წინასწარმეტყველება დიდი სიყვარულის შესახებ: აირჩიეთ კარტი

0
4698

აირჩიეთ ერთი კარტი თქვენი ინტუიციით და გაიგეთ, რას გიწინასწარმეტყველებთ იგი სასიყვარულო ურთიერთობებში.

პირველი კარტი

ამ კარტის მნიშვნელობა ასეთია: სასიამოვნო ცვლილებების ზღურბლზე დგახართ, ყველაფერი თქვენ გარშემო ჯადოსნურად დატრიალდება, თითქოს, კონკია იყოთ მეჯლისის წინ. არ გაუშვათ ეს დრო ხელიდან, სანამ მისი უდიდებულესობა იღბალი თქვენ მხარესაა!

ერთადერთი გაფრთხილება, რომელიც თქვენთვის აქტუალური იქნება: ნუ იწუწუნებთ ბედისწერაზე, ნუ გაუწყრებით მფარველებს! პოზიტიური განწყობა და ფართოდ გახსნილი ჯიბეები – სწორედ ეს გჭირდებათ ახლა.

მეორე კარტი

ეს კარტი კი გიწინასწარმეტყველებთ დიდ სიყვარულს მთელი ცხოვრებისთვის. სულაც არაა აუცილებელი, მიატოვოთ ქმარი და ბედნიერებისკენ გაიქცეთ: დიდი სიყვარული შეიძლება ჩვენს გულში, უკვე არსებულ კავშირში აყვავდეს.

თუ თქვენს პარტნიორს ჯერ კიდევ არ შეხვედრიხართ, ანუ შეგექმნათ მიზეზი, თავი წესრიგში მოიყვანოთ: მისი თეთრი ცხენი უკვე ნალს ახახუნებს მიწაზე თქვენი კარის წინ. ნუ გაუშვებთ ხელიდან საყვარელ ადამიანს, შეძელით ჭეშმარიტი სიყვარულის შენარჩუნება ქალაქის მრავალ საზრუნავს შორის.

მესამე კარტი

ეს კარტი ამბობს, რომ ნამდვილ ჯადოსნობაზე გაქვთ პრეტენზია! ყველაფერი, რისკენაც დიდი ხნის განმავლობაში მიისწრაფოდით, მიიღწევა, შესრულდება, დასრულდება.

რაღაც ჯადოსნობით, ყველა დაბრკოლება გაქრება, გაქრებიან ადამიანები, რომლებიც ხელს გიშლიდნენ, ყველაფერი ზუსტად ისე წავა, როგორც წარმოგედგინათ. ყველაფერი დასრულება, შემდეგ როგორ მოიქცევით? უბრალოდ დატკბით მოპოვებული გვირგვინით, თქვენ ეს დაიმსახურეთ.

მეოთხე კარტი

კარტებზე მკითხაობა უახლოეს მომავალში გირჩევთ, რომ ყურადღება კარიერულ შესაძლებლობებზე უნდა გაამახვილოთ – ამას მთელი სამყარო მოგიწონებთ.

თქვენი გამჭრიახობა, რაციონალურობა და საქმით გატაცება დაგეხმარებათ კარიერულ კიბეზე არამხოლოდ ასვლაში, არამედ ერთბაშად რამდენიმე საფეხურზე ახტომაში.

მთავარი რასაც უნდა მოერიდოთ, გახლავთ პატივმოყვარეობა. თუნდაც ცხვირზე ბუზს არ ისვამდეთ, ადრე თუ გვიან, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაჯობებთ.

ნუ შეყოვნდებით, მადლიერებით მიიღეთ უფრო კომპეტენტური ადამიანების დახმარება, ისწავლეთ მათგან და თქვენი მზეც უფრო დიდხანს გაანათებს.