როგორ გავაქათქათოთ ბალიშები სახლის პირობებში

7451

ბებიას სოფელში ერთი პატარა მოსახერხებელი ბალიში მქონდა. რამდენიმე დღის წინ ქალაქში ჩამოვიტანე, რადგან ამ ბუმბულის გიგანტებზე წოლა საკმაოდ მიჭირდა – ისინი დიდია, 70×70, კომფორტის თანამედროვე გაგებისგან შორს. დღეს ბალიშების რეცხვა პრობლემას არ წარმოადგენს – ამისთვის სპეციალური მომსახურება არსებობს. აი, ადრე კი ასეთი ნივთის რეცხვა საერთოდ არარეალური იყო.

მახსოვს, ბალიშებს მთელი დღე მზეზე ვალაგებდით, საღამოს კი ვბერტყავდით. ჭუჭყიან პირებს ბებია ცვლიდა, თავისი ხელით კერავდა ახლებს. თანამედროვე ბალიშების ზომები დღეს უკვე შემცირდა, გაჩნდა მრავალფეროვანი ხელოვნური შემავსებელი. ამიტომ, მათი მოვლაც გაცილებით გამარტივდა. მე ვიცი ერთი მარტივი საშუალება, რომელიც სახლის პირობებში ბალიების გაქათქათებაში დაგეხმარებათ.

ბალიშების რეცხვა სახლში

მოხსნადი შალითის მქონე პრაქტიკული ორთოპედიული ბალიშების რეცხვა ძალიან მარტივია. აი, უბრალო ბალიშები კი რეგულარულ რეცხვას მოითხოვს. ოფლის ყვითელი ლაქები, დაგროვილი მტვერი და ჭუჭყი მხოლოდ პირების შეცვლით არ გაქრება.

განსაკუთრებით რთულია ბუმბულის ბალიშების რეცხვა. ისინი სხვებზე უფრო სწრაფად იწოვს მტვერს და თან ძალიან დიდი ზომისაა. მე დიდხანს ვერ ვბედავდი ასეთი ბალიშის სარეცხ მანქანაში გარეცხვას, თუმცა, ხელებით სასურველი შედეგის მიღება გაცილებით რთულია. აი, რა მოვიფიქრე.

ახლა 50×50 ზომის ბალიშები მაქვს. ავიღე ორი მათგანი, კარგად დავკუჭე და სარეცხ მანქანაში შევდე. იქ მათ მთელი სივრცე დაიკავეს. შემდეგ პარალონის ღრუბლები სარეცხის ბალზამით გავჟღინთე და ბალიშებთან ერთად მოვათავსე.

ფხვნილთან ერთად, რეცხვისას ვუმატებ მათეთრებელსა და 2-3 ს.კ. საკვებ სოდას. ვრეცხავ 70 გრადუსზე. ვაშრობ თეთრეულის თოკზე და ვცდილობ, რეცხვა მზიან ამინდს დავამთხვიო. კარგად დაამაგრეთ თოკზე ბალიშები, არ გაგიფრინდეთ.

რეცხვიდან ნახევარ საათში, ბალიშებს ვბერტყავ და მეორე მხარეს ვაბრუნებ. ეს იმისთვის, რომ ბუმბულები აფუვდეს. გაიმეორეთ რამდენჯერმე და ბალიშები ისევ რბილი და მოცულობითი გახდება.

მსგავს პროცედურას წელიწადში ორჯერ ვატარებ. ნაკეთობა სუფთავდება და სასიამოვნო სუნი ეძლევა. არ იდარდოთ ბალიშის სიმთელეზე. ესაა გამოცდილი საშუალება, რომელსაც ჩემთვის არასდროს უღალატია. თუ სხვა მასალის ბალიშების რეცხვა გინდათ, მწარმოებლის იარლიყით დარწმუნდით, რომ ამის გაკეთება საერთოდ შეიძლება. თქვენ როგორ რეცხავთ სხვადასხვა შემავსებლის ნაკეთობას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს