რატომაა საავადმყოფოში აუცილებელი ღვთისმშობლის ხატი

1087

ჩემი მეგობარი ლეილა მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მედდად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. გუშინ საღამოს კი მას ყავაზე შევხვდი, ისედაც დიდი ხანი ვაპირებდი. ვუყურებ და ხელში ხატი აქვს. “ეს ღვთისმშობლის “სინაზეა”, ეს გამოსახულება თითქმის ყველა პალატაში, ფანჯრის რაფაზე გვიდგას. ეს კი ჩემთვის, სახლისთვის შევიძინე!” – თქვა ლეილამ, შემდეგ კი მიამბო ისტორია, რომელმაც ჩემში გამოიწვია სურვილი, სახლშიც მქონოდა ასეთი ხატი.

დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ ვის წყალობს ღვთისმშობლის ხატი “სინაზე”. თან მოვაყოლებთ იშვიათი გამოსახულების ისტორიასა და ლოცვას.

ხატი “სინაზე”

ამ ხატს ძველი და ლამაზი ისტორია აქვს. საეკლესიო ჩანაწერებში, მას იხსენიებენ, როგორც სერაფიმ საროვსკის ხატს, რომელსაც თავად “სიხარულს ყველა სიხარულისას” უწოდებდა. ამ ხატის წინაშე, ჯერ კიდევ წმინდანის სიცოცხლეში, მრავალი დაავადება განიკურნა. ამ გამოსახულების წინაშე მლოცველები დღემდე იკურნებიან.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მოხდა სასწაული, და ამ ხატის გამოსახულებამ მირონდენა დაიწყო. ჯერ კიდევ 1994 წელს, ბრიანის ოლქელი ქალბატონი (ნატალია მურაშკინა) აპირებდა ამ ხატის ყიდვას. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ის ორიგინალი ხატი, რომლის წინაშეც წმინდა სერაფიმ საროვსკის უყვარდა ლოცვა.

როგორღაც, მაღაზიის ერთ-ერთ დახლზე, ნატალიას თვალში მოხვდა კედლის დიდი, გადასაშლელი, გასული წლის კალენდარი, რომელშიც ეს ხატიც იყო გამოსახული. ქალმა ამოჭრა გამოსახულება და დაკიდა თავის კედელზე. ლოცვის დროს, იგი ყოველდღე მიმართავდა წმინდა ქალწულს. ასე დაახლოებით 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ მართლმადიდებელი ქალის სახლში ნამდვილ სასწაულებს არ შეესხა ხორცი.

ერთხელაც, 1999 წელს, სამუშაო დღეს, როცა ნატალია ავადმყოფობის გამო სახლში დარჩა, უეცრად შეიგრძნო ღვთაებრივი სურნელი. ყვავილების სურნელი იმ კალენდრის რეპროდუქციიდან მოდიოდა, რომელიც კედელზე 5 წლის წინ დაკიდა. იმავე საღამოს, ნატალიამ ქმარს სთხოვა, გამოსახულება ჩარჩოში ჩაესვა. კედლიდან მოხსნისას, მეუღლეებმა გაოცებით აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობლის გამოსახულება მეორე მხარესაც გადავიდა.

მეორე დღეს, მეუღლეებმა ხატის წინ წაიკითხეს წმინდა ღვთისმშობლის აქაფისტი წაიკითხეს. და ხატმა მირონდენა დაიწყო. მას შემდეგ და დღემდე, მისი მირონდენა თითქმის მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, დიდი მარხვის დღეების გარდა.

ვის ეხმარება ხატი?

“სინაზე” წყალობს ყველას, ვინც დახმარებას ითხოვს. იგი კურნავს დაავადებებს, თუმცა, განსაკუთრებით ქალებს ეხმარება. ამ გამოსახულებას ხშირად მიმართავენ გოგონების მშობლები, რათა წმიდა ღვთისმშობელმა პატარებს ბედნიერი, უზრუნველყოფილი და ჯანმრთელი მომავალი შეუქმნას. აგრეთვე, ნაზი წმინდა მარიამი ფეხმძიმეთა მფარველადაც ითვლება – მის წინაშე ლოცულობენ ჩასახვისთვის, ფეხმძიმობის ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის, სწრაფი და უმტკივნეულო მშობიარობისთვის.

ბევრი ქალი, რომლებიც ოფიციალურმა მედიცინამ უნაყოფოდ ცნო, დღეს დედობის ბედნიერებით სწორედ ამ ხატის წყალობით ტკბება.

ითვლება, რომ ამ ხატთან ლოცვა წმენდს სულს სიამაყის, სიზარმაცის, სიხარბისა და პატივმოყვარეობისგან. ამისთვის მხოლოდ მარტივი სიტყვების წარმოთქმაა საჭირო: “გაინაზე, გულითა და სულით კეთილო, და მე, გაქვავებულს, მიწყალობე გულისა და სულის სინაზე”.

ხოლო ამ ხატის წინაშე წარმოსათქმელ ლოცვას ახლა წარმოგიდგენთ.

პირველი ლოცვა

“ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო! შეიწირენ უღირსნი ლოცუანი ჩუენ კაცისაგან ბოროტისა და მოულოდნელისაგან სიკუდილისა, მწუხარებისა წილ სიხარული მომანიჭე და მიხსენ ჩუენ, დედუფალო ღუთისმშობელო, ყოვლისაგან ბოროტისაგან და ღირს მყვენ ცოდუილნი ესე მონანი შენნი მარჯუენით დგომასა ჟამსა მეორედ მოსლვისასა ძისა შენისა ქრისტესა ღუთისა ჩუენისა და ცათა სასუფეველისა მკვიდრად გამომაჩინენ და საუკუნოჲ ცხოვრებაჲ მომმადლენ, ყოველთა წმიდათა თანა, დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ.”

მეორე ლოცვა

“მიიღე ყოვლად-კეთილ-მოღუაწეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ესე პატიოსანი ძღუენი, შენ მხოლოსათვის ჩუენ მიერ უღირსთა მონათა შენთაგან. ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა უმაღლესად გამოჩინებულო. ამისთვისცა ხოლო შენ მიერ ძე ღუთისა ვცანთ და ღირს ვიქმნენით წმიდასა ხორცსა მისსა, და პატიოსანსა სისხლსა მისსა. ამისთვისცა ნეტარ ხარ თესლითი – თესლამდე, ღუთივ-სანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო მხოლოო. და აწ ყოვლად-საგალობელო ღუთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის ნუ დასცხრები, რაჲთა ვიხსსნეთ ჩუენ ყოვლისაგან ზრახუისა ბოროტისა გარემოდგომილისა ვნებისა. დავიცვნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საფრხისა ეშმაკითასა. არამედ ვიდრე აღსასრულამდე ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩუენ, რაჲთა შენითა შუამდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი თაყუანის-ცემასა ყოველსა ზედა, ყოვლისათვის, სამებისა წმიდისა და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.”

როგორც კი ღვთისმშობლის “სინაზის” შესახებ მეტი გავიგე, მაშინვე გული გამითბა. გადავწყვიტე, ეს ხატი ჩემი დისთვის შემეძინა, რამდენადაც იგი ფეხმძიმობის მესამე თვეშია. ამ ლოცვების სიტყვების წარმოთქმა ხატის გარეშეც შეიძლება. რაც მთავარია, სიტყვები გულწრფელი და სულიდან მომავალი უნდა იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს