ფარული მექანიზმები, რომლებიც თქვენს ფულს ბლოკავენ

354

ფული ყველასთვის და ყველგან აქტუალური საკითხია. ადამიანების უმეტესობას გამდიდრება და უამრავი ფულის მიღება სურს. ხშირად არც კი იციან, თუ რისთვის სჭირდებათ. ცივილიზაციის სათავიდან მუდმივად მოთხოვნადი თემა: როგორ გავმდიდრდეთ ნულიდან.

„პაპარაცმა“ ეს რომ იცოდეს, ამას არ დაწერდა, მაგრამ დაფიქრება შეიძლება. იმის თქმა გვსურს, რომ ფული არსებობს და მისი მიღება შეიძლება. უბრალოდ უნდა დაფიქრდეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ. ზოგჯერ საკმარისია ფულის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

როგორ გავმდიდრდეთ ნულიდან

ამ კითხვამ შეიძლება დაგაბნიოთ. თუნდაც იმიტომ, რომ დასაწყისის წარმოდგენა შეიძლება (იმ ურყევი ნულის), აი ჰორიზონტამდე მიღწევა კი. სხვადასხვა ჭკვიანი ადამიანი კონცენტრირებას სწორედ ამაზე აკეთებს – რისთვის გვჭირდება სიმდიდრე? ყველაზე რთული და მტკივნეული კითხვა – კონკრეტულად რისი მიღება გსურთ?

როგორც წესი, ჩვენი სურვილები წუთიერია. ჩვენ წარმოგვიდგენია ყველაფრის უფლება, აბსოლუტური თავისუფლება და კიჩი. დიახ, კიჩი – ეს გვიყვარს და გვსურს. ასეთ შესაძლებლობას განა ფული არ იძლევა? იძლევა. ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მისი ფასი იცით. როცა ადამიანი აცნობიერებს, თუ როგორ მოიპოვა დიდი ფული, მასზე წარმოდგენები ეცვლება.

ერთ–ერთი ყველაზე მცდარი მოსაზრება – კიდევ უფრო მეტი მუშაობა. თუ სამსახურის გარდა სხვა არაფერი გაინტერესებთ, შეგიძლიათ ასე გააკეთოთ. თუმცა ჩვენი აზრით, ეს საჭირო ეფექტს არ მოგცემთ – ბევრი მაგალითი არსებობს, როცა ხალხი მთელ დროს კარიერას უთმობს, მაგრამ მაინც გადარჩენის ზღვარზეა. სხვა საქმეა, თუ უბრალოდ გამოსავალი არ გაქვთ.

როგორ შევცვალოთ ფულთან დამოკიდებულება

ცხოვრებამ სიამოვნება უნდა მოგიტანოთ. ნაკლებად სავარაუდოდ, რომ ადამიანი, ვინც ყველაფერში თავს იზღუდავს და ზედმეტ ეკონომიას აკეთებს, ბედნიერია. ეს უცნაური ფეტიშია – საკრედიტო ბარათზე ანგარიშს უყუროთ და საკუთარი თავი არ გაახაროთ. თითქოსდა აკუმულატორს ტენით, რომელმაც ჰიპოთეტურად მაღლა უნდა აგიყვანოთ. ყველაფრის დაკარგვის შიში მცდელობისგან თავს გაკავებინებთ.

იმ დასკვნამდე მივედით, რომ ფული სასურველის რეალიზების რესურსი უნდა იყოს. როგორც ინსტრუმენტი, რომელიც უკეთესად ცხოვრებაში დაგეხმარებათ. რაოდენობა ყველაფერს წყვეტს, როცა საკუთარ თავს ყველა სურვილით ანებივრებთ. თუმცა თუ იცით, რა გჭირდებათ და ფულს მიზანმიმართულად დახარჯავთ, რამდენად მნიშვნელოვანია რაოდენობა?

ეს იმას ნიშნავს, რომ ფულადი ქაღალდების რაოდენობა ან ანგარიშზე ციფრი კმაყოფილების ტოლი არაა? სავარაუდოდ, ენერგიის რაოდენობა, რომლის ათვისებაც შეგიძლიათ, საკუთარ თავზე გადის. საინტერესოა, როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი? როგორც კი მიხვდებით, როგორ დახარჯოთ ეს ენერგია, მის მართვას დაიწყებთ.

დარწმუნებული ვართ, რომ ენერგიების მართვის შემდეგი ეტაპი – სხვებისთვის მათი გაზიარებაა. ასე თქვენი შინაგანი პოტენციალი გაიზრდება. ის, რაც თქვენთვის ძვირფასია, სხვებისთვისაც ძვირფასი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფულის ნაკადი მხოლოდ გაიზრდება. მაგრამ მაღალი დონის მიღწევისას ფულს მატერიალური გაცვლის საშუალებად მიიჩნევთ? აი, ჩვენი გარდასახვის ჯაჭვი.

როგორ გავმდიდრდეთ ნულიდან

  1. ფული, როგორც მატერიალური გაცვლის საშუალება.
  2. ფული, როგორც შუამავალი ენერგია, რომელიც საკუთარი ცხოვრების ხარისხის ინვესტიციისთვის გამოიყენება.
  3. ფული, როგორც ენერგიის რაოდენობა, რომელიც თქვენში გადის.
  4. ფული, როგორც ენერგიის რაოდენობა, რომლის გაზიარებას სხვებთან იწყებთ.

ნახეთ, ჩვეულებრივ რა დონეზე იმყოფება ხალხი. ნამდვილად – პირველზე. იქ, სადაც ფული მხოლოდ მატერიალური გაცვლის საშუალებად აღიქმება. პირველი დონის ფანტაზია ძალიან კრეატიული არაა – ჩვეულებრივ ესაა ავტომობილი და ბინა. ამაზე მოთხოვნილებები სრულდება. ჩვეულებრივ, ეს წარმატების სტრეოტიპია, რომლისკენ ყველა მიისწრაფვის.

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს შესანიშნავი გეგმაა. რა სჭირდება ადამიანს? ბევრი სწორედ ამ სცენარს ახორციელებს, ზოგი გაჭირვების გზას გადის, რომ სასურველს მიაღწიოს და შემდეგ მინიმუმ 1 წელი დაისვენოს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ვფიქრობთ, ხალხმა სრული და გაჯერებული ცხოვრებით უნდა იცხოვროს და კეთილდღეობის გამო ჯანმრთელობას ზიანი არ უნდა მიაყენოს.

რა უნდა გააკეთოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, სადაც ფული ენერგიაა? უბრალოდ საკუთარი თავის შეზღუდვა შეწყვიტეთ. ასეთი ფეხსაცმელი გსურთ, იყიდეთ. სადღაც წასვლა გსურთ – არ გადადოთ. რამეში ეჭვი გეპარებათ? გააკეთეთ და მეტად აღარ იეჭვოთ! აქტიური მოქმედება ენერგიის დინებას ხელს უწყობს. მას გაჩერების უფლება არ მისცეთ!

დიახ, აქ შელოცვას და ბოთლში ჯინს ვერ იპოვით, რომელიც ზღაპრულ სიმდიდრეს გაჩუქებთ. მხოლოდ ერთი რჩევა გვაქვს – ნუ ელოდებით, რომ რამე თავისთავად მოხდება. ფული არ დააგროვოთ, საკუთარ თავში ინვესტირება ჩადეთ და ცხოვრებით ისიამოვნეთ. ასე არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერად გამდიდრდებით. ენერგიას თქვენში გავლის უფლება მიეცით.

როგორ უნდა გავმდიდრდეთ ნულიდან – ეს შეიძლება მხოლოდ უნიკალური გამოცდილება იყოს, თითოეულ ადამიანს ამ მხრივ საკუთარი მოსაზრება აქვს. გირჩევთ, საკითხს სხვა კუთხით შეხედოთ, რომ აშკარა ფაქტი დაინახოთ – ის თქვენსა და წარმატებას შორის არ უნდა იდგეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს