რა უნდა წაისვათ სახეზე 40 წლის შემდეგ, რამდენიმე წლით რომ გააახალგაზრდავდეთ

3820

რაც არ უნდა თქვათ, გაახალგაზრდავება არავის შეუძლია. ეს მხოლოდ სულიერადაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ყველას სურს, უფრო დიდხანს დარჩეს ახალგაზრდა, განსაკუთრებით ქალებს. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდობა მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოთ. სწორედ ამიტომაა ჩვენი დღევანდელი სტატიის თემა სახის მკვებავი კრემი.

ჩვენი რედაქცია, უფრო სწორად, მისი ქალური ნახევარი, დარწმუნებულია, რომ “ნიღბების” გარეშე ვერც ახალგაზრდები გამოძვრებიან.  ჩვენ ვეცადეთ ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ სახის რომელი კრემებია საუკეთესო შუა ხნის ქალებისთვის და რატომ უნდა მიმართოთ მათ დასახმარებლად არაუგვიანეს 35 წლიდან.

სახის მკვებავი კრემი

ღირს კი კიდევ ერთხელ იმის შესახებ საუბარი, თუ რატომ მოითხოვს ქალის ნაზი კანი მხარდაჭერას კრემის სახით, მაინცდამაინც 35 წლის შემდეგ? ბანალურად იკარგება ელასტიკურობა, ჩნდება მიმიკური ნაოჭები, საერთო ტონუსზე მოქმედებს დედამიწის მიზიდულობის ძალაც. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნელდება ისეთი ნივთიერების გამომუშავება, როგორიცაა კოლაგენი, რომელიც პასუხს აგებს ელემენტარულ სიმკვრივეზე.

ყველა ამ ფაქტორთან ბრძოლა შეუძლებელია, ისინი თანდათან სულ უფრო ძლიერად ისახება თქვენს კანზე. ითვლება, რომ ახლა უბრალო დატენიანება და კვება საკმარისი აღარ იქნება. დროა, დაფიქრდეთ იმაზე, როგორ შეანელოთ დაბერების შესაძლო პროცესები. ხშირად, ამას ორგანიზმის საკუთარი მარაგის გააქტიურებით ვაღწევთ, სახის კრემები კი მხოლოდ გვეხმარება ამაში.

სახის კრემი

დიდი ალბათობით, ერთი რომელიმე საშუალებით გამოძვრომას ვერ შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ ისეთ ნიუანსებს, რომლებიც საჭირო კრემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.

  1. კრემებს უნდა ჰქონდეს აღნიშვნა 35+ და ამ თვალსაზრისით თავი არ მოიტყუოთ. უფრო ახალგაზრდა კანისთვის განკუთვნილი კრემები ნაკლებად ეფექტური იქნება.
  2. შემადგენლობაში რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ნატურალური კომპონენტი და ნაკლები კონსერვანტი უნდა იყოს. დიდი ალბათობით, საჭირო კრემი ძვირი ეღირება, ამ შემთხვევაში კი ყურადღება ფასს კი არა, მიღებულ შედეგს უნდა მიაქციოთ.
  3. უმჯობესია, ყურადღება გაამახვილოთ ისეთ შემადგენლობებზე, რომლებშიც შედის კოლაგენი, კოენზიმ Q10 და ჰიალურონის მჟავა, და აირჩიოთ მხოლოდ ის ვარიანტი, რომელიც თქვენი კანის ტიპისთვისაა გაკუთვნილი.
  4. საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ, თქვენს არსენალში გაჩნდება ბევრი ახალი რამ. ეს იქნება ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებები, თვალის გარშემო კანის მოვლის კრემები, ღამის კრემები, კანის გამწმენდები და ინდივიდუალური საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ პიგმენტაციასთან, აკნესთან და მსგავს უსიამოვნებებთან გამკლავებაში.
  5. აუცილებელი იქნება კოსმეტოლოგთან ვიზიტიც, რათა შეირჩეს ინდივიდუალურ საშუალებათა ნაკრები და გაირკვეს ყველაფერი თქვენი კანის შესაძლებლობებისა და ტიპის შესახებ.

სახლის მკვებავი კრემი

ჩვენ გთავაზობთ სახის იმ კრემების მცირე სიას, რომლებმაც ყველაზე მეტი დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. ესაა იმ ქალთა გამოცდილება, რომლებიც ამ საშუალებებს უკვე იყენებენ. თუმცა, ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ამ არჩევანს, უმჯობესია, ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენოთ.

1. Vichi

ნაოჭების საწინააღმდეგო ამ კრემის შემადგელობაში შედის ჩაის სოკოს ექსტრაქტი და სწორედ ის გვეხმარება ნაოჭების “დაგლუვებაში”. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ეფექტი მაშინვე არ ჩნდება, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, გამოყენების შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს. ბრენდი სახის კანის მოვლის სრულ ხაზს წარმოგვიდგენს, რაც არჩევნის მხოლოდ მასზე შეჩერების საშუალებას გვაძლევს.

2. Lancome

ეს კრემი პრემიუმ-სეგმენტშია და ზოგიერთი მას ერთადერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს. მდიდარი ვიტამინური კომპლექსი ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, რაც, თავის მხრივ, სახის ფერსა და გაუფერულებულ ნაოჭებზე ისახება. რეკკომენდებულია რბილი პილინგების გამოყენება, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.

3. Olay

ეს შესანიშნავი ვარიანტია კანის დატენიანებისა და გაახალგაზრდავებისთვის. ყოველდღიური, დღიური კრემი, რომლის შემადგენლობაში შედის ჰიალურონის მჟავა და E და B5 ვიტამინები, რაც აუმჯობესებს კანის ტონუსს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. აგლუვებს ნაოჭებს და კანს ხავერდოვან ტექსტურას აძლევს. მიუხედავად ამისა, შემადგენლობაშია სინთეტიკური კომპონენტებიც, რომლებსაც ალერგიული ქალბატონები უნდა გაეცნონ.

4. Neutrogena

ნიტროგენა დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამდენადაც კარგ შედეგს იძლევა. ზოგიერთი ქალი სხვებს მოუწოდებს სხვა საშუალებებზე უარის თქმასა და მხოლოდ ამ კრემის გამოყენებას. შემადგენლობაშია მწვანე ჩაის ექსტრაქტი და რეტინოლი, რომლებიც უზრუნველყოფს განახლებასა და ელასტიკურობას, მატებს კანს სიმკვრივეს და აახალგაზრდავებს მას. კრემი ჰიპოალერგიულია და უხდება კანის ყველა ტიპს.

5. Estee Lauder

ანტიასაკობრივი კრემების ხაზის კიდევ ერთი პრემიუმ მწარმოებელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია. უნიკალური კომპონენტების წყალობით, ეს სასწაულმოქმედი კრემი არამხოლოდ ეფექტურად ებრძვის უკვე არსებულ ნაოჭებს, არამედ აახალგაზრდავებს კანს ღრმა უჯრედულ დონეზე.

სახის საშინაო კრემი ნატურალური კომპონენტებისგან

როგორც შეამჩნევდით, საკმაოდ ბევრი ვარიანტი არსებობს და მარტივად შეგიძლიათ თქვენთვის რომელიმე ღირსეული საშუალების შერჩევა, თუნდაც მხოლოდ გამოხმაურებებზე დაყრდნობით. სხვათა შორის, კოსმეტოლოგთან ვიზიტიც არ უნდა უგულებელყოთ. თუ ამ ბრენდების არ ჰჯერათ, სცადეთ საშინაო კრემის მომზადება, რომლის გამოყენებაც საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა. გთავაზობთ სამ მარტივ რეცეპტს, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ. უბრალოდ, ინგრედიენტების საშოვნელად ცოტათი უნდა გაისარჯოთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი

  • 1 ს.კ. ჟოლო
  • 1 ს.კ. მარწყვი
  • 1 ს.კ. დაქუცმაცებული კურაგა
  • 0.5 ჭიქა საღი რძე
  • 1 ჩ.კ. პეკანის ზეთი (შეიძლება თხილის ზეთის გამოყენებაც)

მოამზადეთ სქელი მასა კენკრისგან. შეგიძლიათ დახეხოთ ან ათქვიფოთ ბლენდეში. დაუმატეთ ზეთი და რძე, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ. სანამ სქელ კრემს არ მიიღებთ. გამოიყენეთ მას შემდეგ, რაც სრულად გაგრილდება. კრემი მართლაც გამაახალგაზრდავებლად ითვლება, აშორებს ნაოჭებსა და დაბერების სხვა ნიშნებს.

დამატენიანებელი კრემი შის კარაქით

  • 1 ფინჯანი ზეითუნის ზეთი
  • 1/3 ჭიქა შის კარაქი
  • 5 წვეთი სალბის ეთერზეთი
  • 3 წვეთი ბაღის პიტნის ზეთი
  • 1/3 ჭიქა სუფთა გაფილტრული წყალი

შის კარაქი სქელია და იგი უნდა დაადნოთ. ეს ორთქლის აბაზანაზე უნდა გააკეთოთ. დადგით ცეცხლზე ქვაბით სავსე წყალი, ზემოდან დაადეთ უფრო მცირე ზომის ჭურჭელი, წყალს რომ არ შეეხოს. შეურიეთ ზეითუნის ზეთი და შის კარაქი. როცა კარაქი დადნება, ფრთხილად მოურიეთ და გამორთეთ ცეცხლი. ახლა დაუმატეთ პიტნა და სალბი, ათქვიფეთ მასა მიქსერით, თანდათან წყლის დამატებით. მიღებული კრემი შეინახეთ მაცივარში, ჰერმეტულ ჭურჭელში.

სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

  • 1 ც ავოკადო
  • 1 დიდი სტაფილო
  • 1/2 ჭიქა ნაღები
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 1 კვერცხი

დაჭყლიტეთ მოხარშული სტაფილო ავოკადოსთან ერთად, პიურეს კონსისტენციამდე, შემდეგ ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ მიღებულ მასას, შემდეგ ჩაასხით თაფლი და ნაღები. ათქვიფეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე, რათა მასა შესქელდეს. სახის ნიღაბი აუმჯობესებს კანის ტექსტურას და მნიშვნელოვნად აახალგაზრდავებს მას.

დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ვარიანტი აუცილებლად მოგიხდებათ. ნუ გამოიყენებთ იაფფასიან და უცნობ საშუალებებს – ისინი სერიოზულად გავნებთ, ამიტომ გირჩევთ, კარგი რეპუტაციის კომსეტოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია.

სახის მკვებავი კრემი შეუცვლელი ატრიბუტია თავმოყვარე ქალისთვის. როგორც ა რუნდა იყოს, თანამედროვე სამყაროში იმიჯი ხომ საკმაოდ ხშირად თამაშობს გადამწყვეტ როლს. თქვენ როგორ ინარჩუნებთ სახის ახალგაზრდობას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს