რომელი დაავადებები შემსუბუქდება თუ დილას ნივრიანი თაფლით დაიწყებთ

4370

მრავალი ასწლეულის განმავლობაში, ნიორი და თაფლი გამოირჩევა თავიანთი შესანიშნავი სამკურნალო თვისებებით. რა მოხდება, თუ ამ ორ სასწაულმოქმედ პროდუქტს შევურევთ? ან რატომაა ნივრიანი თაფლი უზმოზე მტკიცე ჯანმრთელობის საწინდარი?

Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ ეს შესანიშნავი საშუალება საკუთარი ხელით, და გაგაცნობთ რჩევებს მის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ნივრიანი თაფლი

1. რატომ უზმოზე?

ამ სასმლის თითოეულ ინგრედიენტს აქვს თავისი სამკურნალო თვისებები, რომლებიც, ერთმანეთთან ურთიერთქმედების დროს, მძლავრ გამაჯანსაღებელ მასად იქცევა.

დღის დასაწყებად კი საუკეთესო საშუალება ისაა, რომელიც სათანადოდ მოამზადებს კნტ-ს საკვების ოპტიმალური ათვისებისთვის. ეს სამ რამეს ნიშნავს:

  1. არ მოიმატებთ წონაში.
  2. შეძლებთ მიღებული მკვებავი ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობით ათვისებას.
  3. სხეული გამოდევნის ტოქსინებს.

2. რატომ ნიორი?

ზამთარში ავად რომ არ გახდეთ, რეგულარულად მიირთვით ნიორი. ეს ხალხური სიბრძნე უსაფუძვლოდ არ გაჩენილა.

  • ნიორი აუმჯობესებს სისხლის ხარისხს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
  • ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, რაც დადებითად მოქმედებს კანზე.
  • აძლიერებს იმუნიტეტს.

ეს ბოსტნეული შეიცავს უამრავ ვიტამინს, სასარგებლო ზეთს, ამინომჟავას, აგრეთვე ალიცინს, რომელიც ანადგურებს მავნე ბაქტერიებს.

3. რატომ თაფლი?

ესაა მეფუტკრეობის გასაოცარი პროდუქტი. იგი ბუნებრივი პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის წინააღმდეგ.

  • თაფლი გვეხმარება გახდომაში – ამცირებს მადასა და სტრესის ჰორმონების დონეს.
  • ამცირებს ანთებას, აუტკივარებს, ამსუბუქებს შაკიკის შეტევებს.
  • გვავსებს ენერგიით.

4. როგორ მოვამზადოთ?

ინგრედიენტები:

  • 12 კბილი ნიორი
  • 300 გ თაფლი
  • შუშის თავსახურიანი ქილა

მომზადება

  1. დაჭყლიტეთ ნიორი.
  2. ჩაასხით ქილაში თაფლი. გაშაქრებული თადლი წინასწარ დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
  3. დაუმატეთ თაფლს დაქუცმაცებული ნიორი.
  4. დაახურეთ და შეინახეთ ბნელ ადგილას 1 კვირით.

5. როგორ მივირთვათ?

მიიღეთ 1 ჩ.კ. ნივრიანი თაფლი ყოველ დილით, 7 დღის განმავლობაში.

შემდეგი კურსი არანაკლებ 1 თვის შემდეგ უნდა გაიაროთ. სამკურნალო სასმელი დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში, რამდენადაც ცივ პერიოდში მისი დაქვეითება მზის სხივებისა და ვიტამინების ნაკლებობითაა გამოწვეული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს