რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი, არჩეული ბუმბულის მიხედვით

4659

თქვენი ქვეცნობიერი უამრავ ისეთ ინფორმაციას ინახავს, რომლებზეც საერთოდ არც კი ვეჭვობთ ხოლმე. ჩვენ გთავაზობთ იმის შემოწმებას, თუ რას გკარნახობთ თქვენი ქვეცნობიერი და ინტუიცია. ამ ტესტში მხოლოდ ერთი ბუმბული უნდა აირჩიოთ. აირჩიეთ სწრაფად, დიდხანს არ იფიქროთ, მხოლოდ ასე იქნება შედეგი ზუსტი.

თქვენი არჩევანი გვეტყვის იმას, თუ ვინ ხართ სინამდვილეში, და ვინ გინდათ იყოთ. აქედან გამომდინარე, თქვენი არჩევანი გიჩვენებთ, თუ რა გსურთ რეალურად.

1. მრავალფეროვნება

ცხოვრებაში მეტი მრავალფეროვნება გსურთ. თუ ეს ბუმბული აირჩიეთ, რუტინაში ხართ გაჭედილი. ერთსა და იმავეს მუდმივად აკეთებთ და გრძნობთ, რომ საშინლად გჭირდებათ ცხოვრებაში რაღაც სიახლე.

თქვენი არჩევანი იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ აზრებსა და საქმეებში მრავალფეროვნებას ეძებთ. ამ ბუმბულმა იმ ფერების გამო მიგიზიდათ, რომლებიც, რეალურად, თქვენს შინაგან სურვილებს ასახავს. ეს შეიძლება იყოს თქვენი პირადი ცხოვრება ან სამსახური, თუმცა, სიახლე გრძნობების გასაახლებლად გესაჭიროებათ.

2. ყურადღება

ცხოვრებაში მეტი კონცენტრირება გჭირდებათ. თუ ეს ბუმბული აირჩიეთ, ხშირად გეფანტებათ ყურადღება და გიჭირთ საქმის თავიდან ბოლომდე შესრულება. შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე საქმე წამოიწყოთ, თუმცა შემდეგ შუა გზაზე მიატოვოთ. თქვენს ტვინს ბევრი რამის დამახსოვრება სურს და, ხშირად, ბევრი რამე გაბეზრებთ თავს.

თქვენი არჩევანი იმაზე მიუთითებს, რომ მობილიზება და კონცენტრირება გსურთ, რათა ბოლომდე შეასრულოთ დავალებები და საკუთარ თავს შეეგუოთ. ბუმბული, რომელიც აირჩიეთ, გამოირჩევა იმით, რომ ზედა ნაწილში კონცენტრირებულია რამდენიმე ფერი. სწორედ ამ დეტალმა მიიპყრო თქვენი ყურადღება. გსურთ, უკეთესობისკენ მიისწრაფოთ.

3. სითბო

მეტი სითბო გჭირდებათ. თუ ეს ბუმბული აირჩიეთ, ესე იგი, ნაზი, მზრუნველი და მეგობრული ადამიანი ხართ. თუმცა, თქვენ იმაზე მეტს გასცემთ, ვიდრე იღებთ. იცით, რომ იმსახურებთ სიყვარულს, რომელსაც გასცემთ, თუმცა, ხშირად ხდება ისე, რომ თქვენ და თქვენს სიკეთესა და სიყვარულს უნრალოდ იყენებენ.

ეს არჩევანი ამბობს, რომ მეტი სითბო და სიყვარული გჭირდებათ. ცისფერი ბუმბული ასახავს სითბოს, სწორედ ამიტომ მიიპყრო მან თქვენი ყურადღება. თუმცა, არ უნდა იდარდოთ, რამდენადაც ბუნებით ძალიან ნაზი ადამიანი ხართ და, მაშინაც კი, თუ საკმარის სიყვარულს ვერ იღებთ, მაინც მშვიდად ხართ, აზიარებთ სითბოს.

4. ფერთა მრავალფეროვნება

ცხოვრებაში მეტი ფერის დანახვა გსურთ. თუ ეს ბუმბული აირჩიეთ, ესე იგი, არც ისეთი ემოციური ადამიანი ხართ და, ხშირად, თქვენს ცხოვრებაში რუხი დღეები მოდის. თავს ცოტათი დაღლილად გრძნობთ, გარშემო ამდენი ნეგატივის გამო.

თქვენი არჩევანი მეტყველებს თქვენს შინაგან სურვილზე, ცხოვრებაში მეტი ნათელი ფერი შემოიტანოთ. გსურთ მეტი პოზიტივი და ნაკლები სიჩუმე. თქვენ მიგიზიდათ ბუმბულის ფერადმა და მკვეთრმა იერმა, რამდენადაც გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ასეთივე სიმკვეთრე სუფევდეს. აღარ გინდათ, რომ გარშემო რაღაც ენერგიას ტყუილად გართმევდეთ.

5. ძალა

მეტი ძალა გჭირდებათ. თუ ეს ბუმბული აირჩიეთ, თქვენი სურვილია, იპოვოთ ძალა ოცნებებისკენ მისწრაფებისთვის. ბევრი იდეა გაქვთ (ან ერთი დიდი), და გაიჭედეთ იმ სიტუაციაში, როცა უბრალოდ არ გყოფნით სითამამე, გადალახოთ ცხოვრებისეული დაბრკოლებები, რომლებიც წარმატებისადმი გზაზე გიდგათ.

თქვენი არჩევანი იმაზე მეტყველებს, რომ ეძებთ შინაგან ძალას, ერთგვარ შინაგან ბიძგს, რომელიც დაგეხმარებათ ამბიციების გამართლებაში. მუქი და მაძღარი ფერები ასახავს ძალას და სწორედ ამიტომ მიიპყრო თქვენი ყურადღება ამ ბუმბულმა. თითქმის ზღვარზე ხართ და უბრალოდ მცირე ბიძგი გჭირდებათ, რათა აფრინდეთ და იფრინოთ.

6. უბრალოება

ცხოვრებაში მეტი უბრალოება გჭირდებათ. თავს ისე გრძნობთ, თითქოს ცხოვრების ჩახლართულობაში ხართ გაჭედილი. თქვენ გარშემო ზედმეტად ბევრი რამ ხდება და გრძნობთ, რომ მუდმივი ცვლილებები გახრჩობთ. თქვენც სასოწარკვეთით ეძებთ უბრალოებას.

ეს ბუმბული იმას გვეუბნება, რომ ხშირად შეხვედრიხართ უაზრობას, მანიპულაციებს, ტყუილსა და ღალატს. თქვენ უბრალოდ მშვიდობიანი, უბრალო ცხოვრება გჭირდებათ. მარტივი, თუმცა ელეგანტური ბუმბულის არჩევაც სწორედ ამ სურვილს გამოხატავს.

7. სტაბილურობა

თქვენი სურვილი სტაბილურობის მიღწევაა. თუ ეს ბუმბული აირჩიეთ, ესე იგი, დაღლისგან დაიღალეთ. ზედმეტად ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ იყოთ იქ, სადაც ახლა ხართ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ძალას დებთ სამსახურში, უბრალოდ ვერ გრძნობთ თავს სრულყოფილად ბედნიერ ადამიანად.

თქვენი არჩევანი ასახავს თქვენს სურვილს, იპოვოთ სტაბილური პლატფორმა განვითარებისთვის. გსურთ, გაგიჩნდეთ ახალი ძალები იმ სტაბილურობისთვის, რომელიც მოგცემთ სასურველ სულიერ სიმშვიდეს. ბუმბული გამოირჩევა ფერების მყარი ნაკრებით, სწორედ ამან მიგიზიდათ თქვენ.

8. ნაპერწკალი

თუ ეს ბუმბული აირჩიეთ, ესე იგი, ნაპერწკლის დანთება გსურთ, მოგბეზრდათ ერთფეროვანი ცხოვრება. ყელში ამოგივიდათ გარშემო ერთი და იგივე ადამიანები (ნათესავები არ ითვლებიან) და ერთი და იგივე ასოციაციები, რომლებსაც ისინი იწვევენ. თქვენს ცხოვრებაში შეფერხებაა, რომელსაც გვერდი ვერ აუარეთ.

თქვენი არჩევანი იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრებაში ნაპერწკალი გჭირდებათ. ისეთი ნაპერწკალი, რომელიც თავის ვნებას თქვენც გამოგდებთ. უბრალოდ გჭირდებათ ცხოვრებაში პატარა მკვეთრი დეტალი, რათა თავი უფრო ცოცხალ ადამიანად იგრძნოთ. თქვენი ალმოდებული ბულბული სწორედ ამ სურვილის გამოსახულება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს