რას ვიზამდით ასტროლოგიის გარეშე, რომელიც ყოველდღე გვეხმარება ურთიერთობის დალაგებაში ახლობლებთან, საკუთარი ჭეშმარიტი არსის უკეთ გაგებაში. ზოდიაქოს ეჭვიანი ნიშნები ჩვენი დღევანდელი თემაა.
ზოდიაქოს ეჭვიანი ნიშნები
ვერძი
ვერძი ძალიან მომთხოვნი და ეჭვიანი პარტნიორია, ამიტომ, თუ არ ხართ მზად, იყოთ 100%-ით ერთგული, სხვა მეგზური იპოვეთ.
კურო
კურო, ეჭვიანობის შემოტევების გამო, შეიძლება ძალიან აგრესიულ და უკონტროლო ადამიანად იქცეს. ამიტომ, ამ ნიშანს ნუ გაუჩენთ ეჭვს თქვენს გრძნობებში.
ტყუპები
ტყუპებს, ხშირად, ძალიან ეშინიათ, რომ მათმა პარტნიორმა შეიძლება უღალატონ ან გადაუყვარდეთ. ამიტომ, ასეთი ადამიანები ხშირად იგონებენ ეჭვიანობის მიზეზებს მოულოდნელ ადგილას, ყველაფერში ელიან ტყუილსა და იმედგაცრუებას.
კირჩხიბი
კირჩხიბი მშვიდი და გაწონასწორებულია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ეჭვიანობა ინფანტილურობისა და სისულელის გამოვლინებაა. ამიტომ, უმიზეზოდ ისინი არ იეჭვიანებენ.
ლომი
აი, ლომები კი, თავის მხრივ, ძალიან ეჭვიანები არიან პარტნიორებისადმი. თუმცა, თავად უყვართ, როცა სრულ თავისუფლებას აძლევენ.
ქალწული
ქალწულებს უყვართ თავიანთი მეორე ნახევრის შემოწმება სხვადასხვა ეშმაკობით და ეჭვიანობის სცენების გამართვა. ამასთან, ასეთ ადამიანებს არ რცხვენიათ თავიანთი ეჭვიანობისა, რამდენადაც თვლიან, რომ მათ უნდა აღმერთებდნენ და ხელის გულზე ატარებდნენ.
სასწორი
სანამ ეჭვიანობას დაიწყებდეს, სასწორი უნდა დარწმუნდეს, რომ ამისთვის სერიოზული მიზეზი აქვს. მხოლოდ ობიექტური არგუმენტები, არავითარი კამათი და წყენა.
მორიელი
ამ ნიშნის წარმომადგენლები კი იეჭვიანებენ, მაშინაც კი, თუ ყველაზე გულწრფელი და ერთგული ხართ. მორიელები ეჭვიანობას სიყვარულის გამოვლინებად აღიქვამენ, ამიტომ მათ მიზეზი საერთოდ არ სჭირდებათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანია. იგი ენდობა პარტნიორს და ყველა გაუგებარ ნიუანსს მშვიდი ტონითა და ჩაის წრუპვით განიხილავს.
თხისრქა
თხისრქას, ხანდახან, ეჭვი შეაქვს პარტნიორის ერთგულებაში, თუმცა, ამას არასდროს გამოხატავს. ამასთან, მათი ეჭვიანობის აფეთქება სწრაფადვე ცხრება.
მერწყული
ესაა ყველაზე არაეჭვიანი და ადეკვატური ნიშანი. თუ ხვდება, რომ მისი პარტნიორი ყურადღების ნიშნებს სხვების მიმართაც ავლენს, სწრაფად შეახსენებს, რომ მისი დაკარგვა ძალიან მარტივია, ამიტომ სჯობს, კარგად დაფიქრდეს.
თევზები
მას უყვარს იმის შეგრძნება, რომ ურთიერთობაში იგი უყვართ და აფასებენ. თუ ეჭვიანობის მიზეზი მიეცემათ, მშვიდად ჩაალაგებენ ნივთებს და აღარასდროს დაბრუნდებიან.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა, როცა მართლა გვიყვარს, ვეჭვიანობთ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გრძნობა ყველაზე გულწრფელ და კარგ ურთიერთობებსაც კი აფუჭებს.