გონების, კერძოდ ყურადღების და ლოგიკის განვითარება ძალიან სასარგებლოა. ამისთვის გამოდგება ამოცანები, რებუსები, კროსვორდები ან ტესტები. „პაპარაცი“ ყურადღების გასავითარებლად ერთ–ერთი საინტერესო ტესტის გავლას გთავაზობთ.
ტესტი ყურადღებაზე
გულწრფელად გეტყვით, ამ ამოცანების სწრაფად ამოხსნა მეც ვერ შევძელი. სწორედ ამიტომ, ტესტი საინტერესოდ მომეჩვენა. სურათებს ყურადღებით დააკვირდით და გარკვევა სცადეთ. ყურადღებით იყავით და თქვენი ნახევარსფეროები დაძაბეთ, რომ სწორი პასუხი იპოვოთ.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე სურათს ამოცანით. სურათების სექციის შემდეგ სწორი პასუხები იქნება მოცემული: თუ ამოცანის ამოხსნას ვერ შეძლებთ, შემდეგ პასუხებს გადახედოთ. სწრაფად არ დანებდეთ, გულწრფელი იყავით და მოთმინება გამოიჩინეთ. წარმატებას გისურვებთ!
ვინ არის მატყუარა?
ბიჭი მთაში სნოუბორდზე სრიალის შემდეგ ბანაკში დაბრუნდა. მან ნივთების შემოწმება გადაწყვიტა და მოულოდნელად შენიშნა, რომ დიდი წილი საკვების მარაგი გაქრა. ბიჭმა მეგობრებს ჰკითხა: ჩემი სურსათის ჩანთა არ გინახავთ? ერთმა გოგომ უპასუხა, რომ მთელი დღე სრიალებდა და არაფერი უჩვეულო არ შეუნიშნავს. მეორე გოგომ უთხრა, რომ მთელი დღე ცეცხლთან გაატარა და ერთი და იმავე წვენს სვამდა. ახალგაზრდა ბიჭს გაეღიმა: ის მიხვდა, თუ რომელმა გოგომ მოიტყუა, მაგრამ როგორ?
ვინ არის ორსულად?
ამ სურათზე სამი ქალი რიგში დგას. ეცადეთ, გამოიცნოთ, მათგან რომელია ორსულად. სურათს ყურადღებით დააკვირდით.
რამდენი ასანთის ღერია სურათზე?
რომელი უფრო მარტივი გამოსაყენებელია – ასანთი თუ სანთებელა? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს. ვიღაცამ ასანთის ღერები მიმოფანტა: მათი ზუსტი რიცხვი დაითვალეთ. შედეგს, როგორც წინა ამოცანების შემთხვევაში, სტატიის ბოლოს იპოვით.
როგორ მიხვდა პოლიციელი, რომ მოატყუეს?
მამაკაცმა პირველ იანვარს პოლიციაში დარეკა და ქურდობაზე განაცხადა. მისი თქმით, ვიღაცამ მნიშვნელოვანი ნივთები მოპარა, სანამ ის ახალ წელს მეზობლებთან აღნიშნავდა. ასევე განაცხადა, რომ წვეულება შეუდარებელი იყო, ხოლო საახალწლო განათებები ყველაზე ლამაზი, რაც კი უნახავს. მას ეჭვი აქვს მეზობელზე, რომელმაც წვეულება მოაწყო. როცა პოლიციელი მასთან გამოსაკითხად მივიდა, მიხვდა, რომ მამაკაცმა მოატყუა. როგორ გამოიცნო?
სურათზე წერტილები შეაერთეთ
სკოლაში გეომეტრია რამდენი ხნის წინ ვისწავლეთ. წესი „ორი პარალელური სწორი ხაზი ერთმანეთს ვერ გადაკვეთს“ მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. გთავაზობთ ცოდნის გახსენებას. ამ სურათზე რგოლები უნდა შეაერთოთ. გამოიყენეთ სამი ხაზი ისე, რომ თითი არ აუშვათ. შეძლებთ?
პასუხები
ქვემოთ იპოვით მოცემულ ამოცანებს პასუხებს. იმედი არ გაიცრუოთ, თუ ერთი შეხედვით მარტივი ამოცანები პირველივე ცდაზე ვერ ამოხსენით.
1. როგორ მიხვდა, ახალგაზრდა ბიჭი, თუ ვინ მოატყუა? ეს იყო გოგონა ჭიქით ხელში. ჭიქაში ყინული უკვე დიდი ხანია გამდნარი იქნებოდა, მთელი დღე კოცონთან რომ ყოფილიყო და წვენი დაელია.
2. სწორი პასუხი: გოგონა გახსნილი თასმებით. ის ორსულადაა, მას დახრა და თასმების შეკვრა უჭირს.
3. რამდენი ასანთია სურათზე? თუ ყურადღებით დააკვირდებით, ამ სურათზე მხოლოდ 8 ასანთის ღერია.
4. როგორ მიხვდა პოლიციელი, რომ მამაკაცმა მოატყუა? ეს ცხადია ნაძვის ხის სათამაშოებით – ორი ნათურა აშკარად აკლია, ამიტომ არ შეეძლო ისე ეკაშკაშა, როგორც პოლიციელთან განაცხადა.
5. წერტილები სწორად რომ შეაერთოთ, სამკუთხედი უნდა დახაზოთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
ამ ტესტის გავლა გაგიჭირდათ? მოგვწერეთ კომენტარებში, თუ რომელი ამოცანა მოგეწონათ ყველაზე მეტად. წარმატებას გისურვებთ!