რატომ არის სასარგებლო გარგარის ზეთი შინაურულ კოსმეტიკაში

0
312

იტალიიდან ახალ ჩამოსულმა დაქალმა დაბადების დღეზე დიდი ბოთლი იმპორტირებული გარგარის ზეთი მაჩუქა. საჩუქარმა ძალიან გამახარა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ გამომეყენებინა. დაქალმა მისგან სასარგებლო კოსმეტიკის გაკეთება მასწავლა.

გარგარის ზეთი სხვადასხვა კრემების და შამპუნებში შემადგენლობაში ადრეც ნანახი მქონდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შინაურულ კოსმეტიკაში ასეთი ეფექტური აღმოჩნდებოდა. საყვარელ კერძებში გარგარის ზეთის დამატებაზე აღარაფერს ვამბობ.

როგორ გამოვიყენოთ გარგარის ზეთი

გარგარის ზეთს მხოლოდ ნაზი სურნელის გამო არ აფასებენ, მას ელიტურ საკონდიტრო ნაწარმებს და ძვირადღირებულ კრემებს ხშირად უმატებენ. ნახეთ, რატომ უწოდებენ აზიელები გარგარის ზეთს ნარინჯისფერ ოქრს.

სხვა მცენარეული ზეთისგან განსხვავებით გარგარის ზეთი ნაკლებად მჟავეა. ცივი დაწურვით მიღებული გარგარის ზეთი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. ის ნაკლებად ბლანტია, რაც სუსტი, ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის საუკეთესო საშუალებას ხდის. ასეთი ტიპის კანზე მძიმე ტექსტურის გამოყენება არ შეიძლება.

შინაურული კრემი გარგარის ზეთით

სახლის პირობებში მომზადებული კრემი შეძენილ კრემს არაფრით ჩამოუვარდება. დროთა განმავლობაში რეცეპტი გააუმჯობესეს, კომპონენტებზე ექსპერიმენტები ჩაატარეს და ოქროს შუალედი იპოვეს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ ხმელი გვირილა
  • 1 ჩ/კ გარგარის ზეთი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1,5 ს/კ ქაფურის სპირტი
  • 1 ჩ/კ გლიცერინი

მოცემული ინგრედიენტების შეძენას აფთიაქში მარტივად შეძლებთ. ინტერნეტით შეკვეთის შემთხვევაში საქმეს გაიმარტივებთ.

მომზადება: გვირილას 50 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და მიღებული ნარევი მაცივარში შეინახეთ. გამოიყენეთ, როგორც ჩვეულებრივი კანის დამჭიმავი კრემი.

გარგარის ზეთი შეგიძლიათ შინაურულ ნიღბებს დაუმატოთ. ეს კარგი იდეა იქნება. კანი უფრო ხავერდოვანი გახდება, ნაოჭები და ნაკაწრები შემცირდება. კანის უხეში ნაწილები ადგილს ახალ უჯრედებს დაუთმობს. ზეთი ქსოვილებს ღრმად და სწრაფად კვებავს. სწორედ ამიტომ, კოსმეტოლოგიაში დაფასებულია.

თუ შინაურული კრემის მომზადების დრო არ გაქვთ, უბრალოდ 1 ჩ/კ კვერცხის გული და 1 ჩ/კ ზეთი აურიეთ, რომ თქვენი სახისთვის მეგამკვებავი საშუალება მიიღოთ. საშუალება კურსების მიხედვით გამოიყენეთ: კვირაში 2–ჯერ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ ცოტა ხნით შეისვენეთ.

გარგარის ზეთი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს შეიცავს. თუ გსურთ სიბერეს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შიგნიდან ებრძოლოთ, გარგარის ზეთი საყვარელ კერძებს დაუმატეთ. სალათებს და საკონდიტრო ნაწარმს განსაკუთრებით უხდება.