ოდესმე გსმენიათ ისეთი ცნების შესახებ, როგორიც ადამიანის ვიბრაციაა? ესაა განსაკუთრებული ენერგია, რომელიც თქვენგან გამოედინება და რომელსაც გარე-სამყაროდან იღებთ. რა თქმა უნდა, ყველას არ სწამს მსგავსი ეზოთერიკული ცნებებისა, თუმცა, ეს საკმაოდ საინტერესო თემა აღმოჩნდა.
აღმოჩნდა, რომ არსებობს მაღალი და დაბალი ვიბრაციები, და რომ ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა. თუ ადამიანში მაღალი ვიბრაციები ჭარბობს, იგი სასეა პოზიტივითა და მოტივაციით. დაბალი ვიბრაციები კი იზიდავს პერმანენტულ დათრგუნვასა და იმედგაცრუებებს ცხოვრებაში. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რა ადაბლებს ვიბრაციებს. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ დღეს.
ადამიანის ვიბრაციები
არსებობს მთელი 10 ფაქტორი, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის ვიბრაციას. მაშინაც კი, თუ ადამიანის ენერგიის ძალის არ გწამთ, მიაქციეთ ყურადღება ჩვენს ნაკრებს. თუ ამ ასპექტებისგან გათავისუფლდებით, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შენიშნავთ. უნდა სცადოთ!
1. ნეგატიური ემოციები
რაც უფრო მეტად ბრაზობთ, გეშინიათ ან გშურთ, მით მეტ ნეგატივს იზიდავთ. ესაა ჩაკეტილი და სავსებით ლოგიკური სქემა. როცა გარშემო ყველაფერს მკრთალ ფერებში ღებავთ, გაუაზრებლად ასკვნით, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ნეგატიური ემოციების ამ წრებრუნვისგან თავის დასაღწევად, ისწავლეთ მათი კონტროლი.
ამავდროულად, უნდა გახსოვდეთ, რომ ემოციების კონტროლი და მათი მიჩქმალვა სრულიად განსხვავებული რამეებია. სპეციალისტები გვირჩევენ ემოციების გამოცდას, მათი კონტროლისა და შეჩერების უნარის გამომუშავებას. ამაში დაგეხმარებათ რამე დადებითზე გულის გადაყოლება, განწყობის ასამაღლებლად.
2. სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულება
ადამიანებს ახასიათებთ სხვა ადამიანების მიღწევების შედარება გამოგონილ იდეალებთან, რომლებიც მათვე შექმნეს. შედეგად, ჩვენ ძალიან ხშირად განვიხილავთ სხვის ქცევებს და არ ვითვალისწინებთ იმ თვალსაზრისებს, რომლებიც ჩვენსას არ ემთხვევა. მნიშვნელოვანია გარშემო მოვლენების გაანალიზება და ობიექტური მიდგომა.
3. ნეგატიური აზრები
ნეგატიური აზრების მუდმივი ნაკადი იწვევს იმას, რომ ისინი დამოუკიდებელ ენერგეტიკულ არსად იქცევა. შედეგად, თქვენ საკუთარი ცნობიერის ტყვედ იქცევით, აზრები კი თქვენს მართვას დაიწყებს. რაც უფრო მეტად ჩაეფლობით ამ მორევში, მით უფრო რთული იქნება თავის დაღწევა.
თუ თავში რაღაც დაჟინებული ცუდი აზრი გაგიჩნდათ, იპოვეთ ძალა საკუთარ თავში და უარყავით იგი. რა თქმა უნდა, ნეგატიური აზრები უსაფუძვლოდ არ ჩნდება, ამიტომ უნდა დაადგინოთ, თუ რაში იმალება პრობლემის საწყისი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით მის გადაჭრას.
4. არეულობა სახლში
სახლში არეულობა ისევე ამცირებს ჩვენს ვიბრაციებს, როგორც არეულობა თავში. მეტიც, ბინის სისუფთავეზე პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა. ამიტომაც, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ სახლში ყოველთვის სითბო და სიმყუდროვე სუფევდეს. სწორედ მაშინ გაუმჯობესდება განწყობაც და ამაღლდება ვიბრაციები.
5. თვითკრიტიკულობა
რა თქმა უნდა, ეს ცუდი არაა. თუმცა, არა იმ შემთხვევაში, როცა მისი რაოდენობა ჭარბობს. რაც უფრო ხშირად აკრიტიკებთ საკუთარ თავს, მით უფრო კარგავთ თავდაჯერებულობას. მოეშვით საკუთარი თავის სხვენთან შედარებას, საკუთარი მიღწევების დაკნინებას. მითუმეტეს არ გააკრიტიკოთ თავი გარეგნული ნაკლის გამო. ჩვენ, ხშირად, უფრო მეტ ნაკლს ვხედავთ საკუთარ თავებში, ვიდრე სხვები ხედავენ ამას. თუმცა, ხშირად, სწორედ ეს ნაკლი იქცევა ჩვენს განსაკუთრებულ და ლამაზ თავისებურებად.
6. მედიასაშუალებები
შეგიმჩნევიათ, რომ მედიასაშუალებებში სიახლეები ყოველდღიურად უარესდება და უარესდება? ეს ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს მდგომარეობაზეც. ამასთან, როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზეც. რა თქმა უნდა, მსოფლიო სიახლეების აღქმა ინდივიდუალური რამაა, თუმცა, უსიამოვნო სიახლეების დაუსრულებელი ნაკადი, დიდი ალბათობით, ნებისმიერ ადამიანში გამოიწვევს ვიბრაციის შემცირებას.
7. გარემოცვა
ცხოვრებაში ძალაინ ბევრი რამაა დამოკიდებული სწორ გარემოზე. რაც უფრო მეტი ურთიერთობა გაქვთ პროგრესულ და განვითარებად ადამიანებთან, მით უფრო მეტად გინდებათ განვითარება თქვენც. იგივენაირად ხდება უარყოფითი გარემოცვის დროსაც. არასწორი დეგრადირებადი გარემოცვა შეამცირებს თქვენს ვიბრაციებს და თანდათან ჩაგითრევთ ფსკერისკენ.
8. ლექსიკონი
ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორ ვსაუბრობთ ყოველდღიურად. თუ მეტყველებაში უცენზურო ლექსიკა ჭარბობს, ნუ დაელოდებით ვიბრაციის მომატებას. გარდა ამისა, დამეთანხმებით, გინება დიალოგს ესთეტიკას ნამდვილად არ მატებს.
9. კვება
ადამიანის ვიბრაციების სიმაღლე კვებაზეცაა დამოკიდებული. ადამიანს ყველაფერში სჭირდება ბალანსი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უპასუხისმგებლო კვება ჩვენს მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. ეს ეხება ნებისმიერ მძიმე საკვებს, სწრაფ კვებას ან უფრო სერიოზულ კვებით დარღვევებს. მაგალითად, კვებითი ქცევის აშლილობა უდიდეს როლს ასრულებს ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე. სწორედ იგი, თავისი არსით, ირეკლავს ჩვენს ენერგიას.
10. მავნე ჩვევები
ჩვენს დღევანდელ სიას სწორედ მავნე ჩვევები ასრულებს. ჯერ ერთი, ისინი ვნებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, მეორეც, სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება, საერთო ჯამში, აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ალკოჰოლის მოხმარება ან მოწევა ვიბრაციების დაქვეითებას იწვევს.
გვითხარით, თქვენ გწამთ თუ არა ადამიანის შინაგანი ვიბრაციების? იქნებ, გაქვთ მათი ამაღლების გამოცდილება?