უკიდურესობები სტომატოლოგიაში: რით არის სახიფათო „ფაიანსის ღიმილი“?

975

უდაოდ ლამაზი ღიმილი ჯანმრთელობასთან ასოცირდება. პოლიტიკოსების, მხატვრებისა და ლექტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი ღიმილი შეუდარებელი იყოს. ღიმილი არა მხოლოდ თავდაჯერებულობას გმატებთ, არამედ წარმატების მიღწევაშიც გეხმარებათ. იდეალური კბილის ფერის რბოლაში ზოგჯერ სპეციალისტების რჩევებს ყურადღებას არ ვაქცევთ და კბილებს ფაიანსად ვაქცევთ. რატომ არ უნდა მოვიქცეთ ასე და როგორ ავარიდოთ თავი პერფექციონიზმის ხრიკებს, ამის შესახებ ქირურგი, იმპლანტოლოგი და კერძო სტომატოლოგიური ცენტრის მთავარი ექიმი დიმიტრი ლევინი გიამბობთ.

სითეთრის მოდა

ჟურნალების ყდებზე ვარსკვლავები ქათქათა ღიმილით ბრწყინავენ და ეს მყარი ცრურწმენის მიზეზია: „ლამაზი ღიმილი – ისეთი თეთრია, რომ სტრატოსფეროდან ჩანს“. აბსოლუტურად თეთრი ღიმილი ლამაზი მხოლოდ ჟურნალებშია. სინამდვილეში მსახიობებს ღიმილი კაშკაშა თეთრი არ აქვთ, რადგან ეს არა ბუნებრივი და არა მიმზიდველია.

პაციენტები და გამოცდილი სტომატოლოგები იდეალური სითეთრის მიღწევას მხოლოდ ერთს აღწევენ: კბილი პროთეზივით გამოიყურება. სწორედ ესაა „ფაიანსის ღიმილი“.

ყველაზე ლამაზი ღიმილი მაქსიმალურად ბუნებრივია, რომელიც მოიცავს ფერის შეფერილობის წვრილ გადასვლას, გამჭვირვალობას, რელიეფს და ა.შ. – ამბობენ მსოფლიოში წამყვანი სტომატოლოგები.

თანამედროვე სტომატოლოგია იდეალის მისაღწევად ორ მეთოდს გვთავაზობს: პროფესიონალური გათეთრება ან ვინირების გაკეთება. გათეთრება არც ისე ძვირი ჯდება, როგორც ვინირი, მაგრამ ფირფიტი არა მხოლოდ ფერს, არამედ კბილის ფორმასაც გააუმჯობესებს, ასევე მას მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს.

გათეთრების ზღვარი არსებობს

უფრო მარტივით დავიწყოთ: კბილების გათეთრება – პროცედურა, რომელიც კლინიკაში ან სახლში შეგიძლიათ გაიკეთოთ. ექიმი ფოტო ან ლაზერულ გათეთრებას ატარებს. მარტივად რომ ვთქვათ, კბილზე განსაკუთრებული ნარევი ისმევა, რომელზეც ანათებენ. სახლისთვის სტომატოლოგი კაპს შეგირჩევთ, რომელიც გელით უნდა აავსოთ და დროებით კბილებზე წამოცმული ატაროთ. გათეთრების ზღვარი ყოველთვის ინდივიდუალურია, რადგან კბილის ბუნებრივი ფერი ყველას განსხვავებული აქვს.

დროთა განმავლობაში პროცედურის განმეორებით ჩატარების ცდუნება ჩნდება. კბილების ხშირი გათეთრება კი უსიამოვნო შედეგებს იწვევს:

  • ცივი, ცხელი, მჟავე და ტკბილი პროდუქტების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა;
  • ემალის ჩამორეცხვა და კარიერის წარმოქმნა;
  • არათანაბარი გათეთრების გამო ლაქების გაჩენა;
  • საღებავების მიმართ კბილების ჭარბი მგრძნობელობა;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და ანთება;

თუმცა ფაიანსის მსგავსი ეფექტის მიღებას ასეთი გათეთრებით მაინც ვერ მიაღწევთ. თქვენ უბრალოდ ტყუილად დაზიანდებით.

ვინირი და ლიუმინირი – სრული სითეთრის ჰიმნი

ტოტალური სითეთრის მოყვარულები არ ნებდებიან: არსებობს ვინირი – თხელი ფირფიტი, რომელსაც ღიმილის ზონაში კბილის წინა ზედაპირზე სვამენ. მათი ულტა თხელი ალტერნატივაა ლიუმინირი. მათი დახმარებით „ფაიანსის“ ღიმილის მიღწევას შეძლებთ. პაციენტები ხშირად მაქსიმალურ სითეთრეს ითხოვენ.

უნდა ითქვას, რომ ასეთი ღიმილი არც ერთ ადამიანზე ბუნებრივად არ გამოჩნდება, რადგან კბილი ბუნებრივად ფაიფურივით ერთნაირად თეთრი არაა.

კბილს ბუნებრივად რამდენიმე შეფერილობა აქვს, რომელიც ერთმანეთში ტალღურად გადადის.

ვინირის არჩევის დროს გამოცდილ სტომატოლოგს ენდეთ: ის ძალიან თეთრი, მაგრამ ბუნებრივი ფერის მიღწევაში დაგეხმარებათ. ფირფიტის ფერს ექიმი ინდივიდუალურად ირჩევს და საბოლოოდ ნატურალური კბილისგან ვერ გაარჩევთ.

ვინირი და ლიუმინირი არა მხოლოდ სილამაზისთვის ისმება. ისინი კბილების ბზარებსა და ხვრელებს ავსებს, სტანდარტულ საღეჭ ფუნქციებს ინარჩუნებს (თუმცა კბილით თხილის გატეხვას არ გირჩევთ), ნატურალური საღებავების (ყავა, ჭარხალი, კენკრა და ა.შ.) მიმართ მგრძნობიარე არაა. კიდევ ერთი ღირსება – ხანგრძლივი ვადა: კერამიკის ან ცირკონის კონსტრუქცია 10 წელზე მეტხანს გაგიძლებთ.

სითეთრე ჯანმრთელობის გარანტია არაა

„თეთრი კბილები – კბილების ჯანმრთელობის ნიშანია“: ადამიანების უმეტესობა ასე ფიქრობს. მიზეზი კი უამრავ სარეკლამო რგოლშია (განსაკუთრებით საღეჭი რეზინის მწარმოებლები გამოირჩევიან). შინაურულ პირობებში გათეთრება კბილების ჯანმრთელობასთან არანაირ კავშირში არაა. ვინირს ანთებითი პროცესების და კარიესის დროს არ აკეთებენ. გათეთრებამდე სჯობს ყველა პრობლემა აღმოფხვრათ.

ჯანსაღი კბილები შეიძლება სრულად თეთრი არ იყოს. აი, ჯანსაღი კბილების ნიშნები:

  • ჭამის დროს და შემდეგ ტკბილი და დისკომფორტი არ გაქვთ;
  • კბილებზე ხვრელები და ბზარები არ გაქვთ;
  • კბილების წმენდის დროს სისხლდენა არ გაქვთ;
  • პირში სასიამოვნო, ბუნებრივი სუნი გაქვთ;

გაყვითლებული კბილები ხშირად არა დაავადებაზე, არამედ იმაზე საუბრობს, რომ ადამიანს ყავის დალევა ან თამბაქოს მოწევა უყვარს. ამასთან კარიესს ღია, გათეთრებული და ვინირით დაფარული კბილების აქტიურად დაზიანება შეუძლია.

ხრიკები: რა უნდა გააკეთოთ, რომ კბილები ლამაზი და ჯანსაღი იყოს

კბილების ბუნებრივი ლამაზი ფერისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მარტივი პროცედურების ჩატარებას გირჩევთ:

  • დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვა სწორად შერჩეული კბილის ჯაგრისით და პასტით;
  • ჭამის შემდეგ კბილის ძაფის გამოყენება;
  • მოწევაზე ან ალკოჰოლზე უარის თქმა;
  • ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი საკვების მიღებას, ტემპერატურის სწრაფ ცვლილებას მოერიდეთ, (ყავა ნაყინის შემდეგ და ა.შ);
  • რაციონში სწრაფი ნახშირწყლების რაოდენობას შეამცირეთ: ისინი კარიესის განვითარებას ხელს უწყობენ;
  • ნატურალური საღებავების შემცველი პროდუქტების ზომიერი მოხმარება (ყავა, შოკოლადი, კენკრა, ჭარხალი);
  • 6 თვეში ერთხელ სტომატოლგთან ვიზიტი და პროფილაქტიკური შემოწმება. პროფესიული წმენდა ნადების, ქვების მოსაშორებლად აუცილებელია.
  • პირის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა

ასე ღიმილის ბუნებრივ ფერს და მის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ. თუ ბუნებით ყვითელი კბილები გაქვთ, კარგ ექიმს მიმართეთ, რომელიც ნატურალური ფერის ვინირს შეგირჩევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს