ბოშური მკითხაობა სიყვარულზე „3 კარტი“

14801

ყველა ქალს სურს იცოდეს, თუ როგორი ურთიერთობა ელოდება მომავალში და თუ ღირს ამა თუ იმ მამაკაცის ყურადღებაზე სერიოზულად დაფიქრება. ბოშების მკითხაობა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში და როდის უნდა ელოდოთ ნამდვილ სიყვარულს.

ბოშები ყოველთვის საკუთარი წესებით ცხოვრობდნენ და სხვების დახმარების იმედად არ იყვნენ. ბევრს მათი ეშინია, ჰიპნოტიზერებად ან თაღლითებად მიიჩნევენ. თუმცა ხალხი ყოველთვის ერიდება იმას, რისი გაგებაც არ შეუძლია. ბოშები მხოლოდ მგზნებარე ხასიათით და განსაკუთრებული ტრადიციებით არ არიან ცნობილნი. მათ სისხლში დიდი ცოდნა და ძალაა ჩადებული.

ბოშების წყევლა ყველაზე ძლიერად ტყუილად არ მიიჩნევა და მისი მოხსნა თითქმის შეუძლებელია. ბოშური მეთოდით კარტაზე მკითხაობა პოპულარულია. მისი გამოყენებით ზუსტად შეიძლება თქმა, რომ პროგნოზი ახდება და მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა. ბოშის ნათქვამი ადრე თუ გვიან ახდება.

იმის გასაგებად, თუ რა გელით სასიყვარულო სფეროში, უბრალო მკითხაობა არსებობს, რომლის გაკეთებაც ნებისმიერს შეუძლია. ამისთვის ახალი 36 კარტიანი დასტა დაგჭირდებათ. თუ უკვე სათამაშოდ გამოიყენეთ, არ გამოგადგებათ: პროგნოზი ზუსტი არ იქნება.

დაწყებამდე კითხვა მოიფიქრეთ. თავში ჩამოაყალიბეთ, რომ საჭირო ინფორმაციულ ველზე განეწყოთ. ნებისმიერ რამ შეგიძლიათ იკითხოთ, მთავარია, რომ ეს სიყვარულის თემასთან იყოს დაკავშირებული.

დასტა ხელში აიღეთ და სწორი მკითხაობისთვის სპეციალური შელოცვა წაიკითხეთ. შეგიძლიათ საკუთარი მიმართვა გამოიყენოთ ან უნივერსალური: „36 კარტი, 36 დამხმარე. მოგმართავთ და საკუთარ ძალას განიჭებთ. მაჩვენეთ სიმართლე და სწორი გზა მიჩვენეთ. დაე, ასე იყოს“.

ამის შემდეგ მკითხაობა დაიწყეთ. დასტას აურიეთ და სამი კარტი რიგრიგობით ამოიღეთ. პირველი თქვენს წარსულზე არის პასუხისმგებელი, მეორე აწმყოზე და მესამე მომავალზე.

კარტის მნიშვნელობა

ამ შემთხვევაში კარტის ნომერს ან ფიგურას მნიშვნელობა არ აქვს. საქმე კარტის კონკრეტულ მასტაშია.

გული ბედნიერ მომავალს და ოცნების ადამიანთან მალე შეხვედრას გპირდებათ. თუ უკვე ურთიერთობაში იმყოფებით, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვი გეპარებათ, ეს მასტი მის ერთგულებას ხაზს უსვამს.

ყვავი საფრთხის შესახებ გაფრთხილებთ. ირგვლივ გარემოს ყურადღებით უნდა დააკვირდეთ და სიტუაცია ფხიზლად შეაფასოთ. დიდი ალბათობით, სჯობს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ უსიამოვნებას გადააწყდებით.

ჯვარი მიგანიშნებთ, რომ ადამიანი განიხილოთ არა როგორც მეორე ნახევარი, არამედ ბიზნეს პარტნიორი. ახალი ნაცნობი თქვენი ცხოვრების მეგზური არ გახდება, თუმცა ფინანსურ სფროში დაგეხმარებათ.

აგური გრძელ მოგზაურობასთან დაკავშირებულ მოვლენებს გაცნობებთ. თუ მივლინება ან პირადი მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი, უარი არ თქვათ. სწორედ აქ, ყველა კითხვაზე პასუხს იპოვით და ნანატრ სიყვარულს იპოვით.

სიყვარულზე მკითხაობა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება და სწორი მომზადებით ნებისმიერი მეთოდი ზუსტი იქნება. გახსოვდეთ, რომ პირადი დასტა ხელში არავის უნდა მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ბიოველი დასუსტდება და მკითხაობა ზუსტი არ იქნება. ყველა მოვლენა ერთმანეთთან დაკავშირებულია და თითოეული ჩვენს ცხოვრებაში მოდის, რომ სანუკვარ ოცნებასთან კიდევ უფრო დაგვაახლოოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს