ყველაზე ნაზი და არომატული თაფლის ტორტი თქვენს ცხოვრებაში

0
1193

დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ თაფლოვანა, რომელიც პირდაპირ ბავშვობაში დაგაბრუნებთ. ტორტი დიდი გამოდის, ასე რომ ყველას ეყოფა. მთავარია – მოთმინება მოიკრიფოთ და საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გზა მოკლე არაა, მაგრამ შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.

როგორ მოვამზადოთ თაფლოვანა

თაფლის ტორტი გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ისიც კი, ვისაც მომზადება და ცხობა არ უყვარს, თაფლოვანას ხშირად ამზადებს. ასეთი დესერტის ცდუნებას ვერავინ გაუძლებს.

ინგრედიენტები:

  • 450 გრ კვერცხი
  • 500 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი კვერცხისთვის
  • 100 გრ შაქარი კარამელისთვის
  • 150 გრ წიწიბურას თაფლი
  • 8 გრ სოდა

მომზადება:

1. პირველ რიგში, კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ, სანამ დიდ, თეთრ ქაფს არ მიიღებთ. მოსახერხებელი იქნება, თუ სტაციონალურ მიქსერს გამოიყენებთ. ახლა შეგიძლიათ ღუმელი 180 გრადუსამდე ჩართოთ.

2. ამ დროში კარამელი მოამზადეთ. სქელძირიანი ქვაბი აიღეთ და შაქარი ყავისფერი მასის მიღებამდე მიიყვანეთ. ადუღებამდე ცეცხლიდან გადმოდგით, აურიეთ და თაფლი დაუმატეთ.

სხვათა შორის, სჯობს წიწიბურას თაფლი გამოიყენოთ, რადგან მხოლოდ ის იძლევა თაფლის სპეციფიკურ გემოს და სუნს. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ სიტკბოს მატებს.

3. ამის შემდეგ კარამელი საშუალო ცეცხლზე მხოლოდ 40 წამით კვლავ მოამზადეთ. ახლა სოდა დაუმატეთ, გაზქურიდან გადმოდგით და კარგად აურიეთ. მასა 4-ჯერ გაიზრდება.

4. ჯერ კიდევ ცხელ კარამელში კვერცხი ჩატეხეთ და მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. 2-3 წუთი საკმარისი იქნება.

5. ახლა კარამელი–კვერცხის ნარევს ფქვილი დაუმატეთ. ფქვილი აუცილებლად გაცერით და ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ. ხის ჩხირით აურიეთ.

6. სამ საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი 3 ტოლ ნაწილად გაყავით. ასევე რამდენიმე კოვზი ცომი მოიტოვეთ, ის გასაფორმებლად დაგჭირდებათ.

7. ცომის განაწილების დროს კუთხეებში უფრო მეტი მასა დატოვეთ. ის უფრო მეტად ხმება.

8. ამის შემდეგ ღუმელში 7-8 წუთით აცხვეთ. მთავარია, ზედმეტად არ გამოაშროთ. სჯობს ღუმელიდან უფრო ადრე გამოიღოთ, ვიდრე გვიან!

9. სანამ ბისკვიტი გრილდება, ცომის ნარჩენები გამოაცხვეთ. ეს პორცია კარგად უნდა გამოაშროთ, რომ კარგად დაფშვნათ. წვრილ სახეხზე გახეხეთ.

კრემი თაფლოვანისთვის

ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 25 გრ ფქვილი
  • 25 გრ სიმინდის სახამებელი
  • 100 გრ კვერცხი
  • 80 გრ წიწიბურას თაფლი
  • 50 გრ შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 300 გრ 20%–იანი არაჟანი

მომზადება:

10. სანამ ბისკვიტის ფენები გრილდება, კრემი მოამზადეთ. ამისთვის რძე საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ, სანამ დუღილს არ დაიწყებს.

11. მანამდე კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. სახამებელი და ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

12. როცა რძე გაცხელდება, კვერცხის მასას დაუმატეთ. მუდმივად აურიეთ!

13. კრემის ადუღებას დაელოდეთ, შემდეგ დაახლოებით 30 წამით ადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

14. მოხარშულ კრემს თაფლი, კარაქი და არაჟანი დაუმატეთ. ყოველ ჯერზე კარგად აურიეთ, რომ მასა სქელი და ერთგვაროვანი გამოვიდეს.

ტორტი ააწყვეთ

15. კრემი სამ ნაწილად გაყავით, შემდეგ თითოეული გაგრილებულ ბისკვიტის ფენებს წაუსვით.

16. ახლა ტორტი შუაზე გაჭერით და ერთი ნაწილი მეორეს დაადეთ. ასე უფრო ფართო და მაღალი გამოვა.

17. ამის შემდეგ ტორტი მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს. დილით მთელი ზედაპირი ბისკვიტის ფხვნილით მორთეთ და უსწორმასწორობა დაფარეთ.

ასე ლამაზ გარეგნობას უზრუნველყოფთ და მოხარშული კრემი ჰაერზე ფერს არ შეიცვლის.

ვიმედოვნებთ, რომ ამ რეცეპტით დესერტს მოამზადებთ და მეგობრებთან თავს შეიქებთ, თუ როგორ მოამზადეთ თაფლის ტორტი.