აირჩიეთ ფრინველი და გაიგეთ, რა სიახლე გელით უახლოეს მომავალში

0
4207

ფრინველები ბედისწერის მაცნეები არიან. ისინი მაღლა, ცაში ფრენენ, ამიტომაც, მრავალ მითში (და არამხოლოდ) განასახიერებენ შუამავლებს ადამიანსა და ღვთაებებს, მოჩვენებებს, წინაპრებს ან წარმატებას შორის. მეტიც, ეს ფრთოსანი შუამავლები გაიყვნენ ორ ნაწილად: დილაობით ღვთაებების შეტყობინების მისატანად, ღამ-ღამობით – გარდაცვლილთა სულების ცნობების გადასაცემად. ზოგიერთი ხალხი თვლიდა კიდევაც, რომ ფრინველის ფორმა ადამიანის სულის სიკვდილის სიმბოლოა.

ფრინველები ყოველთვის მაღალ ფასეულობებსა და დიდ მნიშვნელობებს უკავშირდებოდნენ. ამ მიზეზით, ამ ტესტში ისინი შუამავლებად მოვიაზრეთ. აირჩიეთ ერთ-ერთი ფრთოსანი მაცნე და გაიგეთ, რა სიახლეს მოგიტანთ უახლოეს მომავალში.

1. ზღაპრული ფრიველი

თქვენ მიერ არჩეული ფრინველი კარგ სიახლეს გაცნობთ. უახლოეს მომავალში გელით წარმატება და მატერიალური კეთილდღეობა. რასაც მიიღებთ, გამოგადგებათ მომავალში, ამიტომ იყავით მტკიცე, იმოქმედეთ თამამად. ბედნიერი იქნებით, თუმცა, ნუ დაივიწყებთ გულის მოსმენასაც.

ეს შემოდგომა კარგი დრო იქნება თქვენი ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. თუმცა, ნურაფერზე იდარდებთ, დაიწყეთ მოქმედება და უბრალოდ წარმატებაზე იყავით ორიენტირებული.

2. თეთრი მტრედი

ბერძნულ მითოლოგიაში, აფროდიტა თავის საყვარლებს მტრედის ფორმით სტუმრობდა, ამ ტესტშიც ეს სიმბოლო სწორედ ამ კონტექსტშია მოხსენიებული. თეთრი მტრედი შემთხვევით არ შეგირჩევიათ. ის გაცნობებთ, რომ მალე იპოვით სიყვარულს, თუ აქამდე არ გიპოვიათ იგი. მეორე მხრივ, თეთრ მტრედს მოაქვს ახალი, უფრო ღრმა გრძნობებიც, რომლებიც უფრო ხანგრძლივი და მხურვალე იქნება.

უახლოეს მომავალში, თქვენი სინაზე ან გაგება სრულიყოფა. შეძლებთ, პარტნიორს ნებისმიერ სიტუაციაში ენდოთ.

3. ლურჯი ფრინველი

თქვენი არჩევანი ამ ლამაზ ლურჯ ფრინველზე შჩერდა. პატარაა, თუმცა, თქვენს ცხოვრებაში ბევრ სარგებელს მოიტანს. ეს ფრინველი გაჩუქებთ მოულოდნელ და ძალიან სასიამოვნო სიახლეს. ეს იქნება სურპრიზი როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ახლობლებისთვისაც. ვარსკვლავები ჯერ ამ სიახლეს არ გაამხელენ (ასე ხომ სურპრიზი ჩაიშლება). მოთმინებით უნდა ელოდოთ მოვლენების განვითარებას.

რა გელით, ამას შემდეგი ორი თვის განმავლობაში გაიგებთ და აღფრთოვანდებით.

4. სამოთხის ფრინველი

ეს ფრინველი მხოლოდ ჭეშმარიტი ბედნიერების მაცნეა, თქვენ კი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, რომლებიც ამას სხვებზე მეტად იმსახურებენ. ეს ძალიან იშვიათი და უჩვეულო ფრინველია, რომელსაც თქვენთვის წარმატებისა და აღორძინების მოტანა შეუძლია ყველაფერში, რაც ჩაიფიქრეთ.

კონცენტრირდით იმაზე, რაც ყველაზე მეტად გინდათ, მხოლოდ მაშინ მიაღწევთ წარმატებას.

რომელი ფრინველი აირჩიეთ თქვენ?