რომელ ნომერში ცხოვრობენ ყველაზე იღბლიანი მოქალაქეები

0
1854

ნუმეროლოგები ირწმუნებიან, რომ თითოეული ბინის ან სახლის ნომერი იქ მცხოვრებ ადამიანებზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ამ ნომრებით საცხოვრებლის ხასიათის განსაზღვრა ხდება, რომელიც აქ მცხოვრები თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე აისახება. ნახეთ, რამდენად შესაფერისი და იღბლიანი ნომერი იწონებს თავს თქვენი სახლის კარზე.

ბედნიერი ნომერი

სწორი ენერგეტიკა, რომელსაც კომფორტი, თავდაჯერებულობა და სიმშვიდე მოაქვს, დიდწილად ბინის ან სახლის ნომერზეა დამოკიდებული. ექსპერტები აცხადებენ, რომ კორპუსში მხოლოდ ბინის ნომერს აქვს მნიშვნელობა. კერძო სახლში კი მხოლოდ სახლის ნომრის გათვალისწინება ხდება.

როგორ შევამოწმოთ, რამდენად შეგეფერებათ კონკრეტული საცხოვრებელი? ამისთვის ნომერი უნდა გამოთვალოთ. ამისთვის ბინის ან სახლის ნომრის ციფრები დააჯამეთ, რომ ერთნიშნა რიცხვი (1–დან 9–მდე) მიიღოთ. მაგალითად. თუ ბინის ნომერია 143, მისი ნუმეროლოგიური რიცხვი იქნება 1+4+3=8. ქვემოთ თითოეული რიცხვის განმარტებაა მოცემული. ერთგვარი ტესტი გამოვა.

რა იმალება საცხოვრებლის ნომრის მიღმა?

რიცხვი 1

ასეთი ბინა დამოუკიდებელ და თვითკმარ ხალხს უხდება. აქ მცხოვრები ადამიანები ყოველთვის ლიდერობას ცდილობენ, შრომისმოყვარეობით და გამძლეობით გამოირჩევიან. მათ სამსახურსა თუ ბიზნესში საკუთარი წარმატება არ აკვირვებთ. ახალი იდეების გამოცდა უყვართ.

პირველი ნომერი ხშირად დამახასიათებელია მსხვილი ხელმძღვანელების ბინებისა თუ სახლებისთვის. მაშინაც კი, თუ ამ მომენტისთვის სათანადო სიმაღლეს ჯერ ვერ მიაღწია, დაწინაურების და კარიერულ კიბეზე ასვლის პოტენციალი აქვს.

რიცხვი 2

იდეალური საცხოვრებელი ნაზი და დახვეწილი ხალხისთვის, რომლებიც კონფლიქტებს ყოველთვის შესანიშნავად აგვარებენ. მათ სწორი რჩევის მიცემა შეუძლიათ. მოთმინებას, სიკეთეს და მგრძნობელობას ასხივებენ. კომფორტს და სიწყნარეს ყველაფერზე მაღლა აყენებენ.

ასეთ ბინებსა და სახლებში ხშირად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გაგებით ეკიდებიან. ამ საცხოვრებლის დადებითი ენერგეტიკა ხელს უწყობს ხელოვნებით დაკავებას ან ბუნებაში მსახურებას.

რიცხვი 3

ამ ნომრის სახლი ან ბინა შეეფერება სტუმართმოყვარე ადამიანებს, რომლებსაც გართობა და დღესასწაული უყვართ. საცხოვრებელი თითქოსდა ენერგიით და ოპტიმიზმით არის გაჯერებული, რაც მასპინძლებზეც და სტუმრებზეც გავლენას ახდენს. ასეთი ნომრის სახლში ცხოვრება დაგეხმარებათ, სამყაროში კარი შეაღოთ და ბევრი საინტერესო ნაცნობი გაიცნოთ.

რიცხვი 4

საცხოვრებელი მათთვის, ვისაც სტაბილური ცხოვრება და მომავალში თავდაჯერება სურთ. როგორც წესი, ასეთ სახლში მცხოვრებ ხალხს პრიორიტეტების დასახვა შეუძლიათ, რომ არჩეულ მიზანს ნელ–ნელა მიუახლოვდნენ. ისინი ჭკვიანი და თანმიმდევრულები არიან, ფიზიკური შრომა არ აშინებთ. წესრიგი, დეტალებზე ყურადღება და ეკონომია ამ სახლში ყოველთვის არსებობს.

რიცხვი 5

ყველაზე ბედნიერი ნომერი ენერგიული ხალხისთვის, რომლებიც მუდმივად ცვლილებებისკენ მიისწრაფვიან. სწორედ ამიტომ, აქ ცხოვრებენ ისინი, ვინც მოწყენილი არასდროსაა. ისინი მზად არიან ექსპერიმენტებისთვის. ასეთ ნომერში ხშირად ცხოვრობენ ქარიზმატული ადამიანები, რომლებიც სხვებს მაგნიტივით იზიდავენ. ასეთი სახლის და ბინის ენერგია ორგანიზაციული უნარების განვითარებას ხელს უწყობს.

სად ცხოვრობს ყველაზე პასუხისმგებლიანი ხალხი?

რიცხვი 6

პასუხისმგებლობის მქონე ხალხის არჩევანი. როგორც წესი, მაცხოვრებლები თავშეკავებულები, ფრთხილები და გულმოდგინეები არიან. მათ აწუხებთ, თუ როგორ გამოიყურება სახლი. აქ ყოველთვის ბევრი ყვავილი, აქსესუარი ან სურათია. აქ წესრიგი სუფევს მაშინაც კი, თუ პატარა ბავშვები და შინაური ცხოველები ცხოვრობენ. საინტერესოა, რომ ფულად საკითხებში ასევე სრული წესრიგია.

რიცხვი 7

იღბლიანი რიცხვი შემოქმედებითი ადამიანებისა და მეცნიერებისთვის. აქ უყვართ კითხვა და ცხოვრებაზე დაფიქრება. ფიზიკურ შრომას გულგრილად ეკიდებიან, თუმცა ამის აუცილებლობას აღიარებენ. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამ ნომრის სახლი ან ბინა დასვენებისა და მოდუნებისთვის საუკეთესოა, განსაკუთრებით ჩაკეტილი ხალხისთვის.

რიცხვი 8

ამ სახლის მაცხოვრებლებს საიდუმლოებები და ენის კბილზე დაჭერა უყვართ. აქ ორგანიზაციული უნარები კარგად ვითარდება. მსგავსი სახლების და ბინების მაცხოვრებლები ფინანსურ სფეროში ჩვეულებრივ წარმატებული არიან. ისინი აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ. პრინციპული და მტკიცე ნებისყოფით გამოირჩევიან, გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. პოლიტიკური საქმიანობისკენ მიდრეკილება ახასიათებთ.

რიცხვი 9

ოპტიმალური საცხოვრებელი ყოველმხრივ განვითარებული ხალხისთვის. ასეთ სახლებსა და ბინებში ხშირად ცხოვრობენ ნიჭიერი და შემოქმედებითი ხალხი, რომლებიც სხვებს ხშირად ეხმარებიან. ითვლება, რომ ასეთი ნომერი ფარული ნიჭის გამოვლენას ხელს უწყობს და მაცხოვრებლებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს, როგორც ფინანსური, ასევე კარიერული თვალსაზრისით.

აი, ნუმეროლოგების რამდენიმე საინტერესო დასკვნა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სახლის ან ბინის ნომერი მაცხოვრებლებზე რაღაცით გავლენას ახდენს. ისღა დაგრჩენიათ, შეამოწმოთ, თუ რამდენად შეესაბამება ამგვარი განმარტებები რეალობას. რას ფიქრობთ ამის შესახებ?