რით გამოვკვებოთ დეკემბერა ოქტომბერში, რომ მთელი ზამთარი უხვად იყვავილოს

0
3383

შუა ყინვაში მოყვავილე დეკემბერა (შლუმბერგი, ზიგოკაქტუსი) ზაფხულის ფერებს მონატრებული თვალისთვის ნამდვილი სიხარულია. მცენარემ მეგობრული ყვავილობით ზამთარში რომ გაგახაროთ, მასზე შემოდგომაზე უნდა იზრუნოთ.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რით უნდა გამოკვებოთ მცენარე ყვავილობამდე. ყურადღებას ნატურალურ საშუალებებზე გავამახვილებთ.

აყვავებული დეკემბერა

უნივერსალური სასუქი კაქტუსისთვის, რომელიც დეკემბერასთვის გამოგადგებათ, ჩვეულებრივ NPK (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) ფორმულას შეესაბამება. ჩვენს შემთხვევაში გარკვეული დეტალები არსებობს.

მაგალითად, აზოტი. გაზაფხულზე აზოტს ნიადაგში ამატებენ, რომ მცენარის მწვანე მასის ზრდა გააუმჯობესონ. შემოდგომაზე საჭირო არაა, რომ მცენარემ თავის რესურსები აყვავების ნაცვლად ფოთლებზე დახარჯოს. სწორედ ამიტომ, შემოდგომის (ნოემბერი–დეკემბერი) სასუქი ფოსფორით და კალიუმით მდიდარ პროდუქტებს შეიცავს.

ხის ნაცარი

ხის ნაცრის შემადგენლობაში ჩვენთვის საინტერესო ელემენტები შედის. ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, კალიუმი და ბევრი სხვა.

1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალში 1 ს/კ გაცრილი ნაცარი გახსენით. 3 საათით დააყენეთ. აურიეთ და ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად სარწყავად გამოიყენეთ.

ბანანის ქერქი

ბანანის ქერქი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით და ფოსფორით. მისი ფხვნილი ყვავილობის წინ დეკემბერას გამოსაკვებად გამოგადგებათ.

ახალი ბანანის ქერქი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ ყავის საფქვავში დაფქვით. ქერქის ფხვნილი ნიადაგის ნარევს მოაყარეთ და წყალი დაასხით. ამ მეთოდით უხვ ყვავილობას ხელს შეუწყობთ. მეთოდი სხვა მცენარეებისთვისაც გამოგადგებათ.

ძვლის ფქვილი

იაფი და 100% ნატურალური ძვლის ფქვილი ცხოველის ძვლებისგან მიიღება. ის ოთახის მცენარეებისთვის ფოსფორის შესანიშნავი წყაროა.

ერთი მცენარისთვის ერთჯერადი დოზა 10 გრამია. სასუქის მიწოდების შემდეგ აუცილებლად მორწყეთ. ძვლის ფქვილის მკვებავი ნივთიერებები ნელ–ნელა გათავისუფლდება, ამიტომ სეზონზე ერთი ასეთი სასუქის მიწოდება საკმარისია.

საუკეთესო ადგილი დეკემბერასთვის

როგორც ტროპიკული ტყეების შვილს, დეკემბერას უყვარს ტენიანობა და ვერ იტანს მზის ინტენსიურ სინათლეს. შესაძლებლობის მიხედვით სჯობს აღმოსავლეთ ან ჩრდილოეთ მხარეს მოათავსოთ. სასურველია, სითბოს დადგომისთანავე შემინულ აივანზე გაიტანოთ.

შლუმბერგი ყვავილობისთვის რომ მოამზადოთ, მინიმუმ 1 თვე 10-15 გრადუსზე უნდა გააჩეროთ. სწორედ ამიტომ, შემოდგომის დაწყებისთანავე ქოთნის ბინაში შეტანა არ იჩქაროთ. მას შემდეგ, რაც ფოთლებზე კოკრები გამოჩნდება, არ შეეხოთ და არ გადაადგილოთ.

ფენშუის სპეციალისტების თქმით, დეკემბერას ყვავილი ოჯახში სიკეთის და ურთიერთგაგების აურას ქმნის. ფულის ზონაში მოათავსეთ და თქვენს ოჯახში ფინანსური კეთილდღეობა გაიზრდება.

აყვავებული დეკემბერა ხალხურ ცრურწმენებს გვერდს არ უვლის. ოქტომბერში აყვავილდა – ფულის ზრდას ელოდეთ, ნოემბერში – სასიამოვნო ნაცნობობას. თუ გესიზმრებათ, მოულოდნელი და სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. თუ დეკემბერა წელიწადში 2–ჯერ ყვავილობს, ეს ოჯახის სწრაფად მატებას გპირდებათ.