ყვავილოვანი მცენარეები ოთახისთვის: საინტერესო ყვავილები ფანჯრის რაფაზე

1695

იებსა და ორქიდეებს თითქმის ყველა მცენარისმოყვარული ადამიანის ფანჯრის რაფაზე იხილავთ. ისინი, უდავოდ, ლამაზია და გამოირჩევა ყვავილების ფერთა და ფორმათა მრავალფეროვნებით. თუმცა, ასეთი ვაზონებით თვალის გახარება უკვე რთულია. რამდენიმე წელია, ვაგროვებ ოთახის საინტერესო ყვავილოვან მცენარეებს. ახლა უკვე მაქვს საყვარელი ვარიანტები.

ორიგინალური მცენარეებით გატაცება სპონტანურად დამეწყო. ერთხელ, სამსხურეობრივ გასაუბრებაზე ღვთაებრივი ყვავილი შევნიშნე. მაშინვე გამიჩნდა მსგავსის ქონის სურვილი. ძებნამ მიმიყვანა ერთ პატარა, თუმცა ძალიან კოლორიტულ მაღაზიამდე, რომელშიც ოთახის მცენარეები იყიდებოდა. გამყიდველთან გავიგე ჩემი ყვავილის შესახებ, შევუკვეთე და სხვა რამდენიმე მცენარეც შევათვალიერე. სახლში კი ჩემი საყვარელი მედინილა წავიღე.

ორიგინალური ყვავილოვანი მცენარეები

რამდენიმე ქოთანი რომ შევაგროვე, იმ მცენარეების სია შევადგინე, რომლებიც ყველაზე მეტხანს ყვავის. ზოგიერთი მათგანი 2-3 თვე, სხვები კი რამდენიმე კვირა ყვავის, თუმცა, წელიწადში რამდენჯერმე. ყველაფერი მოვლასა და მდებარეობაზეა დამოკიდებული.

ადენიუმი

მას უდაბნოს ვარდსაც უოდებენ, რამდენადაც ჩვენთან საუდის არაბეთიდან მოდის. მას ლამაზი ფოთლები და მკვეთრი ფერის ყვავილები აქვს. თუმცა, პირველ რიგში, მზერას მირი ღერძი იპყრობს. იგი ძირთან ახლოს სქელია, დახვეული ტოტებით. მცენარე წელიწადში ორჯერ – შემოდგომაზე და გაზაფხულზე ყვავის.

ჰოია

ესაა ხვიარა მცენარე, ამიტომაც სახლში ლამაზ, ცოცხალ გირლანდად იქცევა. ცვილის ჰოია ჩვენთან ტროპიკებიდან მოვიდა, თუმცა, მშვენივრად მოერგო ჩვენს პირობებს. მშვიდად ძლებს მზის პირდაპირი სხივების გარეშე, უყვარს ნესტი. მინიმალური მოვლის დროსაც კი, მთელი წელი უხვი ყვავილობით გაგახარებთ.

კლეროდენდრუმი

ბუნებრივ პირობებში, მცენარე 4 მეტრამდე სიგრძის მორჩებს იზრდის. სახლში მშვიდად ეხვევა ფანჯარად, სვეტს ან სხვა საყრდენს. ტომპსონის კლეროდენდრუმის ყვავილი უჩვეულო და ლამაზი ფორმებითაა გამორჩეული. უხვი თეთრი ყუთიდან ალისფერი ყვავილები ჩნდება. იგი მაისიდან ნოემბრამდე ყვავის, თუმცა, კომფორტულ პირობებში ზამთარშიც იღებს კვირტებს.

ჟასმინი სამბაკი

ოთახის ჟასმინი ნაზი, თეთრი კვირტებით ყვავის და სასიამოვნო არომატს აფრქვევს. მას ძალიან უყვარს სითხე, ამიტომ რეგულარულ შეშხეფებას მოითხოვს. თუ მცენარე გამათბობელთან ახლოსაა, მოათავსეთ მის გვერდით წყლით სავსე ჭურჭელი.

ნემსიწვერა

ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად ყვავილოვანი ოთახის მცენარე ბეგონიაა. მისი უამრავი სახეობა არსებობს. ნემსიწვერა უძლებს დაავადებებს, თუმცა, ცუდად იტანს მზის პირდაპირ სხივებს. თავად ყვავილედები სხვა ყვავილებსაც გვახსენებს. სახლის პირობებში, ყვავილობა ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე გრძელდება.

თავქვია ყვავილი

ფუკსიას სამართლიანად უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ყვავილს, რომელიც ფანჯრის რაფაზე თავს მშვენივრად გრძნობს. მისი ყვავილები ლამაზი და ორიგინალურია. ეს მცენარე ჩვეულებრივ ინტერიერსაც კი გაალამაზებს. სწორი მორწყვა და საკმარისი შუქი მოგცემთ შესაძლებლობას, მთელი ზამთარი დატკბეთ ყვავილის ულამაზესი იერით.

ჩემი კოლექცია სულ უფრო და უფრო ივსება. მცირე ორანჟერეაც კი მოვაწყვე აივანზე. როცა იქ გავდივარ, ვისვენებ, წიგნს ვკითხულობ და ჩემი შემოქმედებით ვტკბები. ვამაყობ ჩემი მინი-ბაღით. იმედია, ეს ნაკრები თქვენც დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს