7 დაავადება, რომლის შესახებ ხშირი მთქნარება გვაფრთხილებს

6687

ჩვეულებრივ, ჩვენ დღეში 7-დან 23-ჯერ ვამთქნარებთ. თუ ეს უფრო ხშირად ხდება, ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ფსონს დავდებ, სათაურის წაკითხვისთანავე მთქნარება დაიწყეთ? მთქნარება უნებლიე რეფლექსია და მასთან ბრძოლა შეუძლებელია: ეს პროცესი ტვინის გაგრილების საშუალებას იძლევა, კონცენტრაციას ხელს უწყობს, ასევე მუშაობის და ოდნავ დასვენების დროულ ნიშანს გვაძლევს. ხშირი მთქნარება შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს – ასე რომ, უყურადღებოდ არ დატოვოთ. რა დაავადებებზე შეიძლება საუბრობდეს ხშირი მთქნარება?

გასუქება

პირველ რიგში, ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ენდოკრინული სისტემის მუშაობა დარღვეული და ჰორმონალური ფონი შეცვლილი აქვთ. ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძილიანობა და დაღლილობა (შედეგად, ხშირი მთქნარება) გამოიწვიოს. მეორე მხრივ, ჭარბი წონა გულმკერდზე ზეწოლას ახდენს და ფილტვების ჰიპერ ვენტილაციის განვითარებას იწვევს, ანუ პაციენტს სუნთქვის გართულება და ღრმა ჩასუნთქვის შეუძლებლობა აწუხებს.

დეპრესია

დეპრესიის დროს ხშირი მთქნარების ორი მიზეზი არსებობს: კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის ჭარბი რაოდენობა ან ანტიდეპრესანტის მიღება. ზოგიერთი პრეპარატი სეროტონინის დონეს ზრდის, რაც მუდმივად დაღლილობის შეგრძნებას იწვევს.

შფოთვითი აშლილობა

გაზრდილ შფოთვას ხშირად თან ახლავს სტრესი და სისხლში კორტიზოლის დონის მომატება. გარდა ამისა, შფოთვითი აშლილობის დროს ენერგია მცირდება, გულის მუშაობა ირღვევა – ეს კი ხშირად მთქნარებას იწვევს.

გულის დაავადება

არტერიული წნევის შემცირებამ და გულის რითმის შენელებამ, რომელსაც თან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება ახლავს, შეიძლება ხშირი მთქნარება გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, თავად მთქნარება არაფერს ამბობს, მაგრამ თუ მას სხვა ნიშნებიც ახლავს, ექიმს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

ინსულტი

ადამიანები, რომლებმაც ახლახანს ინსულტი გადაიტანეს, ხშირად ამთქნარებენ: ექიმების თქმით, ეს პროცესი შეტევის დროს გადახურებული ტვინის და სხეულის გაგრილებას ხელს უწყობს. ხშირი მთქნარება შეიძლება ინსულტის წინ გქონდეთ: ასე ორგანიზმი შეტევის მართვას ცდილობს.

გაფანტული სკლეროზი

ამ დაავადების დროს ტვინსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებს შორის კავშირი ირღვევა. თუ ტვინის ღერო ზიანდება, რომელიც ხორცის, საღეჭი და მიმიკური ნაოჭების მოქმედებას არეგულირებს, ამ დროს პაციენტს ხშირი და უკონტროლო მთქნარება აწუხებს.

ღვიძლის მუშაობის დარღვევა

ღვიძლის ცუდმა მუშაობამ შეიძლება ჰორმონალური ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ დაღლილობის და ძილიანობის შეგრძნებას იწვევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს