რა მოხდება, თუ ყოველდღე თაფლიან თბილ წყალს უზმოზე დალევთ

3645

ჩვენ არაერთხელ გიამბეთ, თუ რამდენად სასარგებლოა ფუტკრის თაფლი ადამიანისთვის. გარდა ამისა, ხშირად თაფლის საინტერესო რეცეპტებს გთავაზობთ. დღეს „პაპარაცი“ ამ უნივერსალური პროდუქტის შესახებ უფრო მეტ თავისებურებას გაგიმხელთ. რჩევისთვის მივმართეთ ცნობილ ინდოელ იოგა სადჰგურუს, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ დაამყაროს თაფლთან სწორი ურთიერთობა.

ფუტკრის თაფლი

„კარნატაკაში (ინდოეთის შტატი) არის ტომები, რომელთაც თაფლის მწყემსებს უწოდებენ. ისინი საკმაოდ უჩვეულო დიეტას იცავენ. ყოველ დილით ბამბუკის ჭიქიდან ¾ ლ თაფლს სვამენ. გარდა ამისა, საუზმეზე აბსოლუტურად არაფერს ჭამენ. ასეთი უჩვეულო ტრაპეზის შემდეგ ტყეში მიდიან. დღეში 30-40 კმ–ს გადიან“ – ჰყვება იოგინი.

Photo credit: freepik

„ეს ხალხი მუდმივად მოძრაობაშია: ხეებზე ადიან და ჩამოდიან, თაფლს აგროვებენ. თაფლს ხელიდან ხშირად ილოკავენ, ამიტომ მათთვის ამ პროდუქტის ყოველდღიური დოზა 1–1,5 ლიტრს აღემატება. როცა საღამოს სახლში ბრუნდებიან, ვახშმობენ ფაფით, რომელსაც ეწოდება ჯავა. მათი მთავარი პროდუქტი თაფლია“.

„თაფლი ფსიქოლოგიურ სტაბილურობას და ფიზიკურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ეს ერთადერთი პროდუქტია, რომლის ქიმიური შემადგენლობაც ადამიანის სისხლთან ახლოსაა. თაფლის ყოველდღიურ რაციონში ჩართვით თითქოსდა სისხლს აახლებთ, ჯანმრთელობას აუმჯობესებთ. ფუტკრის თაფლი ადამიანის ტვინისა და გულისთვის ერთნაირად სასარგებლოა“ – გვიზიარებს სადჰგურუ.

Photo credit: freepik

„თაფლს გონების ტონუსში შენარჩუნება და სხეულისთვის ენერგიის გაზრდა შეუძლია. გარდა ამისა, ეს პროდუქტი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას და გაღრმავებას ხელს უწყობს“.

როგორ ვჭამოთ თაფლი

„თუ თაფლს თერმულად დაამუშავებთ, ანუ მოხარშავთ ან გამოაცხობთ, ის მავნე ნივთიერებად გარდაიქმნება. მზადების დროს თაფლი მხოლოდ თბილ წყალში შეგიძლიათ გახსნათ, მაგრამ არა მდუღარე წყალში. თბილ წყალში გახსნისას თაფლი გარკვეულ ფერმენტებს გამოყოფს. ამან შეიძლება სხეულის წონის შემცირება გამოიწვიოს. თუ თაფლს ცივ წყალში გახსნით, ის სხვანაირად იქცევა და შესაძლოა წონაში მოიმატოთ“.

Photo credit: depositphotos

„იმის მიხედვით, თუ როგორ ჭამთ თაფლს, ორგანიზმზე მისი გავლენა იცვლება. თუ თბილი, თაფლიანი წყლის დალევას დაიწყებთ, განწყობის ცვლილებას შეამჩნევთ. პირველ რიგში, სისხლი ჟანგბადით გამდიდრდება, ამიტომ უფრო მეტი ენერგია გექნებათ. მეორეც, სხეულის გაახალგაზრდავების სისტემა გააქტიურდება. ზოგადად, თაფლის მიღება სისხლძარღვების სისტემის მუშაობას აბალანსებს“ – ამბობს იოგინი.

„თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა იოგით დაკავებული ადამიანებისთვის სისხლის და ადამიანის ენერგიის გაწმენდის გამო. სჯობს თბილი, თაფლიანი წყალი კურკუმასთან და ნიმის ფხვნილთან ერთად მიიღოთ. ასე კუნთების მოქნილობას გაზრდით და ტოქსიკურ ნივთიერებებს მოიშორებთ.“

Photo credit: freepik

სადჰგურუ თავის მოსწავლეებს და მსმენელებს მოუწოდებს: „სიტყვაზე არასდროს ენდოთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და საკუთარ შედეგებს თვალი ადევნეთ“. გულწრფელად რომ ვთქვათ, თაფლი არასდროს მიყვარდა და იშვითად ვჭამდი. თუმცა დიდებული იოგის მწვრთნელის ნათქვამმა დამაინტერესა. იქნებ დილით 1 ჭიქა თაფლიანი წყლის დალევით თავი უკეთ ვიგრძნო? მგონი, ცდად ღირს?

თქვენ რას იტყვით? რამდენად ხშირად იღებთ თაფლს და როგორი სახით? თქვენი გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს