რატომ ელოდება ზოდიაქოს ყველა ნიშანს დეკემბრის ბოლოს დრამატული ცვლილებები მთელი 2,5 წლით

0
3323

სატურნი პასუხისმგებლობის, კარმის, დროის, დისციპლინის და სიმწიფის პლანეტაა, რომელიც 29 სექტემბრიდან თხის რქის ნიშანში გადავიდა. ამ პერიოდში დაბრკოლებები, რომლებიც ზრდას გვაიძულებს, შესუსტდება. აი, 18 დეკემბერს სატურნი 2,5 წლით (2023 წლის 8 მარტამდე) მერწყულის ნიშანში გადავა და ეს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე გავლენას მოახდენს. ცხოვრებაში ცვლილებების მიზეზები ხომ თავად ჩვენ და ჩვენი ყოველდღიური ქცევებია.

დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ უახლესი წლის ცვლილებების პროგნოზს, რადგან სატურნმა ცხოვრების ყველა სფეროზე შეიძლება გავლენა იქონიოს. გთავაზობთ ანჯელა პერლის პოზიტიურ რჩევებს.

ცვლილებების მიზეზები ცხოვრებაში

ვერძი

საკონტაქტო წრე ვიწროვდება, მხოლოდ ყველაზე ერთგული ხალხი დარჩება. მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის შეცვლა. დიდი ალბათობით, სამსახური ინტერნეტთან ან სოციალურ მედიასთან იქნება დაკავშირებული.

სატურნი გაიძულებთ ცხოვრების საქმის არჩევას და რაღაც ერთზე კონცენტრირებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამსახურის რამდენიმე ვარიანტი გქონდათ. ეს ახალი დასაწყისისთვის შესანიშნავი პერიოდი იქნება.

კურო

უახლოეს წელს კარიერა და თვითრეალიზაცია ერთ–ერთი მთავარი საკითხი იქნება. შესაძლოა, სტატუსი შეიცვალოს: ვიღაცას სატურნი ხანგრძლივ და ძლიერ ქორწილს მოუტანს, ვიღაცას კი განქორწინებას. გახსოვდეთ, კარგი ქორწინების დანგრევა არც ერთ პლანეტას არ შეუძლია!

ასევე მოსალოდნელია ორსულობაზე ახალი ამბის გაგება. ახალი მიღწევები კეთილდღეობას და ჰარმონიას მოგიტანთ.

ტყუპები

მოსალოდნელია საზღვარგარეთ გადასვლა ან ხანგრძლივი მოგზაურობა. მოგზაურობა უფრო სამსახურთან და ბიზნესთან იქნება დაკავშირებული. კარგი იქნება სწავლას მიხედოთ.

ოჯახური წყვილისთვის კარგი დროა. მათთვის კი, ვინც განქორწინების ზღვარზე იმყოფება. სათანადო ძალისხმევით გრძნობები, სინაზე და ვნება გაჩნდება.

კირჩხიბი

ფინანსებს სერიოზული ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, ბინის ან მანქანის შესაძენად კრედიტი აიღოთ. დიდი ალბათობით, გასესხებული ფულის დაბრუნებაზე უარს გეტყვიან. თქვენი შემოსავლები და ხარჯები კარგად გათვალეთ!

ემოციები აკონტროლეთ და მეორე ნახევართან უფრო ლმობიერი იყავით. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.

ლომი

ლომების უმეტესობა მომავალ წელს პირადი ცხოვრების მოწყობას შეძლებს. ურთიერთობა სერიოზული და ხანგრძლივი იქნება. ჯანმრთელობის მხრივ სურდოს ერიდეთ.

ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აქტივობა და ურთიერთობა გაიზრდება. ფინანსებთან ფრთხილად იყავით, ფული ტყუილად არ დახარჯოთ.

ქალწული

შესაძლოა სამსახურში დატვირთვა გაიზარდოს. შემოსავლის ერთ წყაროზე, ერთ სფეროზე კონცენტრირება მოახდინეთ. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა.

ქალწული შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. შესაძლოა, მოულოდნელი მემკვიდრეობა მიიღოს. მთელი წლის განმავლობაში უამრავ საჩუქარს მიიღებს როგორც მატერიალური სახით, ასევე სურვილის ასრულების კუთხით.

სასწორი

სასწორის ცხოვრებაში ბავშვები შემოვლენ. სხვებისა და საკუთარი თავისთვის ბევრი პასუხისმგებლობა გაჩნდება.

მოსალოდნელია ბიზნესის შემცირება ან წაგება. ყველაფერი ზედმეტი გაქრება. კონცენტრირება ერთ მიმართულებაზე გააკეთეთ. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. მანამდე ყველაფერი ძველი მოიშორეთ. შესაძლოა, ვინმემ მემკვიდრეობა დაგიტოვოთ, რომელიც მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მორიელი

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ფინანსურ სირთულეებს მოგიტანთ. შესაძლოა, ბინისთვის ან სახლის ასაშენებლად კრედიტი აიღოთ. ძალის და ყურადღების დიდი ნაწილს რემონტისკენ მიმართავთ.

ეს კარგი პერიოდია, რომ სიტუაცია საღი გონებით შეაფასოთ და სირთულეებს უფრო მარტივად შეხედოთ. ჯანმრთელობა ძლიერი იქნება.

მშვილდოსანი

ახალი წელი სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გპირდებათ. წარმატებას მოგიტანთ ბლოგერობა, მასწავლებლობა, მეწარმოება. ახალი უნარების ათვისება კარგი იქნება.

მოსალოდნელია მივლინება. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას და სიყვარულს მოგიტანთ. ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!

თხის რქა

ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება მათ, ვინც ერთ სფეროზე კონცენტრირებას შეძლებს.

რაღაც ძალიან ღირებულში საფუძვლის ჩაყრის შანსი გექნებათ. რეალისტი იყავით და ბედის საჩუქარი გამოიყენეთ, რომ ცხოვრებაში სასურველი პოზიტივი შემოიტანოთ.

მერწყული

მერწყული სატურნის გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობს. ეს მერწყულს უფრო პასუხისმგებლიანს, ძლიერს გახდის. ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება.

მოსალოდნელია სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მოგზაურობა. ბევრი ცხოვრების არსზე დაფიქრდება, საკუთარი თავის ძიებას დაიწყებს. მოსალოდნელია იმიჯის, სტილის ან თმის ფერის შეცვლა.

თევზები

თევზები სხვა ხალხისთვის მასწავლებლები გახდებიან. წარსული თავს შეგახსენებთ. მოსალოდნელია დოკუმენტებთან მუშაობს, არქივში დოკუმენტების ძიება და ხელშეკრულებების გაფორმება.

თუ გახდომაზე ოცნებობთ, ამის გაკეთებას შეძლებთ. ცხოვრების ახალი მხარე გამოჩნდება და ძველს აღარ დაუბრუნდებით. 2021 წლის 21 მარტიდან უკან მოხედვას შეწყვეტთ და წინსვლას თამამად გააგრძელებთ.

სატურნის ახალი პოზიციის და ჰაერის ელემენტთან კავშირის გამო ბევრი ადამიანის ღირებულებები და პრიორიტეტები შეიცვლება. ცხოვრებაში ცვლილებების მიზეზი ყველას განსხვავებული აქვს. მთავარია – საკუთარი თავი და მოთხოვნილებები იგრძნოთ, თამამად წინ იაროთ და უკან არ მოიხედოთ. შიში მოიშორეთ, წინ მხოლოდ საუკეთესო ცვლილებები გელოდებათ!