სახის თანაბარი ტონი 3 დღეში: არ მეგონა, თუ 58 წლის ასაკში ვინმეს ჩემი კანის შეშურდებოდა

7321

ქალს ყოველთვის სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ნებისმიერ ასაკში. ჩვენ ვცდილობთ თავის მოვლას და ამისთვის ყველაფერს ვიყენებთ, რისი გამოყენებაც შეიძლება. როცა სილამაზის სალონში ვიზიტების დრო არ გვაქვს, ვიწყებთ საშინაო საშუალებების გამოყენებას. იმისათვის, რომ სახის კანი მოკლე ხანში მოვიწესრიგოთ, გამოგვადგება სახის ნიღბები, რომელთა მომზადებაც საშინაო პირობებში შეგეძლებათ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი

უმი კარტოფილის აარგებელი ფასდაუდებელია: იგი შეიცავს C და K ვიტამინებს, რიბოფლავინს, რომლებიც მონაწილეობენ კანის რეგენერაციაში. სელენი და ლუტენი დადებითად მოქმედებს კანზე და უნარჩუნებს მას ახალგაზრდობას. ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ნიღბის ამ რეცეპტს თუ რეგულარულად გამოიყენებთ, ყოველთვის იქნებით მიმზიდველი და თავდაჯერებული ლამაზმანი.

ინგრედიენტები

  • 1 კარტოფილი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ჩ.კ. არაჟანი

მომზადება და გამოყენება

  1. დახეხეთ უმი კარტოფილი. უმჯობესია, გამოიყენეთ პლასტმასის სახეხი, რათა კარტოფილის წევნი არ ამჟავდეს და სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.
  2. გადაწურეთ კარტოფილის წვენი და შეურიეთ დახეხილი კარტოფილი არაჟანსა და წვენს, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. დაიტანეთ ნიღაბი გაწმენდილი სახისა და დეკოლტეს ზონაზე. დაიზილეთ კანი თითებით, წრიული მოძრაობებით, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი.

კარტოფილის ნიღაბი აღიავებს კანს და რბილად წმენდს მას შავი წერტილებისგან. კარტოფილის სახამებლის წყალობით, კანი უფრო მკვრივი ხდება, ხოლო ნაოჭები – გლუვდება. ეს ნიღაბი შეგიძლიათ იდაყვზე, მუხლებსა და იღლიებზე, გამუქებული კანის გასათეთრებლადაც წაისვათ. კარტოფილის ნიღაბი გვეხმარება აკნეს დროს, თუმცა, ამ შემთხვევაში, იგი 1 საათით უნდა გაიჩეროთ.

გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ნიღბის კომპონენტებზე ალერგია არ გაქვთ. ლიმონის წვენს მგრძნობიარე კანის გაღიზიანება შეუძლია, ამიტომაც თქვენთვის კიდევ ერთი მსგავსი ნიღბის რეცეპტი გვაქვს.

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 1 კარტოფილი

მომზადება და გამოყენება

  1. ათქვიფეთ კვერცხის ცილა(გულის გარეშე) სქელი ქაფის მიღებამდე.
  2. დახეხეთ კარტოფილი და შეურიეთ ცილას.
  3. დაიტანეთ ნიღაბი სახისა და დეკოლტეს კანზე 15 წუთით.
  4. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტენიანეთ კრემით.

ცილა კარგად ავიწროვებს ფორებს და გაშორებთ შავ წერტილებს, ხოლო კარტოფილი კვებავს კანს სასარგებლო ნივთიერებებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს