თეთრი ხარის ფულადი ასპექტები: რას გვიმზადებს 2021 წელი

0
4238

თეთრი ან მეტალის ხარის ხასიათში ყველაფერია იმისათვის, რომ განვითარდეტ მატერიალური კუთხით. ეს ნიშანი შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, შეუპოვარია, იცის ფულის ფასი, აფასებს სიზუსტეს და ყურადღებიანია დეტალების მიმართ.

მეტალის ხარი იგივეა, რაც ოქროს კურო. ესაა მატერიალური მიზნებისთვის ყველაზე პერსპექტიული გამოსახულება.

ცის ღერძის ინური მეტალის (სინის) წელი თავისთავად აღნიშნავს მონეტას, ოქროს თუ ძვირფასეულობას.

ცი მენ დუნ ცზიას წლიურ რუკაზე, სინის ნიშნის ყველა სახლისთვის მოგება საგრძნობლად გაიზრდება. ამავე სახლში დგას კაი მენის, ანუ აღმოჩენის კარიბჭეც, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს სამსახურთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას, ვინც რეალურად მუშაობს ან მსახურობს, იწყებს სტარტაპებს ან რაღაც ახალს ხსნის, ახალ წელს ექნება შანსი, მიიღოს კარგი შემოსავალი. განსაკუთრებით ივნისში.

ხარის წლის მიწის რტო – ჩოუს ინური მიწა, თავის მხრივ, “ფულის საცავის” ვარსკვლავთა რიგს მიეკუთვნება. ხოლო ცი მენ დუნ ცზიას წლიურ რუკაზე, ჩოუს ნიშანთან ერთად, ფული ისახება.

ამრიგად, ორივე წლიურ ნიშანს კარგი პოტენციალი აქვს მატერიალური წარმატების სტიმულირებისთვის. თუმცა, აღორძინება და ენერგეტიკული მხარდაჭერა სინის მეტალის მხარეს ივლის.

ამიტომაც, საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდება ცეცხლის ინდუსტრიის წარმონაქმნები, რომელთა სიმდიდრის ელემენტი სწორედ მეტალია. ეს ფული ზედაპირზე იქნება, მათი აღება საკამოდ გამარტივდება.

ცეცხლის ინდუსტრიაში შედის ფინანსური სფერო, საბირჟო თამაშები, საზოგადოებრივი კვების სფეროები, გათბობა, განათება, საწვავთან, შედუღებასთან დაკავშირებული ყველაფერი, ქიმიური მეწარმეობა, ელექტრონიკა, ელექტროენერგეტიკა, კოსმონავტიკა, სინთეტიკური ნაკეთობების წარმოება, ოფთალმოლოგია, ოპტიკა, გართობისა და შოუ-ბიზნესის სფერო, ტელევიზია და რადიო, ინტერნეტი, კინო და თეატრი, სილამაზის ინდუსტრია, რეკლამა, სპორტი და ცეკვები.

ჩვეულებრივ, მიწის რტოებში ფულის ამოღება უფრო რთულია, რამდენადაც იგი არც ისე კარგად ჩანს. თუმცა, ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. ეს ფული არც ისე კარგად ჩანს არამხოლოდ მათთვის, ვინც მუშაობს, არამედ მათთვისაც, ვისაც სხვისთვის სურს წართმევა. ამიტომაც, ფულის შენახვა ამ დროს გაცილებით მარტივი იქნება.

მიწა ზის ინდუსტრიისთვის ფულია. ხის ელემენტებს მიეკუთვნება მოდა, ტანსაცმელი, ქსოვილები, სილამაზე, პარფიუმერია, ქაღალდი, გამომცემლობითი საქმიანობა, საკვები წარმოება, სასოფლო მეურნეობა და მედიცინა, ავეჯი, გრაფიკა, დიზაინი, არქიტექტურა, გამომგონებლობა, ინფორმაცია, საზოგადოებრივი კავშირები, სიახლეები, სწავლა, თარგმნა, ფოტოგრაფია, მემცენარეობა, ეკოლოგია და ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცინ მენ დუნ ცზია წლიურ რუკაზე წლის წამყვანი კარიბჭეების (შან მენის კარიბჭეების) სახლსაც ამოსდის ფული. ამიტომ, თუ ფულადი შემოსავლის მიღება გსურთ, შეიარაღდით აქტიურობის მეთოდით ორ კარიბჭეში: სწრაფად მოახდინეთ რეაგირება, გამოავლიმეთ სიმტკიცე, შეუპოვრობა, ხანდახან გარისკეთ კიდევაც, ხმამაღლა წარადგინეთ საკუთარი თავი და თქვენი დამსახურებები. იმოქმედეთ პირველობისთვის. არ დაგავიწყდეთ იუმორის შეგრძნება და მოულოდნელობის ეფექტიც. ისინი წელს ძალიან გამოგადგებათ. მაგალითად, სარეკლამო რგოლი ორიგინალური და სასაცილო სიუჟეტიც რამდენჯერმე უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე პირდაპირი რეკლამა.