სამზარეულო სახლის ერთ–ერთი მთავარი კუთხეა და საოცნებო სამზარეულოს შესაქმნელად ბევრი ფული უნდა დახარჯოთ. მაშინაც კი, თუ ძვირადღირებული სამზარეულოს ავეჯის შეძენის საშუალება არ გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტური ვარიანტები ცუდია. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ იაფი სამზარეულოს ავეჯი შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს და დიასახლისისთვის აქ ფუსფუსი და მეგობრებთან ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე საუბარი მოსახერხებელი იყოს.
იაფი სამზარეულოს ავეჯი
ჩემი და ჩემი მეუღლის ბინა ჯერ კიდევ რემონტის სტადიაზეა. ბინა ძველ კორპუსში მდებარეობს. განლაგება კარგად დაგეგმილი არაა და მილებიც ყველა მხრიდან ჩანს. პირველ რიგში, სამზარეულო უნდა გაგვეკეთებინა. მცირე ბიუჯეტი გვქონდა, ამიტომ იაფი, მაგრამ ლამაზი ავეჯი შევარჩიეთ.
სამზარეულო, რომელიც მოგვეწონა, სრულყოფილებისგან შორსაა, მაგრამ მასში არის დეტალები, რაც მრავალი წლით მიმზიდველი გარეგნობის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. რა გავაკეთოთ, რომ ახალი სამზარეულო დიდხანს გვემსახუროს და რამდენიმე წელში არ დაიშალოს?
კარადის კარები
ყურადღება მიაქციეთ ბოლოებს. ხშირად ქვედა კარადის კარები მოტორსილი არაა, თუ კარადა უბრალოდ მდფ–სგან არის დამზადებული. კარები სისველისგან რომ დაიცვათ, გვერდებსა და ბოლოებზე რამდენიმე ფენა წებო პბა წაუსვით.
თუ კარადის კარები დაკეტვისას ძლიერ კრაჭუნობს, შეხების ადგილას ცხელი წებოს წვეთი წაუსვით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური თექა, რომელიც ავეჯის მაღაზიაში იყიდება. ახალი არაფერი იკრაჭუნებს.
სამუშაო ზედაპირი
თუ კუთხური სამზარეულო გაქვთ, სამუშაო ზედაპირის გადაჭრას გვერდს ვერ აუვლით. ორ გადანაჭერს შორის ლითონის ზღურბლი უნდა მოათავსოთ, რომელიც ჰერმენტულად დალუქოთ. ასე ხვრელში წყლის წვეთები არ მოხვდება, ხოლო ტენიანობისგან ობი არ გაჩნდება. იგივე ეხება სამუშაო ზედაპირის კუთხეებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამზარეულოში გაზქურა გაქვთ და არა ჩაშენებული ღუმელი.
კედელსა და სამუშაო ზედაპირს შორის ადგილი სამზარეულოს პლინტუსით უნდა დახუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ჭუჭყი, საკვების ნარჩენები, ცხიმი დაგროვდება და საბოლოოდ დაუპატიჟებელი ულვაშიანი სტუმრებიც გამოჩნდებიან.
თუ სამუშაო ზედაპირის ქვეშ შეიხედავთ, იქ უნდა იყოს საწვეთური. ესაა გამოკვეთილი ზოლი ან ღარი მთელი სამუშაო ზედაპირის გასწვრივ, რომელიც სისველეს კაბინეტის კარებში შეღწევის საშუალებას არ აძლევს.
სარეცხელი
სამზარეულოს ონკანი ჰერმენტულად მიმაგრებული უნდა იყოს. ონკანის ქვეშ კარადა ტენიანობის გავლენის მაღალი რისკის ქვეშაა. დასაცავად სკოჩით დაამაგრეთ.
ზედა კარადები
არ დაგავიწყდეთ, კარადის ზემოთ მტვერი გროვდება. ეს ადგილი კვირაში ერთხელ უნდა გადაწმინდოთ, რომ მოუშორებელი წებოვანი ფენა არ წარმოიქმნას. ზოგიერთი დიასახლისი ამ ადგილას გაზეთს აფენს და მას რამდენიმე კვირაში ერთხელ ცვლის.
პლინტუსი კარადის ქვეშ
ლამაზი პლინტუსი, რომელიც სამზარეულოს ქვეშ სივრცეს ფარავს, უამრავ ჭუჭყს იგროვებს. სწორედ ამიტომ, ზოგი ფეხქვეშ სამზარეულოს ხალიჩას აგებს ან პლინტუსის ქვედა ნაწილს სკოჩით ამაგრებს, რომ იატაკის გაწმენდის და სამზარეულოს დალაგების დროს არ დასველდეს.
ყველა ეს დეტალი იაფი სამზარეულოს ავეჯის მსახურობის ვადას გაზრდის. თქვენ რა ხრიკებს იყენებთ სამზარეულოს სისუთავის შესანარჩუნებლად? გვეთანხმებით, რომ იაფი სამზარეულოს ავეჯიც შეიძლება წლები გვემსახუროს?