ანგელოზის საყვირი, რომელიც ყველაზე გავერანებულ ბაღსაც ხიბლს შემატებს

2737

მხოლოდ იშვიათ მრავალწლიან ბაღის მცენარეს შეუძლია სილამაზით და უხვი ყვავილობით მდიდრულ ბრუგმანებს შეედაროს. „ჩვენი სილამაზე“ – ამაყად უწოდებს მას ჩემი მეზობელი აგარაკზე. და როცა ამ ფოტოებს უყურებ, რთულია არ დავეთანხმო.

ანგელოზის საყვირი (საყვირის ფორმის მსხვილი ყვავილების გამო შეარქვეს), აგარაკების დაპყრობას მხოლოდ ახლა იწყებს. ეგზოტიკის მოყვარულებისთვის ნამდვილი სიამაყის და სიყვარულის ობიექტი შეიძლება გახდეს.

მრავალწლიანი ყვავილები ბაღში

ბრუგმანიას გარეგნული მხარე

ბრუგმანია დეკორატიული ყვავილოვანი ბუჩქია სოლანუმის გვარიდან. მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება, სადაც სიმაღლეში შეიძლება 6 მ–ს მიაღწიოს. ჩვენს პირობებში 2,5-3 მეტრამდე იზრდება, ზამთარში თბილ შენობაში გადატანა სჭირდება.

ერთ ბუჩქზე შეიძლება ასობით უზარმაზარი სურნელოვანი, თეთრი, ალისფერი, ყვითელი ან ლურჯი ფერის ზარი გაიზარდოს. ძირში ვიწროა, სიგრძეში 30 სმ –ს აღწევს და შეუძლია 15-17 სმ დიამეტრის ფურცლით თავი იქოს.

გასაოცარია, მაგრამ სამხრეთელ სტუმარს ღამის სიცივე და ტემპერატურის ნულამდე შემცირება არ აშინებს. მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში ყვავილები იხურება, რომ საღამოს სიგრილეში გაიშალოს.

ბრუგმანების მოვლა

ანგელოზის საყვირი სახლში შეგიძლიათ თესლით ან კალმით გაზარდოთ. კალმით გამრავლება მომგებიანია, რადგან მშობელი ბუჩქის ყველა თვისებას ინარჩუნებს. გაზრდილი მცენარე კასრში გადაიტანეთ ან გაზაფხულზე ბაღში დარგეთ, როცა ტემპერატურა 10 გრადუსამდე გაიზრდება.

უნდა გახსოვდეთ, რომ ზამთარში ღია მიწაში „მათრობელა“ ხე მოკვდება. სწორედ ამიტომ, სჯობს 20 ლ მოცულობის ფართო ქოთანი შეიძინოთ. შემოდგომაზე ხე ფესვებიანად ქოთანში გადარგეთ და 10-15 გრადუსი ტემპერატურის ოთახში შეიტანეთ.

როგორც ტროპიკული ტყეების შვილს, ბრუგმანიას უყვარს ტენიანობა და არ უყვარს ზედმეტად ინტენსიური მზის სინათლე. მისი ადგილი უნდა იყოს განათებული, ორპირი ქარისგან დაცული, შესაძლებლობის მიხედვით შუადღის საათებში ნახევრად დაჩრდილული.

მეგობრული ყვავილობისთვის მცენარეს რეგულარული გამოკვება სჭირდება. ყოველ 2 კვირაში თხევადი სასუქი ხის ნაცართან ერთად მიაწოდეთ. ყვავილობის პერიოდში კალიუმის და ფოსფორის ნარევი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.

ზამთარში ბრუგმანია იძინებს. ამ დროში ფოთლების ნაწილი ცვივა და ბევრი სინათლე და ხშირი მორწყვა არ სჭირდება. ასე გრძელდება თებერვლის ბოლომდე, როცა ტოტებზე კვირტები გამოჩნდება. ამ მომენტიდან მწვანე ცხოველი აუცილებლად სათანადოდ განათებულ ადგილას უნდა გადაიტანოთ.

ამ პერიოდში ზრდასრული მცენარე შეგიძლიათ გადაჭრათ. რეკომენდებულია, ხმელი ტოტები გადაჭრათ და ჯანსაღი ტოტები მესამედამდე შეამციროთ. ამასთან Y ფორმის ყლორტების მოჭრა არ ღირს. ზაფხულში ყვავილების ფორმირება ხომ მათზე მოხდება.

უნდა გახსოვდეთ, რომ სოლანუმის გვარის ბევრი მცენარის მსგავსად „ანგელოზის საყვირი“ შხამიანია. მცენარე ისეთ ადგილას მოათავსეთ, სადაც ბავშვები და შინაური ცხოველები ვერ მიწვდებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს