საქორწილო კაბის შერჩევა, ალბათ, ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თქვენი არჩევანი თქვენი ხასიათის შესახებ ბევრს გვიამბობს.
კაბა №1
შინაგანი ჰარმონიისკენ მიილტვით. გიყვართ განმარტოება და იმ ყველაფრის გააზრება, რაც თქვენ გარშემოა.
კაბა №2
არ გჯერათ სასწაულებისა. რეალურ სამყაროში ცხოვრობთ. მოგწონთ ხალხში სერიოზულად მოქცევა.
კაბა №3
აფასებთ სიკეთესა და გულწრფელობას. გაქვთ საიდუმლოების შენახვის უნარი. პირდაპირი გაგებით, გიზიდავთ ყველაფერი იდუმალი და ამოუცნობი. მოგწონთ ახალი საგნებისა და ადგილების შესწავლა. თქვენი პარტნიორი თქვენთან არასდროს მოიწყენს.
კაბა №4
არც ისე მიმნდობი ქალი ხართ, ამიტომ, ხანდახან, თქვენთან ურთიერთობა რთულია. თქვენმა ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა იციან, რომ თქვენი ნდობა უნდა დაიმსახურონ. ერთგული ცოლი და მკაცრი დედა იქნებით.
კაბა №5
ძალიან კარგი წარმოსახვის უნარი გაქვთ. გიჟდებით თავგადასავლებზე და არასდროს ამბობთ უარს რაღაც ახლის გამოცდაზე. ვნებიანი ქალი ხართ!
ეთანხმებით აღწერას? თქვენ რომელი კაბა აირჩიეთ?