ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც კომპრომისი უბრალოდ ასოების ნაკრებია

405

„ადამიანები შეგიძლიათ დაყოთ კარგ და ცუდ თანამოსაუბრეებად, ამასთან კარგი მოსაუბრის თვისებების განსაზღვრა ზოდიაქოს ნიშნით შეიძლება“ – მოვისმინე ფსიქოლოგისგან ერთ–ერთ სატელევიზიო გადაცემაში. არსებობს მოსაზრება, რომ „რთული“ პიროვნებები რამდენიმე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან. რთული ხასიათით როგორც კაცები, ასევე ქალები გამოირჩევიან.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის არის სიტყვა კომპრომისი უბრალოდ ასოების ნაკრები, ხოლო ურთიერთობა კატორღას ჰგავს. ვინ იფიქრებდა!

თანამოსაუბრის თვისებები

მორიელი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი საკმაოდ მკაცრი და ეჭვიანია. მასთან საუბარში საერთო აზრამდე მისვლა გაგიჭირდებათ, რადგან ჩვეულებრივ მორიელი საკუთარი თავის გარდა არავის უსმენს.

მორიელს მწარე ენა აქვს, სარკასტულია. ამის გამო ნაზი და მგრძნობიარე კირჩხიბის და კუროს გრძნობებს ვნებს. ჩხუბის შემდეგ ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები მორიელთან ურთიერთობას წყვეტენ.

მერწყული

მერწყული ხშირად მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდება. სწორედ ამიტომ, მასთან საუბარი ტანჯვად იქცევა. აუტანელი თანამოსაუბრე, რომელიც სიტყვას ყოველთვის გაწყვეტინებთ!

თუმცა იმდენად საინტერესო და ორიგინალური, მახვილგონიერი და მარჯვეა, რომ აუტანელ ურთიერთობაზე თვალის დახუჭვას გაიძულებთ.

ვერძი

ვერძი ძალიან ენერგიული და აქტიურია. ასევე ჯიუტი! არსებობს მხოლოდ მისი მოსაზრება და სხვისი, მასთან მოლაპარაკება გაგიჭირდებათ. თუ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, გადარწმუნებას ვეღარ შეძლებთ.

ვერძი ცდილობს, ყველასთან ურთიერთობაში გულწრფელი იყოს. როცა მიზნის მიღწევას არ ცდილობს, ნეგატიური ფიქრები ადვილად იპყრობს. აქედან დეპრესიამდე შორი არაა!

ამ დახასიათების წაკითხვის და ნაცნობ ხალხთან შედარების შემდეგ გარკვეული მსგავსება ვიპოვე. საინტერესოა, რომ ზოდიაქოს ნიშნით ვერძი ვარ და, როგორც ამ სიაში მოხვედრილი, შემიძლია ვთქვა, სიჯიუტეზე სიმართლეა.

ცუდი თანამოსაუბრის თვისებებით სწორედ 3 ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა. მათთან კომპრომისი შეუძლებელია. ეთანხმებით, რომ სწორედ ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე რთულია ურთიერთობაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს