ხანდახან, რეცხვა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ძირითადი მისიაა – იპოვოთ სწორი სარეცხი საშუალება სარეცხი მანქანისთვის. თუმცა, ეს არც ისე მარტივია.
არსებობს ერთი მარტივი ინგრედიენტი, რომლის გამოყენებაც შეიძლება რეცხვისთვის, თანაც, იგი ფულსა და ნერვებს ზოგავს. ჩაასხით მანქანაში თეთრი ღვინის ძმარი და მის უპირატესობებს სწრაფადვე შეამჩნევთ.
1. რეცხვამდე დაასხით 1/2 ჭიქა ძმარი უშუალოდ ტანსაცმელს. ეს უფრო ეფექტურს ხდის სარეცხ საშუალებას, უნარშუნებს ქსოვილს მკვეთრ ფერებს და ამცირებს ქაფს, რომელიც ხშირად ჩნდება მუქ ტანსაცმელზე ლაქების სახით.
2. დაასხით ცოტაოდენი ძმარი ქსოვილის დამარბილებლის დანაყოფში. ძმარს იგივე ეფექტი აქვს, თუმცა იგი ნაკლებად აგრესიულია, როგორც ტანსაცმლისთვის, ისე გარემოსთვისაც.
3. მჟავა გვეხმარება ტანსაცმლიდან ლაქებისა და უსიამოვნო სუნის ამოყვანაში.
4. ხანდახან, რეცხვის შემდეგ, ჩნდება გამაღიზიანებელი ნაწიბურები, განსაკუთრებით, თუ ფხვნილს იყენებთ. 1/2 ჭიქა ძმრის გამოყენება გავლების რეჟიმში ამ პრობლემას გადაწყვეტს.
5. მართალია, ეს აბსურდულად მოგეჩვენებათ, თუმცა ძმარი ნამდვილად ანეიტრალებს უსიამოვნო სუნებს.
6. ცხელი წყლით სავსე თასს დაუმატეთ 1/2 ფინჯანი ძმარი და მოათავსეთ ხსნარში ლაქებიანი ტანსაცმელი. გააჩერეთ ასე მთელი ღამით, შემდეგ კი ჩვეულებრივ რეჟიმში გარეცხეთ.
7. ზიგიერთი ქსოვილიდან განსაკუთრებით რთულია თმისა და ცხოველის ბეწვის ამოყვანა. ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ ძმარი. დაუმატეთ ცოტაოდენი სითხე რეცხვის პროცესში და, გაშრობის შემდეგ, ტანსაცმელზე აღარ დარჩება არც ერთი თმა.
8. ზიგიერთი ქსოვილი ქმნის სტატიკურ მუხტს. ამ შემთხვევაშიც ეს კულინარიული პროდუქტი დაგეხმარებათ. დაუმატეთ თასში 6 ს.კ. ძმარი და გააჩერეთ იქ ტანსაცმელი 30 წუთით. პრობლემა გადაიჭრება.
9. და კიდევ ერთი მომენტი: ძმარი თქვენს სარეცხის მანქანას გაწმენდს ნადებისგან, სხვა პრეპარატების დამატების გარეშე.
არსებობს მოსაზრება, რომ ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ძვირადღირებული ქიმიური საშუალებები, თუმცა, ეს ყველაფერი გარემოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.