ახლა ძალიან ბევრი საინტერესო ტესტი არსებობს, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და დროის გატარებაში გვეხმარება. თქვენ შეიძლება მათ სკეპტიკურად უყურებდეთ, მაგრამ მაინც გაივლით, რომ საკუთარ თავზე რაღაც საინტერესო გაიგოთ. ადამიანის ზოგადი დახასიათება ასახავს იმას, თუ როგორ ხედავს მას სხვები გარედან. გაინტერესებთ?
ადამიანის ზოგადი დახასიათება
ის, თუ როგორ გხედავს სხვა, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, თუ როგორი ხართ სინამდვილეში. თუმცა ეს დაგეხმარებათ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და ხასიათში ცვლილებები შეიტანოთ. მაგალითად, შეიძლება თავადაც არ იცოდეთ, რომ ყოველთვის წარბშეკრული დადიხართ. სხვებს კი ჰგონიათ, რომ ჩაკეტილი და მუდმივად რაღაცით უკმაყოფილო ხართ.
წარმოიდგინეთ სიტუაცია: პარკში სეირნობთ და ხედავთ, წინ 4 გოგო მიდის. მათ უკან ასფალტზე ლამაზი სამაჯური დევს. აშკარად ერთ–ერთ გოგოს დაუვარდა. რომელი გოგო გამოგხედავთ? აირჩიეთ ერთ–ერთი და ნახეთ, როგორ გხედავენ სხვები!
პირველი გოგო
ის ბრუნდება და პასუხად გიღიმით. გოგონა გეუბნებათ, რომ სამაჯური მისი არაა, თუმცა უახლოეს კაფემდე გასეირნებას და ყავის დალევას გთავაზობთ.
თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც სურს პირველივე წუთიდან ადამიანს ენდოს. თქვენს გარშემო ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. შესაძლოა, ეს თქვენი სახის განსაკუთრებულობაა ან თქვენს თბილ მზერას ვერავინ უძლებს. ყველას ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ უკვე დიდი ხანია გიცნობენ.
მეორე გოგო
გოგონა ფრთხილად გიყურებთ და გეუბნებათ, რომ სამაჯური ნამდვილად მისია. ხედავთ, რომ მადლიერია, თუმცა ფრთხილად გათვალიერებთ.
შესაძლოა, სხვებზე არც თუ ისე მეგობრულ პირველ შთაბეჭდილებას ახდენთ. თქვენ ბევრი ძველი ნაცნობი გყავთ, რომლებმაც ნამდვილად იციან, რომ უბრალოდ ასეთი ადამიანი ხართ. ოდნავ ჩაკეტილი და შესაძლოა აგრესიული ჩანდეთ, მაგრამ სინამდვილეში თქვენს მყუდრო სამყაროში სხვების შემოყვანა გაშინებთ. წარსული ურთიერთობების გამოცდილება იმალება!
მესამე გოგო
გოგონაზე რამეს თქმას ვერ ასწრებთ, რადგან თავად მოგმართავთ. დანახვისთანავე სახლში პროდუქტებით დატვირთული მძიმე ჩანთის მიტანაში დახმარებას გთხოვთ.
თქვენ ძალიან კეთილი ადამიანი ხართ. ცდილობთ, ყველას ასიამოვნოთ, შესაძლოა ზედმეტად მეგობრული და დაუზარებელი იყოთ. ნაცნობები გთხოვენ, რომ უფრო ფრთხილად იყოთ და სხვებზე ამხელა ენერგია არ დახარჯოთ. თქვენთვისაც რაიმე უნდა დაიტოვოთ!
მეოთხე გოგო
იდუმალად მომღიმარი გოგონა თვალს გიკრავთ და უცნობი მიმართულებით სწრაფად ქრება. მის დანახვასაც ვერ ასწრებთ, მაგრამ ზუსტად იცით, რომ სადღაც ერთმანეთი უკვე გინახავთ.
თქვენს გამჭრიახობას საზღვარი არ აქვს. ნაცნობებს შორის ცნობილი ხართ, როგორც ადამიანების გულის და სულის საუკეთესო მცოდნე. სხვის ადგილას თავის წარმოდგენას ადვილად ახერხებთ, ნებისმიერის გაგება შეგიძლიათ. ასეთი სიცხადე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით და ფსიქოლოგიის შესახებ წაკითხული მრავალი წიგნით არის განპირობებული. ასე გააგრძელეთ!
საკუთარი თავი ამოიცანით? თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ!