ბავშვის ყოლის სურვილი ყოველთვის უეცრად ჩნდება. იღვიძებ და ხვდები, რომ დედობისთვის მზად ხარ. თუმცა, მხოლოდ სურვილით ვერაფერს გახდებით. არსებობს მრავალი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორიც. სასურველი ბავშვი არამხოლოდ სიყვარულით, არამედ ყურადღებითა და ზრუნვით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
სასურველი ბავშვი
ჩვენს დროში ბავშვის გაჩენა 30 წლის შემდეგ ნორმად ითვლება. ხშირად, ეს უკეთესიცაა, რამდენადაც ამ დროს ქალმა ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებაში. ადამიანების უმეტესობა ამ დროისთვის ასწრებს კარგად მოწყობასა და გარკვეული ცხოვრებისეული მიზნების მიღწევას. თუ წყვილმა ყველაფერი აწონ-დაწონა და ბავშვის ყოლისთვის მოემზადა, საჭიროა ყველა დეტალის საგულდაგულოდ გათვლა.
რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია საცხოვრებელი და თავისუფალი სივრცე ბავშვისთვის, ფინანსების დიდ როლს ასრულებს. თუმცა, როგორ განვსაზღვროთ ამის დრო? ჩასახვისთვის რომელი თარიღი ავირჩიოთ? თუ ამ ნიუანსს თქვენთვის მნიშვნელობა აქვს, გთავაზობთ, მოუსმინოთ ასტროლოგიურ რჩევებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანთან დაკავშირებით. შესაძლოა, სწორედ ვარსკვლავებმა გვიკარნახონ საუკეთესო დრო დაორსულებისთვის.
საუკეთესო დრო ბავშვის ჩასახვისთვის
1. ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
კარგად გათვლილი გეგმა ყოველთვის საიმედო საფუძველს ჩაუყრის ვერძის ცხოვრებას. ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს და ვადაში უნდა შესრულდეს. ასეთი პასუხისმგებლიანი ქალები საუკეთესო დედებად იქცევიან 25 ივნისიდან 15 ივლისამდე, აგრეთვე, 25 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე.
2. კურო (21 აპრილი – 21 მაისი)
სიჯიუტე, სიჯიუტე და კიდევ ერთხელ სიჯიუტე. გამოიყენეთ იგი კეთილი მიზნებით. მაგალითად, ჩასახეთ ბავშვი კონკრეტულ პერიოდში. ამისთვის აირჩიეთ რომელიმე დღე 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ან 25 მარტიდან 15 აპრილამდე.
3. ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)
როგორ მარტივად და ძალდაუტანებლად ეპყრობიან ტყუპები თავიანთ პატარებს. ჩასახვისთვის ყველაზე წარმატებული დღეები იქნება 25 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე და 25 აპრილიდან 15 მაისამდე.
4. კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
დედობრივი მზრუნველობის მორევში, კირჩხიბმა საკუთარი თავი და ჯანმრთელობა არ უნდა დაივიწყოს. დაღლილი და გამოფიტული დედა ხომ სიყვარულსა და ზრუნვა საჭიროებს. მანამდე კი დაისვენეთ თარიღის შერჩევით: 25 ივლისიდან 15 აგვისტომდე ან 25 მარტიდან 15 აპრილამდე.
5. ლომი (23 ივლისი – 21 აგვისტო)
ლომს შეუძლია დედობისა და კარიერის შეთავსება. ასეთი მებრძოლი ბანოვნები დეკრეტული შვებულებიდან მეორე კვირას ბრუნდებიან. ბავშვის ჩასახვისთვის კარგი დროა 25 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
6. ქალწული (22 აგვისტო – 23 სექტემბერი)
პასუხისმგებლიანობა და ყურადღებიანობა ნებისმიერი ახალგაზრდა დედის შეუცვლელი თვისებებია. ასევე პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ თარიღის შერჩევასაც. 25 იანვრიდან 15 თებერვლამდე პერიოდი საუკეთესო იქნება ჩასახვისთვის.
7. სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
მოთმინება ამ ნიშნის დადებითი თვისებებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. აირჩიეთ დღე აუჩქარებლად და გონივრულად: 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ან 25 მაისიდან 15 ივნისამდე.
8. მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილების მიღება ამ ნიშნისთვის რთულია. ბარემ თარიღსაც პასუხისმგებლობით მიუდგეს: ზამთრის ბოლო (25 თებერვლიდან 15 მარტამდე) კარგი პერიოდი იქნება მორიელის დედობისთვის.
9. მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 22 დეკემბერი)
ოპტიმისტი მშვილდოსანი ცხენზე ამხედრებული ეგებება დედობას. ეი, შეჩერდი და ჩასახვისთვის კარგი თარიღი აირჩიე! იქნებ, 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდი მოგეწონოს.
10. თხის რქა (23 დეკემბერი – 20 იანვარი)
ამ ნიშნისთვის სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, სერიოზულად დაფიქრდით იმ დროზე, როცა კარიერისა და დედობის შერწყმა საუკეთესოდ წარიმართება. ეს თარიღი საუკეთესო იქნება: 25 ოქტომბერი – 15 ნოემბერი.
11. მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი)
მერწყულს საკუთარი თავის გაზრდა უჭირს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვის გაზრდაზე. თუმცა, მისთვისაც დადგება მზაობის პერიოდი. აირჩიეთ თარითი 25 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში.
12. თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)
მგრძნობიარე თევზები ხშირად უსმენს თავის ინტუიციას სერიოზული გადაწყვეტილების მიღების დროს. იმედია, იგი გიკარნახებთ დროს შემდეგი პერიოდიდან: 25 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ან 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე.
დაე, თქვენი ბავშვი სამყაროს ზუსტად მაშინ მოევლინოს, როცა ამისთვის ნამდვილად იქნებით მზად. გისურვებთ სასიამოვნო და მარტივ დედობას!