მხოლოდ 150-160 კალორიას შეიცავს. მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი არაჟნის ან ნატურალური იოგურტის სოუსთან ერთად მიირთვით – ასე ორგანიზმს ორმაგ სარგებელს მიანიჭებთ.

რძე თუ იოგურტი?

მათ, ვინც ყოველდღიურ რაციონში 1 პორცია რძის პროდუქტს მოიხმარს, ჰიპერტონიის განვითარების რისკი 11 %-ით უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც იოგურტს დრო და დრო მიირთმევს. დილა ერთი პორცია რძეზე ან უცხიმო იოგურტზე მომზადებული ხილიანი ფაფით დაიწყეთ, ან სმუზი მოამზადეთ.

კაკაო

ავსტრალიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ კაკაოს ნატურალური ფხვნილის შემცველი პროდუქტები წნევას ამცირებენ, რადგან ფლავონოიდები სისხლძარღვების მდგომარეობას აუმჯობესებენ. ჰარვარდში მწარე შოკოლადის თვისება შეისწავლეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ის მაღალი წნევის ადამიანებისთვის სასარგებლოა. შოკოლადი კალორიული პროდუქტია, ამიტომ დღეში 20 გრ პორციით ან 1 ს/კ კაკაოთი შეიზღუდეთ.

ლობიო

კიდევ რომელი პროდუქტების ჩართვა შეიძლება ჰიპერტონიის დროს? პარკოსანი პროდუქტები მდიდარია უჯრედისით, მაგნიუმით და კალიუმით, ასევე ეს ნივთიერება წნევის ოპტიმალურ დონეს ხელს უწყობენ. თუ ლობიოს, ბარდას ან ოსპს ყოველდღე მიირთმევთ, წნევის მაჩვენებელს 3-5 პუნქტით შეამცირებთ. ლობიო წვნიანს, რაგუს და სალათას დაუმატეთ.

ბანანი – პროდუქტი ჰიპერტონიის დროს

ბანანი კალიუმის შესანიშნავი წყაროა. მაშინაც კი, თუ მარილს რაციონში არ ზღუდავთ, ბანანს მისი მავნე მოქმედების განეიტრალება შეუძლია. ზრდასრულ ადამიანს დღეში დაახლოებით 4,7 გრ კალიუმი სჭირდება. ერთი ბანანი კი რეკომენდებული ნორმის 12 %-ს შეიცავს. დილით ბანანი ფაფას დაუმატეთ ან მრგვლად დაჭრილი გაყინეთ – გემრიელი დესერტი გამოგივათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს