ტრენდული ვარცხნილობები, რომლებიც 20 წლით გაგაახალგაზდავებთ

6425

შუახნის ასაკის ქალები გარეგნობაზე ილუზიებს არ ქმნიან, მათ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ კარგად იციან. უდაოდ, მათ სურთ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, როგორც 20 წლის წინ. მოვლილ და ელეგანტურ ქალს მარტივად შეუძლია ახალგაზრდა გოგოს კონკურენცია გაუწიოს. საქმეში ჩართულია თმის ვარცხნილობაც, რომელიც ქალს აახალგაზრდავებს.

ვარცხნილობა ქალის სავიზიტო ბარათია. აქ მილიმეტრამდე ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. „პაპარაცი“ სიამოვნებით წარმოგიდგენთ 4 მთავარ ვარცხნილობას ქალისთვის, რომელსაც დახვეწილი სტილით თავის მოწონება შეუძლია. თუ გსურთ მდიდრულად გამოიყურებოდეთ, ამ სიას ყურადღება მიაქციეთ.

გამაახალგაზრდავებელი ვარცხნილობები

ექსპერტები სიხარულით იტყობინებიან, რომ საშუალო და მოკლე სიგრძის თმა კვლავ მოდაში რჩება. სიაში პირველ ადგილას ვხედავთ კარეს, რომელიც უკვე წლებია პოპულარობის პიკზეა. ეს იმიტომ, რომ მისი მოდიფიკაცია შეიძლება, ვარცხნილობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მომთხოვნი არაა, კომფორტულია და საკუთარ მდიდრულ სტილს ხაზს უსვამს.

კარე: კლასიკურიდან თანამედროვე სტილამდე

რა ვიცით ამ ვარცხნილობის შესახებ? კლასიკური ფორმა ძველი ეგვიპტიდან შემოვიდა. ეს მაშინ, როცა თმას ერთ ხაზზე ჭრიდნენ. კლასიკური კარე ყველა სხვა დანარჩენი ვარიანტისთვის ბაზას წარმოადგენს და შეიძლება იყოს ჩოლკით ან მის გარეშე. აირჩიეთ კარე ჩოლკით, თუ ოვალური, სამკუთხა ან რომბის ფორმის სახე გაქვთ და უჩოლკო, თუ მრგვალი, ოვალური ან მსხლის ფორმა გაქვთ.

აუცილებელი არაა კარე დაამოკლოთ, საშუალო სიგრძე შესანიშნავი კომპრომისია. ასე სადღესასწაულო დღეებში ორიგინალურ სტილს უფრო მარტივად გადაწყვეტთ. ერთფეროვანი შეღებვა მომგებიანი იქნება. ითვლება, რომ მსუბუქი არეულობა ნებისმიერი სიგრძის კარეს უფრო თანამედროვეს ხდის.

ბობი: უნივერსალური სტატუსი და ასაკიდან დამოუკიდებლობა

ერთი შეხედვით, ყველაფერი ისედაც ცხადია. ბობი განსაკუთრებით პოპულარულია შუახნის ქალებს შორის, რადგან მოცულობითი კეფა სახეს ვიზუალურად ჭიმავს. რთულია არ დავეთანხმოთ, რომ ეს შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი ხრიკია. ბობი შეიძლება იყოს ასიმეტრიული ჩოლკის სხვადასხვა ვარიანტებით.

მოდით გავიხსენოთ, საერთოდ როგორია ბობი. ის გასულ საუკუნეში გამოჩნდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა, რადგან მაშინ მოდაში გრძელი თმა იყო. დროთა განმავლობაში მოდური გახდა. თუნდაც იმიტომ, რომ შეუდარებელი კოკო შანელიც კლასიკურ ბობს ატარებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კეფაზე თმა ოდნავ მოკლეა, ვარცხნილობა სიმეტრიულია.

ბობი ნებისმიერი ტიპის თმას და სახის ფორმას უხდება. თუ გსურთ პრაქტიკული და მსუბუქი ვარცხნილობა, აირჩიეთ ბობი. მოდა ერთ ადგილზე არ დგას და კლასიკურ ბობს ახლა რამდენიმე ვარიანტი აქვს. ესაა ბობი–კარე, სწორი ბობი, კასკადი, გრძელი ბობი და ასიმეტრიული ბობი. სხვადასხვა ვარიანტები სცადეთ და თქვენსას აუცილებლად იპოვით. ახალგაზრდობა სარკიდან გიმზერთ!

პიქსი. ვარცხნილობა, რომელიც გაგაახალგაზრდავებთ

პიქსი ნამდვილი გამოწვევაა. ამ ვარცხნილობას ირჩევენ ქალები, რომლებმაც საკუთარი თავის ფასი იციან და სხვების გაოცება უყვართ. თუ მოწყენილი ხართ და რადიკალური ცვლილებები გსურთ, პიქსი აირჩიეთ. ღირს კი იმის თქმა, რომ პიქსი პოპულარულობის პიკზეა და ნებისმიერ ასაკში აქტუალურია?

აღსანიშნავია, რომ ვარცხნილობა ნებისმიერ გარეგნობას უხდება, მაგრამ არა ყველა სახის ფორმას. გაიხსენეთ ოდრი ჰეპბერნი ფილმიდან „რომაული არდადეგები“, საიდანაც პიქსი მოდაში შემოვიდა. მრგვალი სახის, მოკლე კისერის, სახის პატარა ნაკვეთების მქონე ქალები უნდა დაფიქრდნენ: ამ შემთხვევაში ვარცხნილობა უადგილო იქნება. სხვა დანარჩენ ქალებს, რომლებიც ბუნებით გამხდრები არიან და გამოკვეთილ ლოყებს ფლობენ, ვარცხნილობა შეეფერებათ.

პიქსის განსაკუთრებულობა კეფაზე და ყურებთან მოკლედ შეჭრილი თმა, ხოლო გვირგვინზე და წინ გრძელი თმა და ჩოლკაა. სტილისტები უფრო შორს წავიდნენ და მოიფიქრეს პიქსი–ბობი! აი, სიჯიუტე! ეს ვარიანტი ნებისმიერ გარეგნობას უხდება. პიქსი მთელი 20 წლით უფრო ახალგაზრდულს გამოგაჩენთ.

ასიმეტრია და რატომ იქნება კვლავ პოპულარული

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანი ლამაზად ითვლება, როცა მისი სახე სიმეტრიას მაქსიმალურად ინარჩუნებს. მნიშვნელობა არ აქვს თვალის ფერს, ცხვირის ფორმას – მთავარია, სახის ორივე ნახევარი ერთმანეთს მაქსიმალურად ჰგავდეს. სიბერის ერთ–ერთი ნიშანი ამ სიმეტრიის დაკარგვაა: კერძოდ, მიზიდულობის გავლენით კანი არათანაბრად იშლება და უსწორმასწოროდ იწელება.

ამ უსიამოვნებებზე საუბარი არ ღირს, არამედ განვიხილოთ ასიმეტრიული ვარცხნილობა, რომელიც ზუსტად ამ ნაკლოვანების დასაფარად არის შექმნილი. ამასთან უნივერსალურობას, სიმსუბუქეს ინარჩუნებს და ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება. აი, სწორედ ამიტომ ასიმეტრია აქტუალობას დიდხანს არ დაკარგავს.

უნიკალურობის წყალობით ვარცხნილობა თქვენს ინდივიდუალურობას ხაზს უსვამს. ასიმეტრია ზემოხსენებულ ვარიანტებზე გამოიყენეთ და ყველაზე განსხვავებულ ვარცხნილობას მიიღებთ. ასიმეტრია განსაკუთრებით უხდება ბობს და მოკლე კარეს, თუმცა საშუალო სიგრძის მოდელებზეც შეგიძლიათ სცადოთ!

გამაახალგაზრდავებელ ვარცხნილობებს რამდენიმე ვარიანტი აქვს. თუ ამ სიიდან რომელიმე ვარცხნილობას იყენებთ, შთაბეჭდილებები კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს