ჩვეულებრივი ხორციანი ფუნთუშებით ვერავის გააკვირვებთ მაშინაც კი, თუ ძალიან გემრიელია. დღევანდელ ფუნთუშას ჩვეულებრივს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
ფუმფულა საფუარის ცომი და წვნიანი ხორცის შიგთავსი ფერად და უჩვეულო გარეგნობასთან შერწყმულია. ვარდები ხორცით არა მხოლოდ მადის აღმძვრელი არომატით მიგიზიდავთ, არამედ თვალს გაახარებს: ნამდვილი ყვავილი თქვენს სამზარეულოში.
ხორციანი ფუნთუშები
ინგრედიენტები:
- 480 გრ ფქვილი
- 80 გრ არაჟანი
- 100 მლ რძე
- 2 ს/კ შაქარი
- 3 გრ მშრალი საფუარი
- 75 გრ კარაქი
- 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული
- 1 ჩ/კ მარილი
- სეზამის თესლი გასაფორმებლად
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 450 გრ ხორცის ფარში (ინდაურის ხორცი)
- 3 მოხარშული კარტოფილი
- 2 ხახვი
- 4 ს/კ მცენარეული ზეთი
- მარილი, შავი წიწაკა, ქინძი გემოვნებით
მომზადება:
1. საფუარი, 1 ჩ/კ შაქარი და ნახევარი ჭიქა ოდნავ შემთბარი რძე აურიეთ და თბილ ადგილას 10 წუთით დადეთ (აფუებამდე).
2. დარჩენილ შემთბარ რძეში კვერცხი ათქვიფეთ, საფუარიანი რძე და არაჟანი დაუმატეთ.
3. ყველაფერი ათქვიფეთ, მარილი, შაქარი და გამდნარი კარაქი დაუმატეთ.
4. თანდათან ფქვილი დაუმატეთ.
5. ცომი მოზილეთ, ძალიან მაგარი არ უნდა იყოს.
6. სალფეთქი დააფარეთ და გააჩერეთ, სანამ ამოვა.
7. ამ დროში ხახვი წვრილად დაჭერით. მოხარშული კარტოფილი სახეხზე გახეხეთ.
8. ხახვი მცენარეულ ზეთში დარბილებამდე მოთუშეთ.
9. უმი ფარში, შემწვარი ხახვი და გახეხილი კარტოფილი აურიეთ. სანელებლები დაუმატეთ.
10. ცომიდან 12 ერთნაირი ბურთი გააკეთეთ. თითოეული გააბრტყელეთ.
11. გაბრტყელებული ცომის ნახევარი შიგთავსისთვის დატოვეთ, მეორე ნახევარი კი 10-12-ჯერ დასერეთ. მთელ ნაწილზე ფარშის ულუფა მოათავსეთ.
12. რულეტივით დაახვიეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
13. შემდეგ სპირალურად დაახვიეთ.
14. ფუნთუშებს ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით და სეზამის თესლი მოაყარეთ.
15. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით აცხვეთ.
16. გემრიელად მიირთვით!
ხორციანი ფუნთუშები ჰაეროვანი გამოვა, ხოლო ქინძის წყალობით არომატულიც იქნება. რაც შეეხება შიგთავსს, ის რბილი კონსისტენციით, წვნიანობით და გაჯერებული გემოთი გამოირჩევა.