შავი პაასკევი შოპინგის მთავარი დღესასწაულია. ხელსაყრელი ფასდაკლებები, სპეციალური შემოთავაზებები, ფასდაკლებები – ესაა შესანიშნავი შესაძლებლობა, საბოლოოდ ვიყიდოთ ის, რისი ყიდვაც დიდი ხანია გვინდა. აგრეთვე, მოვიმარაგოთ საჩუქრები საახალწლო დღესასწაულებისთვის.
შავი პარასკევის საქონელი
მზადება შავი პარასკევისთვის
ამ დღესასწაულის ისტორია საკმაოდ ძველია, თუმცა, ჯერ კიდევ ათი წლის წინ, განხორციელებული ოცნების – მაქსიმალური ფასდაკლების ნახვა მხოლოდ ტელევიზორის ეკრანებზე შეგვეძლო. ახლა ეს შესაძლებელია, რამდენადაც შავ პარასკევს ფასდაკლებები ნამდვილად მოიაზრებს მნიშვნელოვან ეკონომიას, უბრალოდ, ამ საკითხს სწორად უნდა მიუდგეთ. როგორ არ გამოვტოვოთ ხელსაყრელი შემოთავაზებები? გირჩევთ შემდეგი რამდენიმე წესის დაცვას.
1. აირჩიეთ წინასწარ
შეისწავლეთ მახასიათებლები, შეაფასეთ ხელმისაწვდომი ვარიანტები, შეარჩიეთ ალტერნატივაც. ეს დაგეხმარებათ გამიზნული შენაძენების გაკეთებაში, ზედმეტი დროის გაუფლანგავად, აგრეთვე, იყიდით მხოლოდ იმას, რაც თაროებზე მკვდარ მტვერს არ დაიდებს.
2. შეადარეთ ფასები
შავი პარასკევი ჩვენთანაც საკმაოდ ხელსაყრელია. შემოთავაზებათა მუდმივი მონიტორინგი საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ შერჩეული ნივთის რეალური ფასი და შეაფასოთ, რამდენად აქტუალური იქნება მისი შეძენა წლის ყველაზე დიდი ფასდაკლების დღეს. თუმცა, როგორც წესი, სხვაობა მართლაც არსებითია, ამიტომაც შევძლებთ ფულის დაზოგვას. ნივთის საწყისი ფასის ცოდნა კი დაამტკიცებს, რომ შენაძენი მართლად მიზანშეწონილია.
3. საინფორმაციო გზავნილებს დაეთანხმეთ
ინტერნეტ-მაღაზიები ფასდაკლებების შესახებ აუცილებლად გვატყობინებენ. მნიშვნელოვანია, არ გამოვტოვოთ ეს მომენტი, რათა წინასწარ მოვათავსოთ კალათში სასურველი საქონელი და მოვასწროთ შეძენა ხელსაყრელი პირობებით.
როცა ფინანსურ ლიმიტსა და მკვეთრ მიზნებს განსაზღვრავთ, ისღა დაგრჩენიათ, დაელოდოთ შოპინგის მთავარ ფესტივალს. მნიშვნელოვანია ისიც, არ დაგავიწყდეთ საბანკო ბარათზე საჭირო თანხის დაგროვებაც, რათა 2020 წლის Black Friday წარმატებით ჩაიაროს და ყველა სასურველი ნივთი შეიძინოთ.
ონლაინ თუ ოფლაინ?
წლევანდელი სიტუაცია ნეგატიურად აისახა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე. სასიამოვნოა სავაჭრო ცენტრებში სეირნობა სასურველი ნივთის ან საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ძიებაში, თუმცა, მიმდინარე პირობებში, ასეთი “გასეირნება” ვირუსით დაინფიცირების რისკს უკავშირდება.
ამიტომაც, აქტიურ მყიდველთა უმრავლესობისთვის, 2020 წლის შავი პარასკევი ონლაინ რეჟიმში ჩაივლის, რაც ნამდვილად ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნება მრავალი მიზეზის გამო:
1. გექნებათ დაგეგმვის საშუალება
შეგიძლიათ, წინასწარ გახსნათ არჩეული საქონელი, შეინახოთ ბმულები, რათა უშუალოდ ფასდაკლების დღეს გააფორმოთ შეკვეთა.
2. შეიძლება მუდმივად დაკვირვება
არ მოგიხდებათ დროის ფლანგვა ერთი სავაჭრო ცენტრიდან მეორეში გადასაადგილებლად – სულ რამდენიმე წუთში შეიძლება ყველა საჭირო საქონლის პოვნა რამდენიმე მსხვილ ინტერნეტ-მაღაზიაში, თანაც, ასე ფასების შედარებაც მარტივია.
3. ქეშბექი
ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოვლენაა, რამდენადაც დახარჯული ფულის ნაწილი დაგიბრუნდებათ და შემდეგი შენაძენისთვის გამოიზოგავთ.
2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ, პირველი იანვრისგან ახალ ცხოვრებას ველით. ხოლო მომავალი დღესასწაულები უფრო სასიამოვნო და მხიარული რომ გახდეს, წინასწარ შეიძინეთ საჩუქრები ახლობლებისა და ნათესავებისთვის, არც საკუთარი თავი დაივიწყოთ – ნოემბრის შავი პარასკევი ამისთვის შესანიშნავი საბაბი იქნება.