რით ვნებს ფულის ხე სახლის ბინადრებს

13199

მე ხშირად ვხვდები ფულის ხეს ნაცნობებისა და მეგობრების სახლებში. რა თქმა უნდა, ეს ლამაზი მცენარეა, რომელიც სუკულენტებს მიეკუთვნება. მისი ხორციანი ფოთლები სავსეა სითხით და მართლაც გვაგონებს მონეტებს. თუმცა, ჩემს ბინაში მისი ადგილი არაა! ხშირად, ამ მცენარის მოყვარულებს არ აქვთ ინფორმაცია მისი მავნე თვისებების შესახებ.

დაჟინებით გირჩევთ, გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სახლში ჰყავთ პატარა ბავშვები და ცხოველები. ისინი ხომ პირველ რიგში ხვდებიან რისკ-ჯგუფში.

რითაა საშიში ფულის ხე

დეიდაჩემს ფულის ხე ნაძვის ხესავით ჰქონდა – ლამაზი ლენტებითა და მონეტებით მორთული. ყველაფერი ფენშუის მიხედვით! მცენარე სამხრეთ-აღმოსავლეთით, სიმდიდრის მომტან მხარეს ედგა. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, იგი სადარბაზოში, დრაცენებთან და გვიმრებთან ერთად ვიხილე.

პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გაიტანეს ლამაზი სუკულენტი ბინიდან, ჩემთვის აღმოჩენად იქცა. დეიდაჩემმა განაცხადა, რომ მისმა დაქალმა-ეზოთერიკმა ურჩია, იგი თავიდან სასწრაფოდ მოეშორებინა. მისი თქმით, მცენარე სახლში ნეგატიურ ენერგეტიკას იზიდავს.

დავინტერესდი, თუ რით შეეძლო ამ სუკულენტს ადამიანის ვნება და გადავწყვიტე, მასზე მეტი გამეგო. ყველაზე მეტად გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომელსაც ყვავილების მაღაზიაში არავინ აღნიშნავს: მცენარე შეიცავს დარიშხანს. თანაც, მიკროსკოპული რაოდენობით კი არა, რამდენიმე ფოთოლი საკმარისი იქნება ზრდასრული ადამიანის მოსაწამლავად.

თუმცა, ზდასრული ადამიანი მცენარეს ნამდვილად არ შეჭამს. აი, ბავშვები და ცხოველები ლამაზი ფოთლებით შეიძლება დაინტერესდნენ! მცენარით მოწამლვას თან ახლავს ღებინება, ფაღარათი და გონების დაკარგვაც კი.

კიდევ ერთი საფრთხე – ფულის ხით დამზადებული საშინაო წამლები. ალოეს მსგავსად, მასაც ხშირად იყენებენ გამაჯანსაღებელ რეცეპტებში. ამ მცენარით შეიძლება ჰერპესის, ანგინისა და ნაწლავური ინფექციების მკურნალობაც კი, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. თუმცა, დარიშხანი მაინც ისევ საფრთხის შემცველი ხდება. თვითმკურნალობა, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ეზოთერიკი დაქალისგან. აღმოჩნდა, რომ ფულის ხე, ფენშუის მიხედვითაც კი, სახლში ყოველთვის შესაფერისი ბინადარი არაა. მას აქვს ინის (ქალური) ენერგია, ამიტომ, თუ სახლში ბევრი ასეთი მცენარეა, დაუყოვნებლივ უნდა დაუმატოთ იანის (მამაკაცური) ენერგიაც. ჰარმონიას მხოლოდ ასე თუ მიაღწევთ.

ფსიქოლოგებსაც კი გაორებული დამოკიდებულება აქვთ ამ მცენარისადმი! ისინი დაჟინებით ურჩევენ ამ მცენარისთვის თავის არიდებას მათ, ვინც მიდრეკილია ზედმეტი მიჯაჭვულობისკენ. ხომ შეიძლება, ფულის ხე გახმეს ან დაავადდეს. ხოლო ადამიანს, რომელმაც იგი სიმდიდრის მოსაპოვებლად მოიყვანა, მომაბეზრებელი აზრები გაუჩნდება.

პირადად მე ამ ოთახის მცენარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იგი არ წამლავს ჰაერს, პირიქით, წმენდს კიდევაც. რომ არა შინაური ცხოველები, ამ მცენარეს მე წამოვიღებდი სახლში. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ მცენარისადმი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს