ლოცვა მატერიალური კეთილდღეობისთვის: სიტყვებს მარტივად დაიზეპირებთ

0
3187
Photo credit: depositphotos

“სახლში ბედნიერებისა და აყვავების დაბრუნებაში ოჯახის კეთილდღეობის ლოცვა დაგეხმარებათ!” – მითხრა წლების წინ მამა გიორგიმ. თანაც, აუცილებლად უნდა გესმოდეთ, თუ რას მოიაზრებთ სიტყვა “კეთილდღეობაში”, რამდენადაც ვიღაცისთვის ესაა თავზემოთ საკუთარი ჭერი და სულიერი ჰარმონია, ხოლო ვიღაცისთვის – თავისი და ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ხშირად, ადამიანები, კეთილდღეობაზე საუბრისას, ფულს მოიაზრებენ.

ამაში ცუდი არაფერია. ცხოვრების მატერიალური ნაწილიც მნიშვნელოვანია, თუ სული არ გავიწყდებათ და უპირატესობებს სწორად ალაგებთ.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ ძლიერ ლოცვებს ცხოვრებისეული კეთილდღეობისთვის. მას მარტივად დაიზეპირებთ.

ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის

Photo credit: depositphotos

ვედრება წმინდა ქალწულთა მიმართ შეეწევა სნეულებს, გაჭირვებულებსა და ტანჯულებს. დაიფარავს მშვიდობას, ააცილებს სისხლისმღვრელ ომებს, მათ შორის, რელიგიური ხასიათისა, ერთა შორის შუღლს, შეეწევა ბედნიერი ოჯახის შექმნასა და განმტკიცებაში:

ლოცვა წმინდანთა დათა-მოწამეთა
მინოდორასა, მიტროდორასა და ნიმფოდორას მიმართ

“ჰოჲ, წმინდანო მოწამენო მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა. მარგარიტნო სარწმუნოებისა და სიწმინდისანო, საშინელთა სატანჯუელთა ქრისტესთვის დამთმენელნო, სიყმაწვილისა თქუენისა არადშემრაცხუელნო და სიმტკიცითა უწყალოთა მტანჯუელთა განმაცვიფრებელნო. თქუენ, სიყუარულითა აღვსილთა დათა, მე მონა ღვთისა (სახელი) სიმდაბლითა შეგივრდებით: ევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ბრძოლასა შინა და ჟამსა მშვიდობისასა დაცუად მოყვასისა ჩემისა და ჩემ ცოდვილისაცა თვისითა გამოუთქმელითა მადლითა. დახსნად ჩუენდა ეშმაკთაგან მყრალთა, სასტიკისა სიკუდილისაგან და უკურნებელისა ჭრილობისაგან, სეტყვისაგან, წყალდიდობისაგან, სენისაგან და სირცხვილეულ-მყოფელისა ტყუეობისაგან. ჰოჲ, მრავალტანჯულნო ქალწულნო, ლოცვითა თქუენითა მოწყალემან უფალმან დაიფაროს მამანი და დედანი ჩუენნი, ცოლნი და შვილნი, ყოველნი მოყუასნი ჩემნი მწუხარებათა და ვაებათაგან. წარმოჰგზავნიდეს მათ ზედა სიმდაბლესა და მოთმინებასა, და სიყუარულსა მათსა ჩუენდამო განატფობდეს მარადის. მიჰმადლებდეს მათ სამარადისოსა, მხურვალესა ლოცვასა ჩუენისა წარმატებულისა დაბრუნებისათვის სახლსა შინა. ღმერთო მართალო, გვიხსენ ჩუენ უსჯულოებათა და შეცოდებათაგან, ნეფსითთა და უნებლიეთთა. შემეწიენ ჩუენ ღირსებით აღსრულებად ვალისა ჩუენისა – გარეშევზღუდვიდეთ მამულსა ჩუენსა ბოროტისაგან. მომეც ჩუენ ძალი მოგუაქუნდეს კაცთათვის სიმართლე, მშვიდობა და სიყუარული. შენდა, უფალო, დამხსნელო და შემწყნარებელო, დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.”

Photo credit: depositphotos
ლოცვა ოჯახის ბედნიერებისათვის
წმიდათა მოწამეთა გური, სამონ და აბიბოს მიმართ

“ჰოჲ, დიდებულნო მოწამენო გური, სამონ და აბიბო, დაგვიცვენით ჩუენ მონანი ესე ღუთისანი (სახელები) უკეთურ კაცთა თავდასხმისა და ბოროტის მზაკვრობათაგან. დაგვიფარეთ ჩუენ მოულოდნელისა სიკუდილისაგან. გვიხსენით ცეცხლისა, მახვილისა და ყოველგვარ სულის წარმწყმედელ გარემოებათაგან. ჰოჲ, მოწამენო ქრისტესნო, ლოცვითა თქვენითა მოგვაგეთ ჩუენ ყოველნი კეთილნი და სარგებელნი, რათა საწუთოჲსა ამის ცხოურებისა ჩუენისა კეთილმსახურებით გარდამსვლელნი და ურცხვენელისა აღსასრულისა მიმღებელნი ღირს ვიქმნნეთ მხურვალითა შემწეობითა თქვენითა ყოველთა წმიდათა თანა მართლისა მსაჯულისა მარჯვენით დგომად, რათა დაუსრულებელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.”

Photo credit: depositphotos
ლოცვა წმიდისა მღვდელ-მთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა მიმართ,
მატერიალური სიდუხჭირის ჟამს

“ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.”

Photo credit: depositphotos

წარმოთქვით ეს სიტყვები წრფელი გულით და თქვენი თხოვნები აუცილებლად ასრულდება!