4 ფერი, რომლებიც მოდიდან არასდროს გადავა

1459

ბევრ ქალს აინტერესებს, თუ რომელი ფერი იქნება მოდაში ახალ სეზონზე. ისინი მსგავსი შეფერილობის ტანსაცმელს ყიდულობენ და იცვამენ, სანამ ახალი ფერი არ გახდება მოდური. თუმცა ეს ჩაკეტილი წრეა. დღეს „პაპარაცი“ ლეგენდარული კოკო შანელის მოსაზრებას გთავაზობთ. ცნობილი დიზაინერი თვლიდა, რომ არსებობს 4 ფერი, რომლებიც მოდიდან არასდროს გადავა. ნახეთ, რომელ ფერებს თვლიდა მე-20 საუკუნის მოდის შემქმნელი ყველა დროსა და ეპოქაში აქტუალურად.

მოდური ფერები

„წითელ ფერზე ვგიჟდები“ – ამბობდა კოკო შანელი. მას სტილში წითელი ფერის დამატება ან მთავარ ფერად მისი გამოყენება უყვარდა. კოკო შანელის ერთ–ერთი მთავარი ხიბლი წითელი ტუჩსაცხი იყო. თუ თქვენთვის იდეალურად შესაფერისი წითელის შეფერილობა ვერ იპოვეთ, არ შეჩერდეთ. ეს მდიდრული ფერი ნებისმიერი ქალის გარდერობში უნდა იყოს.

კოკო შანელის საყვარელი მცენარე კამელიაა – ვარდისფერი. ის ცნობილი ქალის ერთ–ერთ საყვარელ ჩრდილად ითვლება. ეს ფერი მის მოდის კოლექციებში ხშირად ჩნდებოდა, ხოლო რამდენიმე წლის წინ კვლავ მოდაში დაბრუნდა.

შანელი შავი და თეთრი ფერების კომბინაციის მიმართ გულგრილი არ იყოს. ფერების ეს კომბინაცია მის გვიანდელ კოლექციებში ხშირად ჩნდებოდა. შავ–თეთრი სტილი სხვადასხვა სქესის და ასაკის ადამიანს უხდება. ეს ფერების კლასიკაა, რომელიც როგორც საქმიანი, ასევე სადღესასწაულო სტილის შექმნაში დაგეხმარებათ.

შანელის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ფერი ყოველთვის იყო შავი. მისი წყალობით დიზაინერის მოდის სახლი მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. ეს ფერი მუდმივი კლასიკა გახდა და ყველას მისი მაგალითის მიბაძვა აიძულა.

კოკო შანელმა სამყარო სამუდამოდ ორ ნაწილად გაყო: მანამდე და შემდეგ. ეს თავდაჯერებული ქალი წარმოუდგენელ გემოვნებას და სტილის გრძნობას ფლობდა, რომლითაც დღემდე მთელ მსოფლიოში ათასობით ნიჭიერი დიზაინერი გაოცებულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს