გაინტერესებთ, რისი თქმა უნდათ თქვენთვის ანგელოზებს? ამ ტესტით სწორედ ამის გაგებას გთავაზობთ. აირჩიეთ ნახატიდან ერთ-ერთი ანგელოზი და ნახეთ, რა აქვს მას თქვენთვის სათქმელი.
პირველი მაცნე
ეს ანგელოზი კარგ ამბებს მოგიტანთ. ხანდახან გრძნობთ, რომ დაკარგეთ იმის გაგენა, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მიზნებს. ამასთან, ერთ-ერთი მათგანის მიღწევასთან ძალიან ახლოს ხართ. შედეგად, თქვენი ფინანსური მხარე ცოტათი გაუმჯობესდება. ცოტათი, თუმცა საკმარისად, ცხოვრება ნამდვილად გამარტივდება.
თუმცა, ჯერ ვერ მიაღწევთ მიზნებს და, შესაძლოა, ამან იმედიც გაგიცრუოთ. თუ ეს მოხდება, იფიქრეთ იმაზე, თუ რას მიაღწიეთ დღეს, რა შექმენით, როგორი შესანიშნავი ოჯახი გყავთ და ა.შ. არ დაადანაშაულოთ თავი იმაში, რომ ვერ მიიღეთ ყველაფერი, რაც გინდოდათ. ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი!
მეორე მაცნე
ანგელოზი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, განსაკუთრებით მოგემატებათ ცხოვრებისეული ძალა. გექნებათ მეტი ენერგია ნებისმიერი მოქმედების შესასრულებლად, მეტი კონცენტრაციაც, საქმის გულისყურით შესასრულებლად. გამოიყენეთ ეს ცხოვრებისეული ძალა, რომლითაც დატკბებით სპორტის, მოგზაურობის დროს. დაკავდით იმით, რაც თქვენს ცხოვრებას ავსებს და აბედნიერებს.
თქვენ გაქვთ გარკვეული პრობლემები, რომლებიც უსაფუძვლოა, ეს კარგად იცით. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ. მათი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ. ეს პრობლემები ძალიან სწრაფად გადაიჭრება.
მესამე მაცნე
ანგელოზი ამბობს, რომ თქვენი ოჯახის წევრთაგან ერთ-ერთი მიიღებს კარგ ამბავს, რომელიც თვენს ოჯახს გააბედნიერებს. გარდა ამისა, ეს გაგაერთიანებთ, როგორც ოჯახს. და, თუ ადრე რაღაც მიზეზის გამო გაუგებრობები ჩნდებოდა, ისინი საერთოდ აღარ იჩენს თავს.
თქვენი ურთიერთობისა და ადამიანების გაბედნიერების უნარი დაგეხმარებათ ახალი მეგობრების შეძენასა და მეორე ნახევრის პოვნაშიც კი, დაგეხმარებათ თავდავიწყებით შეყვარებაში. თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება კარგი დაუვიწყარი მომენტები, მეტი ოჯახური შეხვედრა, დაიბრუნებთ მეგობრობას ძველ ნაცნობებთან.