გამხდარი დიეტოლოგი: ამ 8 პროდუქტს არასდროს მივირთმევ და ამიტომ არ ვსუქდები

267

სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური ვარჯიში ჯანმრთელობის და ხანგრძლივი ცხოვრების გარანტიაა. რაციონის შედგენის სირთულეს საკმაოდ ბევრი ადამიანი აწყდება, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, გასუქების და კუჭის პრობლემების მიზეზი ხდება.

განსაკუთრებით ეს სწრაფად დაკლების მსურველებს ეხება. არასწორი კვება ჭარბ წონას, კუჭის წყლულს, მოთენთილობას და უძილობას იწვევს. სია შეიძლება გავაგრძელოთ, მაგრამ დასკვნა ერთია: კვების სისტემას მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ.

© Depositphotos

როგორი უნდა იყოს კვების სისტემა

როცა საქმე ჯანსაღ კვებას ეხება, პირველი, რაც თავში მოგვდის – ფქვილიანი ნაწარმი, ტკბილეულობა და ცხიმიანი საკვები უნდა გამოვრიცხოთ. ყველამ არ იცის, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც შეცდომით სასარგებლოდ მიგვაჩნია. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელი პროდუქტები გვიშლიან ხელს წონის დაკლებაში და კარგი განწყობის შენარჩუნებაში.

© Depositphotos

იოგურტი

რძის მჟავა პროდუქტის სასარგებლო ბაქტერიები საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს და იმუნიტეტს აძლიერებს. ეს მაღაზიაში ნაყიდ ტკბილ იოგურტს არ ეხება, რადგან მასში სახამებელი და გამასქელებელი შედის. იოგურტი უფრო დესერტია, ვიდრე რაციონის პროდუქტი. სჯობს იოგურტი მაწვნის თავისგან ან კეფირისგან თავად მოამზადოთ და კენკრა დაუმატოთ.

© Depositphotos

ბრინჯი

ბრინჯის სხვადასხვა სახეობა ფასით ტყუილად არ განსხვავდება, ეს მარცვლეულის სარგებლით განპირობებულია. ყველზე უფრო სასარგებლოდ ყავისფერი ბრინჯი ითვლება, რადგან დამუშავების დროს მასზე სასარგებლო ნივთიერებები რჩება. თეთრი გაპრიალებული ბრინჯის ყოველდღე მიღება შაქრიან დიაბეტს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას იწვევს.

© Depositphotos

ჩირი

ჩირი სასარგებლო კანფეტები. როცა ხილიდან წყალი ორთქლდება, მასში მხოლოდ შაქარი და ნაკლები ვიტამინი რჩება. სწორედ ამიტომ, სჯობს ჩირი ჭარბად არ მოიხმაროთ, განსაკუთრებით სიროფით გაჟღენთილი.

© Depositphotos

ოხრახუში

სასარგებლო ოხრახუში საჭმლის მომნელებელ სისტემას და მხედველობას აუმჯობესებს, ნერვულ სისტემას აძლიერებს, მაგრამ არასწორი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება ნამდვილი შხამი გახდეს. ოხრახუში კერძს სუფრაზე გატანის წინ უნდა მოაყაროთ. თუ ოხრახუშის სალათს აკეთებ, სჯობს მაიონეზი არ მოასხათ. მაიონეზი ოხრახუშთან ქიმიურ რეაქციაში შედის, რის გამოც ნიტრიტები გამოიყოფა.

© Depositphotos

ყურძენი

ყურძენში ბევრი შაქარია, რის გამოც მისი ჭამის შეწყვეტა შეუძლებელია. ყურძენი დიაბეტიკებისთვის, კუჭის წყლულის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის უკუჩვენებულია.

© Depositphotos

სიმინდი

კონსერვირებული სიმინდი, როგორც ნებისმიერი კონსერვი სასარგებლო თვისებებს კარგავს. მოდიფიცირებულის მოხმარება ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია, რადგან მის მტვერში შხამი შედის. სიმინდის სასარგებლო თვისებები შენარჩუნდება, თუ მას მოხარშავთ ან გრილზე შეწვავთ.

© Depositphotos

ავოკადო

სუპერ სასარგებლო ავოკადო შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს, თუ მას ყოველდღე მოიხმართ. ავოკადო საკმაოდ კალორიულია, 100 გრ პროდუქტი 245 კალორიას შეიცავს, ეს კი ერთი სრულყოფილი საკვებია. მისი მირთმევა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს არ ღირს, რადგან ავოკადო ეფექტს ამცირებს.

© Depositphotos

თევზი

ფოსფორის და სასარგებლო ცხიმების წყარო არასწორი მომზადების გამო შეიძლება სახიფათო იყოს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სჯობს თევზი ღუმელში გამოაცხოთ ან მოხარშოთ: ასე მაქსიმუმ სასარგებლო იქნება, ხოლო შემწვარი თევზი სასარგებლო თვისებებს არ შეიცავს, უბრალოდ გემრიელია. თევზზე უარის თქმა არ ღირს, სჯობს მისი სწორად მომზადება ისწავლოთ.

© Depositphotos

კვების შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. შეუძლებელია უბრალოდ შეწყვიტოთ იმის ჭამა, რასაც ყოველდღე მიირთმევდით. ჩვეული მავნე პროდუქტების სასარგებლოთი ჩანაცვლება დაიწყეთ, სჯობს დიეტოლოგთან კონსულტანცია გაიაროთ, ის თქვენთვის შესაფერის რაციონს შეგირჩევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს