მატერიალურად უზრუნველყოფილი ქალები არც ისეთი იშვიათობაა, თუ მიმოიხედებით. თავდაჯერებული ძუ ლომები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები, ბიზნესვუმენები და სხვ. თუმცა, საზოგადოებაში არსებობს ქალთა ასეთი კლასიც – სხვებზე დამოკიდებულები.
თუმცა, ყველას არ შეუძლია ამ სტატუსის მოპოვება. ვიღაც ფიქრობს, რომ არ აქვს საჭირო თვისებები და გარეგნობა, ვიღაც ფიქრობს, რომ ამაში თავისუფლება არაა, ვიღაც დარწმუნებულია, რომ ასე ვერ გაბედნიერდება. Paparazzi.ge-ის რედაქციამ გამოყო ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის ქალი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სხვების კმაყოფაზე შეძლონ ცხოვრება.
მატერიალურად უზრუნველყოფილი ქალი
რა თქმა უნდა, საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა და იმის თქმა, რომ ცხოვრება მშვენიერია, გაცილებით უფრო სასიამოვნოა ძვირადღირებულ ავტომობილში და მაძღარ კუჭზე. ყველას არ შეუძლია ამის მიღწევა, უმეტესობას ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება. თუმცა, ეს სამეული ყველაფერს გაცილებით უფრო მარტივად იღებს, ვიდრე დანარჩენები. სხვების კმაყოფაზე ცხოვრება პროფესია რომ ყოფილიყო, მათ შორის აუცილებლად იქნებოდა:
სხვის კმაყოფაზე მაცხოვრებელი ქალი
1. თევზები
ეს უბრალო ნიშანი არ გეგონოთ. თევზები მგრძნობიარეა, აქვს ნიჭი, იპოვოს მიდგომა ადამიანებისადმი, და გარეგნულადაც მიმზიდველია. შეიძლება ნამდვილი თევზივით სხლტებოდეს და მარდი იყოს. ხანდახან კი, მონადირე ზვიგენივით, მამაკაცებს დაუღალავად აღაფრთოვანებს. როგორც კი თევზების ხიბლის ქვეშ მოექცევით, ეს ქალთევზა ჭკუიდან შეგშლით. მასთან ერთად, მყუდრო და უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული გექნებათ.
მეტიც, თევზები, ხშირად, ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრია, ამიტომ, თუ მას თაყვანისმცემელი ან კანონიერი ქმარი არ უზრუნველყოფს, ამას სიამოვნებით იკისრებენ მშობლები. როგორც ჩანს, ამიტომ არ არიან ამ ნიშნის წარმომადგენლები დამოუკიდებლები და, თავიანთ პრობლემებთან მარტო დარჩენისას, ისინი დიდ სტრესს განიცდიან.
2. კირჩხიბი
ეჭვიანი და მეოცნებე კირჩხიბი გოგონების ორ ნაწილად დაყოფა შეიძლება: ივლისის პირველი და მეორე დეკადის კირჩხიბები. რაში მდგომარეობს მათ შორის განსხვავება? პირველები ბუნებით ზარმაცები არიან. ისინი არასდროს წავლენ შეუფერებელ სამსახურში, თუმცა, უპირატესობას მიანიჭებენ ფულის კეთებას თავიანთი ჰობის წყალობით. კლასიკური უსაქმურები მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ვინმემ თავზე აიღოს მათი ფინანსურად უზრუნველყოფა, ამისთვის კი ბევრ რამეს გააკეთებენ.
რაც შეეხება მეორე დეკადის კირჩხიბებს, პირიქით, ისინი შეუპოვრები და შრომისმოყვარეები არიან. სურთ, კარგად გაითქვან სახელი, შრომა ღირსეულად რომ დაუფასდეთ. მიუხედავად ამისა, თუ ჰორიზონტზე მსუქანი სპონსორი გამოჩნდა, ვერავითარი მორალური ნორმით ვერ აიძულებთ, უარი თქვას სხვისი ფინანსების გამოყენებაზე. სინდისის ქენჯნა ნულის ტოლია.
3. კურო
ქალი კურო უბრალოდ გიჟდება უფასო ფულზე. ეს ნორმალური გრძნობა ბევრს ეუფლება ხოლმე, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, ეს ორმხრივია. აი, რატომ! კურო ხშირად აბანდებს ფულს რამე საქმეში, სარგებლის მიღების მიზნით, ხარჯებს კი გონივრულად უდგება. დიდი ალბათობით, ეს გოგონა დაუფიქრებლად არ იყიდის ყველაფერს და არ გამოიკვლევს სილამაზის უახლოეს სალონებს, სამაგიეროდ, ინვესტირებას აუცილებლად გარისკავს.
თავს განებივრების უფლებას მხოლოდ იმ ფულით მისცემს, რომელიც გამოიმუშავა ან სპონსორმა მამაკაცმა აჩუქა. შეიძლება, ასეთ ქალს ვუწოდოთ სხვის კმაყოფაზე მაცხოვრებელი? შეიძლება, რამდენადაც მას, როგორც სხვა ნებისმიერ ქალს, სურს, რომ მასზე ზრუნავდნენ და უხვად ასაჩუქრებდნენ.
ნუ განაწყენდებით, თუ სიაში თქვენი ნიშანი ვერ იპოვეთ. ვფიქრობთ, რომ თავს მშვენივრად გრძნობთ სხვების კისერზე ჯდომის გარეშეც. შეიძლება, ქალაქგარეთ სახლი ან მდიდრული მანქანა არ გაქვთ, სამაგიეროდ, გექნებათ გულწრფელი გრძნობები და გეყოლებათ ახლობელი ადამიანები, რომლებიც სხვა რამის გამო გაფასებენ.