რა ღირს ყავა, თუ 1 ფინჯანი სასმელი შეგიძლიათ 3 ლარად და 10 თეთრად იყიდოთ

239

ბევრი ჰუმანიტარი თვლის, რომ მათემატიკის ცოდნა უსარგებლოა. რაში სჭირდება მომავალ ენათმეცნიერს ყველა ამ ფორმულის და თეორიის ცოდნა? თავს მხოლოდ ზედმეტი გაავსებთ. მართლაც მათ ცოდნას აზრი არ აქვს, თუ მარტივ ამოცანას შეუძლია ზრდასრული და განათლებული ადამიანი ჩიხში მოაქციოს. სწორედ ამიტომ, მათემატიკასთან ცოტა მეგობრობა საჭიროა.

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ამოცანას, რომელთა გადაჭრა ბევრ უფროსს რთულად ეჩვენება. ასეთი ვარჯიში გონებისთვის აუცილებელია. თუ მკვლევარებს დავუჯერებთ, მათემატიკით დაკავება ლოგიკურ აზროვნებას და მეხსიერებას ავითარებს, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება და ნებისმიერ სფეროში წარმატებულ კარიერას საფუძველს უქმნის.

photo credit: depositphotos

მარტივი ამოცანა

1. ფინჯანი ყავა შაქრის კუბთან ერთად 3 ლარი და 10 თეთრი ღირს. ცნობილია, რომ ყავა შაქრის კუბზე 3 ლარით ძვირია. რა ღირს ყავა და რა ღირს შაქრის კუბი?

ბევრს ჰგონია, რომ პასუხი ცხადია, მაგრამ აქ, მთავარი ხრიკი იმალება. ყველაფერი კარგად დათვალეთ, სანამ საბოლოო პასუხს იტყვით.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ამოცანით სრულყოფილად ვერ ივარჯიშებთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ კიდევ 2 ამოცანას, რომელთა გადაჭრა ბავშვისთვისაც საინტერესო იქნება და ზრდასრული ადამიანისთვის.

photo credit: depositphotos

2. 5 მიწის მთხრელს 5 საათში 5 მ თხრილის გათხრა შეუძლია. რამდენი მთხრელი დაგჭირდებათ, რომ 100 საათში 100 მ თხრილი გათხაროთ?

პასუხი შეიძლება ცხადად მოგეჩვენოთ, თუმცა თუ ამოცანის პირობაზე კარგად დაფიქრდებით, მიწის მთხრელი არც ისე ბევრი დაგჭირდებათ, როგორც ვარაუდობდით.

3. როცა მამას 31 წელი შეუსრულდა, შვილი 8 წლის გახდა. ახლა ბავშვი მამაზე ზუსტად 2-ჯერ პატარაა. რამდენი წლისაა მამა და რამდენი წლისაა შვილი?

მსგავსი თავსატეხები ხშირად გვხვდება. მათ ამოსახსნელად მარტივი ალგორითმების ცოდნა ზედმეტი არ იქნება. შეგიძლიათ რამდენიმე წუთში ამოხსნათ?

photo credit: depositphotos

მარტივი ამოცანების პასუხები

1. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ყავა 3 ლარი ღირს, ხოლო შაქრის კუბი 10 თეთრი. თუმცა ამ შემთხვევაში ერთ–ერთი პირობა ირღვევა, სადაც ნათქვამია, რომ ყავა შაქრის კუბზე ზუსტად 3 ლარით ძვირია. ასე სხვაობა მხოლოდ 2 ლარი და 90 თეთრი გამოდის.

სწორი პასუხი: ყავა 3 ლარი და 5 თეთრი ღირს, ხოლო შაქრის კუბის ფასი მხოლოდ 5 თეთრი. რატომ უშვებს ბევრი ჭკვიანი ადამიანი შეცდომას? ყველაფერი ბანალური სიჩქარის გამო.

2. ერთი შეხედვით ერთდროულად 100 მთხრელი გვჭირდება, მაგრამ ასეთი დასკვნა ნაჩქარევი იქნება. მითითებული სამუშაოს შესასრულებლად დაუყონებლივ ამდენი მთხრელის მოწვევა არ ღირს. ყველაფერი იმიტომ, რომ 5 მიწის მთხრელი 100 საათში სწორედ 100 მ თხრილს გათხრიან, რომელიც ამოცანის პირობით გვჭირდება. რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ მათემატიკური ამოცანაა, რადგან ცხოვრებაში ნებისმიერ მთხრელს დასვენება სჭირდება და 100 საათში ამ მოცულობის საქმეს ნამდვილად ვერ დაასრულებს.

3. სჯობს გაარკვიოთ, თუ რამდენი წლით არის მამა შვილზე უფროსი 31-8=23 წლით. ამ შემთხვევაში ბავშვი მამაზე 2–ჯერ უფრო ახალგაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ 23 წელი შეუსრულდება, ხოლო მამა ამ დროს იქნება 23*2=46 წლის.

photo credit: depositphotos

ვიმედოვნებთ, არა მხოლოდ თავსატეხების ამოხსნა შეძელით, არამედ მათემატიკური უნარებიც კარგად გაავარჯიშეთ. ეს თანამედროვე ადამიანისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ყოველდღიური ინფორმაციის დაუფიქრებლად მიღება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს